პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
კარდიალური თერაპია

ადრენალინი ოსელ

ADRENALIN OSEL

რეცეპტით1მგ/მლინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება

ადრენალინი გამოდის მუყაოს კოლოფებში, თითოეულში 10 ან 100 ამპულა. ერთი ამპულა შეიცავს 1 მგ ადრენალინს. ამპულებში მოთავსებულია გამჭვირვალე, უფერო ან ბაცი ყვითელი ხსნარი. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ეპინეფრინით (epinephrine)
ფორმა და შეფუთვა
1მგ/მლ ი.მ., ი.ვ. და კანქვეშ საინექციო ხსნარი ამპულა №10
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კარდიალური თერაპია, ადრენერგული და დოფამინერგული საშუალებები
ATC კოდი
C01CA24
რეგისტრაციის ნომერი
რ/ა-P-0305
რეგისტრირებულია
15 ივლისი 2022, მოქმედებს 15 ივლისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაადრენალინი ოსელ და სხვა წამალი ერთად

ადრენალინი ოსელ — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ადრენალინი გამოდის მუყაოს კოლოფებში, თითოეულში 10 ან 100 ამპულა. ერთი ამპულა შეიცავს 1 მგ ადრენალინს. ამპულებში მოთავსებულია გამჭვირვალე, უფერო ან ბაცი ყვითელი ხსნარი. ადრენალინი გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

გულის გაჩერება და გულ-ფილტვის რეანიმაცია:

იმ შემთხვევებში, როდესაც ხელოვნური სუნთქვა და გულის ღია და/ან დახურული მასაჟი არაეფექტურია, ადრენალინის გამოყენება შესაძლებელია ინტრავენურად, გულის კუნთში ან ტრაქეაში, ნატრიუმის ბიკარბონატის ინტრავენურად შეყვანის შემდეგ.

ანაფილაქსიური შოკი (ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია, რომელიც მძიმდება არტერიული წნევის ვარდნით) და მწვავე (უეცარი) ალერგიული რეაქციები:

ადრენალინი წარმოადგენს ჰისტამინის ფიზიოლოგიურ ანტაგონისტს ანგიოშეშუპების (ალერგიული რეაქციით განპირობებული შეშუპება და კანის სიწითლე, რასაც თან არ ახლავს ქავილი), წამლის ან შრატისმიერი რეაქციების, მწერის ნაკბენების და სხვა ალერგიული მდგომარეობების დროს. შოკის დროს, ადრენალინი არ შეიყვანება კანქვეშა გზით. გარდა ადრენალინისა, შოკის დროს საჭიროა H1-რეცეპტორის ანტაგონისტის (ქლორფენირამინი) ინტრავენურად შეყვანა.

ასთმის მწვავე შეტევა და ბრონქოსპაზმი (მდგომარეობა, როდესაც ვიწროვდება ბრონქები და ბრონქიოლები):

ადრენალინი შეიყვანება კანქვეშ.

კაპილარული სისხლდენის (ზედაპირული) შესაჩერებლად კანსა და ლორწოვან გარსებში:

ადრენალინი გამოიყენება ადგილობრივად, ხსნარის სახით.

ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება რეგიონალური ანესთეზიისთვის) ეფექტის გახანგრძლივება.

ადრენალინი გამოიყენება როგორც ვაზოკონსტრიქტორი, სტომატოლოგის მიერ.

მიღების წესი და დოზირება

ვინაიდან ადრენალინი შეიყვანება ექიმის ან შესაბამისი სამედიცინო პერსონალის მიერ, შემდგომი პუნქტი განკუთვნილია ექიმებისთვის ან ჯანდაცვის პროფესიონალთათვის.

სწორი გამოყენების ინსტრუქციები და დოზირება/მიღების სიხშირე:

დოზირება ბრონქოსპაზმისა და ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების დროს:

სტანდარტულ საწყის დოზას მოზრდილთათვის მწვავე ანაფილაქსიის, ძლიერი ასთმის შეტევის და ალერგიული რეაქციების დროს შეადგენს 0.1-0.5 მგ (0.1 – 0.5 მლ) ადრენალინი, რაც შეიყვანება კანქვეშ ან კუნთში. თუ ალერგიის მიზეზს წარმოადგენს კანქვეშ ან კუნთში შეყვანილი კონკრეტული წამალი, მისი შეწოვის შესამცირებლად ადრენალინი შეიყვანება იმავე მიდამოში. ადრენალინის გამოყენება უნდა დაიწყოს მცირე დოზით და საჭიროების შემთხვევაში გაიზარდოს თანდათან. ერთჯერადად შეყვანილი დოზა არ უნდა აჭარბებდეს 1 მგ-ს.

ანაფილაქსიური შოკის დროს, ადრენალინის კანქვეშ შეყვანილი დოზების გამეორება შესაძლებელია 10-15 წუთიანი ინტერვალებით. ასთმის მძიმე შეტევის დროს, ადრენალინის კანქვეშ შეყვანილი დოზების გამეორება შესაძლებელია 20 წუთიდან 4 საათამდე ინტერვალებით, რაც დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად კარგად ემორჩილება მდგომარეობა საწყის დოზებს.

ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების დროს, 0.3 მგ(0.3 მლ) ადრენალინი შეიყვანება 3-ჯერ, 20 წუთიანი ინტერვალებით. აღნიშნული სქემის გამეორება შესაძლებელია ყოველ 2 საათში.

ძლიერი ანაფილაქსიური შოკის დროს, პრეპარატის შეყვანა უნდა მოხდეს ინტრავენურად, რათა პრეპარატი მოხვდეს ცირკულაციაში. აღნიშნულ შემთხვევაში, 0.1-0.2 მგ (0.1-0.2 მლ) ადრენალინი უნდა გაზავდეს საინექციო წყლის 8-10 პორციაში და შეყვანილ იქნეს ნელი ინტრავენური ინექციის გზით. საჭიროების შემთხვევაში, დოზა შესაძლოა გამეორდეს 5-15 წუთში.

დოზირება გულის გაჩერების დროს:

მოზრდილებში გულის რეანიმაციის დროს, 0.5-1 მგ (0.5-1 მლ) ადრენალინი განზავების შემდეგ შეიყვანება ვენაში ან გულის კუნთში. პრეპარატის შეყვანა უმჯობესია ინტრავენურად, რათა არ შეწყდეს გულის მასაჟი. პირველი ინტრავენური ინექციის შემდეგ, 1-2 მგ (1-2 მლ) ადრენალინი ზავდება 10 მლ საინექციო წყალში და ენდოტრაქეალური მილით შეიყვანება ტრაქეაში ან 0.3 მგ (0.3 მლ) ადრენალინი შეიყვანება კანქვეშ. პრეპარატის შეყვანა ასევე შესაძლებელია ინტრავენური ინფუზიის სახით, 1-4 მკგ/წთ სიჩქარით.

შეყვანის სხვა გზები და დოზები:

როგორც ადგილობრივი მოქმედების ჰემოსტაზური საშუალება, ადრენალინის ხსნარი 1:50,000 (0.002%) – 1:1,000 (0.1%) კონცენტრაციით დაიტანება კანზე, ლორწოვან გარსებზე და ქსოვილის ზედაპირებზე სველი საფენების ან სპრეის სახით. ადრენალინის დამატება შესაძლებელია ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებებისთვის, შემდეგი თანაფარდობით – 1:500,000-დან 1:50,000-მდე. ყველაზე ხშირად გამოიყენება 1:200,000 კონცენტრაცია.

გამოყენების გზა და მეთოდი:

ადრენალინი უპირატესად შეიყვანება კანქვეშ. კუნთში შეყვანის შემთხვევაში არ უნდა შეირჩეს დუნდულა კუნთები (აღნიშნული მიდამოს კანზე შესაძლოა არსებობდეს ანაერობული მიკროორგანიზმების კოლონიები. ადრენალინის ვაზოკონსტრიქტორულმა მოქმედებამ შესაძლოა განაპირობოს ჰიპოქსია და ხელი შეუწყოს Clostridium welchii-ით დაინფიცირებას). გადაუდებელი მდგომარეობებისას, განზავებული ადრენალინის ხსნარის შეყვანა შესაძლებელია ნელი ინტრავენური ინფუზიის სახით. გულის გაჩერების დროს, განზავებული ადრენალინის ხსნარის შეყვანა შესაძლებელია გულის კუნთში ან ენდოტრაქეულ მილში. გულის კუნთში შეყვანისას ასევე უნდა წარმოებდეს გულ-ფილტვის რეანიმაცია. ამ გზით, ხდება პრეპარატის კორონარულ ცირკულაციაში მოხვედრის უზრუნველყოფა. ადრენალინის გამოყენება შესაძლებელია აეროზოლის, ორთქლის ინჰალაციის ან პერორალური ინჰალაციის სახით IPPB ხელოვნური სუნთქვის აპარატის გამოყენებით. აღნიშნული მეთოდებით გამოსაყენებლად განკუთვნილი ადრენალინის ხსნარი შედარებით მეტად კონცენტრირებულია და მისი შეყვანა სისტემურ ცირკულაციაში არ უნდა მოხდეს. ადრენალინი შესაძლოა გაზავდეს და გამოყენებულ იქნეს ადგილობრივად, კანზე, ლორწოვან გარსებზე და ქსოვილოვან ზედაპირებზე. აღნიშნულ შემთხვევაში, გამოიყენება სველი საფენები ან სასხურებელი. ადრენალინის დოზა წარმოდგენილია ადრენალინის მარილებში ადრენალინის რაოდენობით.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებში:

დოზირება ბრონქოსპაზმის და ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების დროს: ასთმის ან ანაფილაქსიის მძიმე შემთხვევების დროს, ბავშვებში გამოიყენება 0.01 მგ/კგ (0.01 მლ/კგ) ან 0.3 მგ/მ2 (0.3 მლ/მ2) ადრენალინი, კანქვეშა ინექციის გზით. ბავშვებში, მაქსიმალური ერთჯერადი დოზა არ უნდა აჭარბებდეს 0.5 მგ-ს (0.5 მლ). პაციენტის მდგომარეობიდან და თერაპიული ეფექტიდან გამომდინარე, დოზა შესაძლოა გამეორდეს 20 წუთიდან 4 საათიანი ინტერვალებით.

დოზირება გულის გაჩერების დროს:

  • 005 – 0.01 მგ/კგ ადრენალინი შეიყვანება გულის კუნთში ან 0.01 მგ/კგ ადრენალინი შეიყვანება ინტრავენურად. აღნიშნული ჩვენებით, გამოიყენება მზა ამპულები 1:10,000 კონცენტრაციით, რათა თავიდან იქნეს აცილებული ცდომილება განზავებისას.

პრეპარატი არ გამოიყენება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში. ადრენალინის გამოყენება არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, გარდა გადაუდებელი მდგომარეობებისა.

გამოყენება ხანდაზმული ასაკის პაციენტებში:

გამოიყენება მოზრდილთათვის განკუთვნილი ზომები, განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვით.

გამოყენება განსაკუთრებული მდგომარეობების დროს:

თირკმელების უკმარისობა:

მონაცემები არ მოიპოვება.

ღვიძლის უკმარისობა:

მონაცემები არ მოიპოვება.

პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ფიქრობს, რომ ადრენალინის მოქმედება არასათანადოდ სუსტი ან ზედმეტად ძლიერია.

უკუჩვენებები

თუ პაციენტს აქვს არტერიული ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა);

თუ პაციენტს აქვს ჰიპერთირეოზი;

თუ პაციენტს აქვს კორონარული სისხლძარღვების უკმარისობა (მდგომარეობა, როდესაც გულის მკვებავი სისხლძარღვები სათანადოდ ვერ ახერხებენ გულის სისხლით მომარაგებას;

თუ პაციენტს აქვს შაქრიანი დიაბეტი;

თუ პაციენტს აქვს ფეოქრომოციტომა (სიმსივნე, რომელიც ვითარდება თირკმელზედა ჯირკვალში);

თუ პაციენტს აქვს სუბაორტული სტენოზი (გულის მარჯვენა პარკუჭის გასავალის შევიწროვება);

თუ პაციენტს აქვს ჰიპოვლემუიური შოკი (მდგომარეობა, როდესაც გული ვერ ახერხებს სისხლის მიმოქცევის უზრუნველყოფას სისხლის მოცულობის შემცირების გამო) (ანაფილაქსიური შოკის გარდა);

თუ პაციენტს აქვს გულის ორგანული დაავადება (დაავადებები, რომლებიც განპირობებულია გულის სტრუქტურული ცვლილებებით);

თუ პაციენტს აქვს არითმია (გულის რითმის დარღვევა);

თუ პაციენტს აქვს გულის დილატაცია (გულის გადიდება);

თუ პაციენტს აქვს თავის ტვინის ორგანული დაზიანება (დაავადებები, რომლებიც განპირობებულია თავის ტვინის სტრუქტურილი ცვლილებებით);

თუ პაციენტს აქვს ცერებროვასკულური დაავადება (დაავადება, რომელიც ასოცირებულია თავის ტვინის სისხლძარღვოვან დარღვევებთან);

თუ პაციენტს აქვს დახურულკუთხოვანი გლაუცომა (თვალის დაავადება, რომელიც იწვევს მხედველობის უეცარ დაბინდვას, ტკივილს და სიწითლეს);

თუ ზოგადი ანესთეზიის დროს გამოყენებულ იქნა ციკლოპროპანი ან ჰალოგენირებული ჰიდროკარბონისგან წარმოებული საშუალებები;

თუ პაციენტი ჰიპერმგრძნობიარეა ადრენალინის მიმართ.

ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებებთან შერევისას, პრეპარატი არ გამოიყენება თითების, ცხვირის, ყურების და სასქესო ორგანოების მიდამოებში.

შემდეგ შემთხვევებში, ადრენალინი გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთხილით:

აციდოზი (სისხლში მჟავიანობის მომატებული მაჩვენებელი);

ჰიპოქსია (მდგომარეობა, როდესაც კლებულობს ქსოვილების ჟანგბადით მომარაგება);

ქრონიკული (ხანგრძლივი) ასთმა და ემფიზემა (დაავადება, როდესაც ფილტვებში არსებული ალვეოლარული ტომარები იჭიმება და ფართოვდება, რასაც თან ახლავს სუნთქვის უკმარისობა);

გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები;

ქირურგიული ოპერაცია, რომელიც ტარდება ზოგადი ანესთეზიის ქვეშ.

პრეპარატის ასევე სიფრთხილით გამოიყენება ხანდაზმული ასაკის და ფსიქონევროზული აშლილობის მქონე პაციენტებში, ასევე ცერებელარული არტერიოსკლეროზის (თავის ტვინის არტერიების გაუხეშება) არსებობის შემთხვევაში.

ნატრიუმის მეტაბისულფიტის (კონსერვანტი) შემცველობის გამო, პრეპარატმა შესაძლოა განაპირობოს ალერგიული რეაქცია სულფიტის მიმართ.

პრეპარატი არ გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც დადგენილი აქვთ თანდაყოლილი გახანგრძლივებული QT სინდრომი ან Torsades de Pointes ან არსებობს ეჭვი მათზე.

პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს თუ ზემოთ მოცემულიდან რომელიმე ეხება მას ან ეხებოდა წარსულში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ტრიციკლურმა ანტიდეპრესანტებმა, მაპროტილინმა, ლევადოპამ, მეთილდოპამ, მაო-ინჰიბიტორებმა, ბრეტილიუმმა, ქლონიდინმა, დოპექსამინმა, ენტაკაპონმა, დოქსაპრამმა, ოქსიტოცინმა, ნატრიუმის ლევოთიროქსინმა, ქლორფენირამინმა და დიფენჰიდრამინმა შესაძლოა გააძლიერონ ადრენალინის მოქმედება და განაპირობონ არითმიების და ძლიერი ჰიპერტენზიის განვითარება.

დიგიტალისის გლიკოზიდებმა და ვერცხლისწყლის შარდმდენებმა შესაძლოა გააძლიერონ ადრენალინის არითმოგენური მოქმედება.

ჭვავის რქის ალკალოდებმა ან ოქსიტოცინმა შესაძლოა გააძლიერონ ადრენალინის ვაზოკონსტიქტორული მოქმედება.

მშობიარობის დროს ადრენალინის ან ადრენალინის შემცველი ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების გამოყენების შემთხვევაში, საშვილოსნოს შეკუმშვის მასტიმულირებელმა საშუალებებმა (მაგ. ვაზოპრესინი, ერგონოვინი, მეთილერგონოვინი), პოსტნატალურ პერიოდში შესაძლოა გამოიწვიონ ძლიერი ჰიპერტენზიული კრიზი ან ცერებრალური ჰემორაგია.

ბეტა-ბლოკატორებს (მაგ. პროპრანოლოლი) ახასიათებთ ადრენალინის ბრონქოდილატაციური ეფექტის ანტაგონისტური მოქმედება.

ალფა-ბლოკატორებმა, პრაზოსინმა, ტერაზოსინმა, ჰალოპერიდოლმა, ლოქსაპინმა, ფენოთიაზინმა და თიოქსანტინებმა შესაძლოა იმოქმედონ ადრენალინის ვაზოკონსტრიქტორული ეფექტის საპირისპიროდ.

ზოგადმა საანესთეზიო საშუალებებმა და ციკლოპროპანის ჰალოგენირებული ჰიდროკარბონის კომპონენტმა შესაძლოა განაპირობონ მიოკარდიუმის სენსიტიზაცია და გააძლიერონ ადრენალინის არითმოგენური მოქმედება.

სიმპატომიმეტური პრეპარატები და ფოსფოდიესტერაზას ინჰიბიტორები აძლიერებენ ადრენალინის არითმოგენურ მოქმედებას.

ბეტა-ადრენერგული რეცეპტორების ანტაგონისტები აქვეითებენ ადრენალინის ინოტროპულ ეფექტს.

ადრენალინი ინაქტივირდება ტუტე ხსნარებში (ნატრიუმის ბიკარბონატი, ფუროსემიდე). პრეპარატი არ გამოიყენება დროპერიდოლით განპრობებული არტერიული ჰიპოტენზის სამკურნალოდ, რათა არ მოხდეს არტერიული წნევის მეტად ვარდნა.

ეფედრას ან კოფეინის შემცველმა პრეპარატებმა შესაძლოა გააძლიერონ ადრენალინის მოქმედება.

ადრენალინი ამცირებს შრატში C ვიტამინის რაოდენობას, ასევე, ინტრაუჯრედული კალიუმის და მაგნიუმის კონცენტრაციას.

დიგოქსინთან, ქინიდინთან ან ფლუოროჰიდროკარბონებთან ერთად გამოყენების შემთხვევაში, ადრენალინი ზრიდს არითმიის განვითარების რისკს. ადრენალინმა შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერგლიკემია და ხელი შეუშალოს ჰიპოგლიკემიური საშუალებების მოქმედებას შაქრიანი დიაბეტის დროს. ადრენალინს გააჩნია ადრენერგული ნეირონების ბლოკატორების (მაგ. გუანატიდინი) ანტიჰიპერტენზიული მოქმედების საწინააღმდეგო ეფექტი და ახასიათებს ძლიერი ჰიპერტენზიის განვითარების რისკი.

პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ექიმს ან ფარმაცევტს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს ან იღებდა უახლოეს წარსულში, მათ შორის რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებზე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია. ორსულობის დროს ადრენალინის გამოყენების შესახებ სათანადო ცნობები არ მოიპოვება. ექიმის მიერ დადგენილი განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, ადრენალინი არ გამოიყენება ორსულობის დროს.

ადრენალინი გადაკვეთს პლაცენტარულ ბარიერს. არსებობს ცნობები თანდაყოლილი დარღვევების სიხშირის მცირედი ზრდის შესახებ. ადრენალინი არ გამოიყენება მშობიარობის დროს, რადგან პრეპარატმა შესაძლოა განაპირობოს მშობიარობის მეორე პერიოდის გახანგრძლივება.

პაციენტმა კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს თუ მკურნალობის პერიოდში შეიტყობს, რომ არის ორსულად.

ძუძუთი კვება

ძუძუთი კვების დროს ადრენალინის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ კვლევები არ ჩატარებულა. ძუძუთი კვების დროს ადრენალინის გამოყენებისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე.

პრეპარატის გამოყენებამდე პაციენტმა კონსულტაცია უნდა გაიაროს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

მუდმივი ეფექტი მიიღწევა პრეპარატის უწყვეტი შეყვანისას. დაუშვებელია ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა პაციენტის ორგანოთა ფუნქციური მაჩვენებლების ნორმალიზებამდე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ადრენალინის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

ადრენალინის თითოეული ამპულა შეიცავს < 1 მმოლ (23 მგ) ნატრიუმს, რაც უმნიშვნელო რაოდენობაა.

გვერდითი მოვლენები

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ:

ნევროტულობა, შფოთვა, მოუსვენრობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულის წასვლის შეგრძნება, უძილობა.

დარღვევები თვალის მხრივ:

დახურულკუთხოვანი გლაუკომას განვითარება ან არსებული გლაუკომას გაუარესება, ჩხვლეტის ან წვის გარდამავალი შეგრძნება თვალებში, თვალების ტკივილი, ალერგიული რეაქცია ქუთუთოებზე, თვალების გაღიზიანება.

დარღვევები გულის მხრივ:

პალპიტაციები, გაძლიერებული გულისცემა, ალები, სახის სიფერმკრთალე, ტკივილი გულმკერდის არეში, ჟანგბადის მომატებული მოხმარება მიოკარდიუმის (გულის კუნთი) მიერ, არითმიები (არარეგულარული გულისცემა), უეცარი სიკვდილი, სტენოკარდია (რაც განპირობებულია გულის კუნთის სისხლის მომარაგების დარღვევით და ხასიათდება შებოჭილობის შეგრძნებით გულმკერდის შუა მიდამოში), ვენების შევიწროვება. პარკუჭოვანი ფიბრილაცია (გულის რითმის დარღვევა, რაც იწვევს გულის არათანმიმდევრულ და არარეგულარ კუმშვადობას). ძლიერი არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში, შესაძლოა განვითარდეს სისხლჩაქცევა თავის ტვინში (ცერებრალური სისხლჩაქცევა) და ფილტვების შეშუპება (სითხის დაგროვება ფილტვის ქსოვილში).

დარღვევები სასუნთქი სისტემის და გულმკერდის ღრუს ორგანოების მხრივ:

ვიზინგი, სუნთქვის უკმარისობა (ქოშინი).

დარღვევები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ:

გულისრევა, ღებინება, პირის სიმშრალე, ხახის სიმშრალე.

დარღვევები ჩონჩხკუნთოვანი, შემაერთებელქსოვილოვანი და ძვლოვანი სისტემის მხრივ:

სისუსტე, კანკალი.

დარღვევები თირკმელების და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ:

შარდის მწვავე შეკავება (მოშარდვის შეუძლებლობა ან მოშარდვის შემდეგ შარდის ბუშტში დიდი რაოდენობით ნარჩენი შარდის არსებობა) პაციენტებში, რომლებსაც აქვთ შარდის ბუშტის გასავლის ობსტრუქცია; სისხლის მიმოქცევის დარღვევა თირკმელებში; სისხლის მიმოქცევის დარღვევა შინაგან ორგანოებში.

სხვა

ჭარბი ოფლიანობა, კანკალი ზედა და ქვედა კიდურებში, ადგილობრივი იშემიური ნეკროზი (ქსოვილის კვდომა სისხლის მიმოქცევის დარღვევის გამო), ინსულინის სეკრეციის დარღვევა, რაც შესაძლოა განვითარდეს პრეპარატის დაბალი დოზების გამოყენების შემთხვევაშიც, შაქრის რაოდენობის მომატება სისხლში, გლუკონეოგენეზი, გლიკოლიზი, ლიპოლიზი (ცხიმების დაშლა), კეტოგენეზი (ცხიმოვანი მჟავების დაშლა), კეტონის სხეულების გამოთავისუფლება სისხლში.

ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შესახებ, პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია თურქეთის ფარმაკოუსაფრთხოების ცენტრის (TÜFAM) მეშვეობით, ვებ-გვერდზე - www.titck.gov.tr არსებულ “Reporting Drug Side Effects” გრაფაზე მიყოლით ან სატელეფონო ზარით ნომერზე - 0 800 314 00 08.

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თითოეულ პაციენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ცნობების შეგროვებაში.

ჭარბი დოზა

ვინაიდან პრეპარატი შეიყვანება სამედიცინო პერსონალის მიერ, დოზის გადაჭარბება მოსალოდნელი არ არის. თუმცა, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს შესაბამის პერსონალს თუ ფიქრობს, რომ მიიღო ზედმეტი დოზა. დოზის გადაჭარბებისას შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სიმპტომები: არითმია, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს პარკუჭოვანი ფიბრილაცია და სიკვდილი; ძლიერი არტერიული ჰიპერტენზია, რასაც თან ახლავს ფილტვების შეშუპება და სისჩაქცევა თავის ტვინში.

ადრენალინის ეფექტის საწინააღმდეგოდ შესაძლებელია კომბინირებული ალფა და ბეტა ბლოკატორის, მაგ. ლაბეტალოლის გამოყენება; ბეტა-ბლოკატორების გამოყენება ასევე შესაძლებელია სუპრავენტრიკულური არითმიის სამკურნალოდ; ალფა-ადრენერგული ეფექტის კონტროლის მიზნით შესაძლებელია ფენტოლამინის გამოყენება. ასევე გამოიყენება სწრაფად მოქმედი ნიტრატები და ვაზოდილატატორები, როგორიცაა ნატრიუმის ნიტროპრუსიდი.

საჭიროა გადაუდებელი რეანიმაციული მკურნალობა.

ჭარბი რაოდენობით ადრენალინის გამოყენების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზის გამოტოვების შემთხვევაში

დოზის გამოტოვება მოსალოდნელი არ არის, ვინაიდან პრეპარატი შეიყვანება სამედიცინო პერსონალის მიერ. თუმცა, პაციენტმა უნდა მიმართოს შესაბამის სამედიცინო პერსონალს თუ ფიქრობს, მოხდა მისთვის განკუთვნილი დოზის გამოტოვება.

გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის გამოყენება დაუშვებელია.

მკურნალობის შეწყვეტასთან ასოცირებული შესაძლო გვერდითი მოვლენები:

ადრენალინით მკურნალობის შეწყვეტასთან გვერდითი მოვლენები ასოცირებული არ არის.

შენახვის პირობები

ინახება თავისივე კოლოფში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ინახება ოთახის ტემპერატურაზე (15-25C), სინათლისგან დაცულ ადგილას.

არ ინახება მაცივარში.

დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა მითითებულია კოლოფზე. იგულისხმება მითითებული თვის ბოლო დღე.

დაუშვებელია გამოუყენებელი ან ვადაგასული პრეპარატის გადაგდება! ნარჩენები უნდა ჩაბარდეს გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ გამოყოფილ სპეციალურ პუნქტში.

ლიცენზიის მფლობელი:

OSEL İlaç San. ve Tic. A.Ş.

Akbaba Mah. Maraş Cad. No:52

Beykoz/İSTANBUL

ოსელ ილაკ სან. ვე ტიკ. ა.ს.

აკბაბა მაჰ. მარას კად. #52

ბეიკოზი/სტამბული

ინსტრუქციის დამტკიცების თარიღი: 13/01/2015

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია

ადრენალინი ოსელი 1 მგ/1 მლ ხსნარი ი.მ./ი.ვ./ს.კ. ინექცისთვის

სტერილური

შეიყვანება გლუვ კუნთში, ვენაში, გულის კუნთში, ტრაქეაში ან კანქვეშ.

აქტიური ნივთიერება: თითოეული 1 მლ ამპულა შეიცავს 1 მგ ადრენალინს.

დამხმარე ნივთიერებები: შეიცავს ნატრიუმის ქლორიდს, ნატრიუმის მეტაბისულფიტს და საინექციო წყალს.

პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის. დაუშვებელია პრეპარატის სხვისთვის მიცემა.

კლინიკაში ვიზიტისას ან ექიმთან კონსულტაციისას, პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ.

პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს ინსტრუქციაში მოცემული წესით. დაუშვებელია რეკომენდებულზე მაღალი ან დაბალი დოზის გამოყენება.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს ადრენალინი და რისთვის გამოიყენება ის

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ადრენალინის გამოყენებამდე

ადრენალინის გამოყენების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ადრენალინის შენახვის წესი

სათაურები მოცემულია.

რას წარმოადგენს ადრენალინი და რისთვის გამოიყენება ის

ადრენალინი გამოდის მუყაოს კოლოფებში, თითოეულში 10 ან 100 ამპულა. ერთი ამპულა შეიცავს 1 მგ ადრენალინს. ამპულებში მოთავსებულია გამჭვირვალე, უფერო ან ბაცი ყვითელი ხსნარი. ადრენალინი გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

გულის გაჩერება და გულ-ფილტვის რეანიმაცია:

იმ შემთხვევებში, როდესაც ხელოვნური სუნთქვა და გულის ღია და/ან დახურული მასაჟი არაეფექტურია, ადრენალინის გამოყენება შესაძლებელია ინტრავენურად, გულის კუნთში ან ტრაქეაში, ნატრიუმის ბიკარბონატის ინტრავენურად შეყვანის შემდეგ.

ანაფილაქსიური შოკი (ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია, რომელიც მძიმდება არტერიული წნევის ვარდნით) და მწვავე (უეცარი) ალერგიული რეაქციები:

ადრენალინი წარმოადგენს ჰისტამინის ფიზიოლოგიურ ანტაგონისტს ანგიოშეშუპების (ალერგიული რეაქციით განპირობებული შეშუპება და კანის სიწითლე, რასაც თან არ ახლავს ქავილი), წამლის ან შრატისმიერი რეაქციების, მწერის ნაკბენების და სხვა ალერგიული მდგომარეობების დროს. შოკის დროს, ადრენალინი არ შეიყვანება კანქვეშა გზით. გარდა ადრენალინისა, შოკის დროს საჭიროა H1-რეცეპტორის ანტაგონისტის (ქლორფენირამინი) ინტრავენურად შეყვანა.

ასთმის მწვავე შეტევა და ბრონქოსპაზმი (მდგომარეობა, როდესაც ვიწროვდება ბრონქები და ბრონქიოლები):

ადრენალინი შეიყვანება კანქვეშ.

კაპილარული სისხლდენის (ზედაპირული) შესაჩერებლად კანსა და ლორწოვან გარსებში:

ადრენალინი გამოიყენება ადგილობრივად, ხსნარის სახით.

ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება რეგიონალური ანესთეზიისთვის) ეფექტის გახანგრძლივება.

ადრენალინი გამოიყენება როგორც ვაზოკონსტრიქტორი, სტომატოლოგის მიერ.

  • რა უნდა იცოდეს პაციენტმა ადრენალინის გამოყენებამდე

ადრენალინი არ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

თუ პაციენტს აქვს არტერიული ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა);

თუ პაციენტს აქვს ჰიპერთირეოზი;

თუ პაციენტს აქვს კორონარული სისხლძარღვების უკმარისობა (მდგომარეობა, როდესაც გულის მკვებავი სისხლძარღვები სათანადოდ ვერ ახერხებენ გულის სისხლით მომარაგებას;

თუ პაციენტს აქვს შაქრიანი დიაბეტი;

თუ პაციენტს აქვს ფეოქრომოციტომა (სიმსივნე, რომელიც ვითარდება თირკმელზედა ჯირკვალში);

თუ პაციენტს აქვს სუბაორტული სტენოზი (გულის მარჯვენა პარკუჭის გასავალის შევიწროვება);

თუ პაციენტს აქვს ჰიპოვლემუიური შოკი (მდგომარეობა, როდესაც გული ვერ ახერხებს სისხლის მიმოქცევის უზრუნველყოფას სისხლის მოცულობის შემცირების გამო) (ანაფილაქსიური შოკის გარდა);

თუ პაციენტს აქვს გულის ორგანული დაავადება (დაავადებები, რომლებიც განპირობებულია გულის სტრუქტურული ცვლილებებით);

თუ პაციენტს აქვს არითმია (გულის რითმის დარღვევა);

თუ პაციენტს აქვს გულის დილატაცია (გულის გადიდება);

თუ პაციენტს აქვს თავის ტვინის ორგანული დაზიანება (დაავადებები, რომლებიც განპირობებულია თავის ტვინის სტრუქტურილი ცვლილებებით);

თუ პაციენტს აქვს ცერებროვასკულური დაავადება (დაავადება, რომელიც ასოცირებულია თავის ტვინის სისხლძარღვოვან დარღვევებთან);

თუ პაციენტს აქვს დახურულკუთხოვანი გლაუცომა (თვალის დაავადება, რომელიც იწვევს მხედველობის უეცარ დაბინდვას, ტკივილს და სიწითლეს);

თუ ზოგადი ანესთეზიის დროს გამოყენებულ იქნა ციკლოპროპანი ან ჰალოგენირებული ჰიდროკარბონისგან წარმოებული საშუალებები;

თუ პაციენტი ჰიპერმგრძნობიარეა ადრენალინის მიმართ.

ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებებთან შერევისას, პრეპარატი არ გამოიყენება თითების, ცხვირის, ყურების და სასქესო ორგანოების მიდამოებში.

შემდეგ შემთხვევებში, ადრენალინი გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთხილით:

აციდოზი (სისხლში მჟავიანობის მომატებული მაჩვენებელი);

ჰიპოქსია (მდგომარეობა, როდესაც კლებულობს ქსოვილების ჟანგბადით მომარაგება);

ქრონიკული (ხანგრძლივი) ასთმა და ემფიზემა (დაავადება, როდესაც ფილტვებში არსებული ალვეოლარული ტომარები იჭიმება და ფართოვდება, რასაც თან ახლავს სუნთქვის უკმარისობა);

გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები;

ქირურგიული ოპერაცია, რომელიც ტარდება ზოგადი ანესთეზიის ქვეშ.

პრეპარატის ასევე სიფრთხილით გამოიყენება ხანდაზმული ასაკის და ფსიქონევროზული აშლილობის მქონე პაციენტებში, ასევე ცერებელარული არტერიოსკლეროზის (თავის ტვინის არტერიების გაუხეშება) არსებობის შემთხვევაში.

ნატრიუმის მეტაბისულფიტის (კონსერვანტი) შემცველობის გამო, პრეპარატმა შესაძლოა განაპირობოს ალერგიული რეაქცია სულფიტის მიმართ.

პრეპარატი არ გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც დადგენილი აქვთ თანდაყოლილი გახანგრძლივებული QT სინდრომი ან Torsades de Pointes ან არსებობს ეჭვი მათზე.

პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს თუ ზემოთ მოცემულიდან რომელიმე ეხება მას ან ეხებოდა წარსულში.

ურთიერთქმედება საკვებთან და საჭმელთან

ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელთან არ ვითარდება, ვინაიდან პრეპარატი შეიყვანება პარენტერალური გზით.

ორსულობა

პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია. ორსულობის დროს ადრენალინის გამოყენების შესახებ სათანადო ცნობები არ მოიპოვება. ექიმის მიერ დადგენილი განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, ადრენალინი არ გამოიყენება ორსულობის დროს.

ადრენალინი გადაკვეთს პლაცენტარულ ბარიერს. არსებობს ცნობები თანდაყოლილი დარღვევების სიხშირის მცირედი ზრდის შესახებ. ადრენალინი არ გამოიყენება მშობიარობის დროს, რადგან პრეპარატმა შესაძლოა განაპირობოს მშობიარობის მეორე პერიოდის გახანგრძლივება.

პაციენტმა კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს თუ მკურნალობის პერიოდში შეიტყობს, რომ არის ორსულად.

ძუძუთი კვება

ძუძუთი კვების დროს ადრენალინის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ კვლევები არ ჩატარებულა. ძუძუთი კვების დროს ადრენალინის გამოყენებისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე.

პრეპარატის გამოყენებამდე პაციენტმა კონსულტაცია უნდა გაიაროს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა

მუდმივი ეფექტი მიიღწევა პრეპარატის უწყვეტი შეყვანისას. დაუშვებელია ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა პაციენტის ორგანოთა ფუნქციური მაჩვენებლების ნორმალიზებამდე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ადრენალინის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

ადრენალინის თითოეული ამპულა შეიცავს < 1 მმოლ (23 მგ) ნატრიუმს, რაც უმნიშვნელო რაოდენობაა.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან

ტრიციკლურმა ანტიდეპრესანტებმა, მაპროტილინმა, ლევადოპამ, მეთილდოპამ, მაო-ინჰიბიტორებმა, ბრეტილიუმმა, ქლონიდინმა, დოპექსამინმა, ენტაკაპონმა, დოქსაპრამმა, ოქსიტოცინმა, ნატრიუმის ლევოთიროქსინმა, ქლორფენირამინმა და დიფენჰიდრამინმა შესაძლოა გააძლიერონ ადრენალინის მოქმედება და განაპირობონ არითმიების და ძლიერი ჰიპერტენზიის განვითარება.

დიგიტალისის გლიკოზიდებმა და ვერცხლისწყლის შარდმდენებმა შესაძლოა გააძლიერონ ადრენალინის არითმოგენური მოქმედება.

ჭვავის რქის ალკალოდებმა ან ოქსიტოცინმა შესაძლოა გააძლიერონ ადრენალინის ვაზოკონსტიქტორული მოქმედება.

მშობიარობის დროს ადრენალინის ან ადრენალინის შემცველი ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების გამოყენების შემთხვევაში, საშვილოსნოს შეკუმშვის მასტიმულირებელმა საშუალებებმა (მაგ. ვაზოპრესინი, ერგონოვინი, მეთილერგონოვინი), პოსტნატალურ პერიოდში შესაძლოა გამოიწვიონ ძლიერი ჰიპერტენზიული კრიზი ან ცერებრალური ჰემორაგია.

ბეტა-ბლოკატორებს (მაგ. პროპრანოლოლი) ახასიათებთ ადრენალინის ბრონქოდილატაციური ეფექტის ანტაგონისტური მოქმედება.

ალფა-ბლოკატორებმა, პრაზოსინმა, ტერაზოსინმა, ჰალოპერიდოლმა, ლოქსაპინმა, ფენოთიაზინმა და თიოქსანტინებმა შესაძლოა იმოქმედონ ადრენალინის ვაზოკონსტრიქტორული ეფექტის საპირისპიროდ.

ზოგადმა საანესთეზიო საშუალებებმა და ციკლოპროპანის ჰალოგენირებული ჰიდროკარბონის კომპონენტმა შესაძლოა განაპირობონ მიოკარდიუმის სენსიტიზაცია და გააძლიერონ ადრენალინის არითმოგენური მოქმედება.

სიმპატომიმეტური პრეპარატები და ფოსფოდიესტერაზას ინჰიბიტორები აძლიერებენ ადრენალინის არითმოგენურ მოქმედებას.

ბეტა-ადრენერგული რეცეპტორების ანტაგონისტები აქვეითებენ ადრენალინის ინოტროპულ ეფექტს.

ადრენალინი ინაქტივირდება ტუტე ხსნარებში (ნატრიუმის ბიკარბონატი, ფუროსემიდე). პრეპარატი არ გამოიყენება დროპერიდოლით განპრობებული არტერიული ჰიპოტენზის სამკურნალოდ, რათა არ მოხდეს არტერიული წნევის მეტად ვარდნა.

ეფედრას ან კოფეინის შემცველმა პრეპარატებმა შესაძლოა გააძლიერონ ადრენალინის მოქმედება.

ადრენალინი ამცირებს შრატში C ვიტამინის რაოდენობას, ასევე, ინტრაუჯრედული კალიუმის და მაგნიუმის კონცენტრაციას.

დიგოქსინთან, ქინიდინთან ან ფლუოროჰიდროკარბონებთან ერთად გამოყენების შემთხვევაში, ადრენალინი ზრიდს არითმიის განვითარების რისკს. ადრენალინმა შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერგლიკემია და ხელი შეუშალოს ჰიპოგლიკემიური საშუალებების მოქმედებას შაქრიანი დიაბეტის დროს. ადრენალინს გააჩნია ადრენერგული ნეირონების ბლოკატორების (მაგ. გუანატიდინი) ანტიჰიპერტენზიული მოქმედების საწინააღმდეგო ეფექტი და ახასიათებს ძლიერი ჰიპერტენზიის განვითარების რისკი.

პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ექიმს ან ფარმაცევტს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს ან იღებდა უახლოეს წარსულში, მათ შორის რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებზე.

  • ადრენალინის გამოყენების წესი

ვინაიდან ადრენალინი შეიყვანება ექიმის ან შესაბამისი სამედიცინო პერსონალის მიერ, შემდგომი პუნქტი განკუთვნილია ექიმებისთვის ან ჯანდაცვის პროფესიონალთათვის.

სწორი გამოყენების ინსტრუქციები და დოზირება/მიღების სიხშირე:

დოზირება ბრონქოსპაზმისა და ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების დროს:

სტანდარტულ საწყის დოზას მოზრდილთათვის მწვავე ანაფილაქსიის, ძლიერი ასთმის შეტევის და ალერგიული რეაქციების დროს შეადგენს 0.1-0.5 მგ (0.1 – 0.5 მლ) ადრენალინი, რაც შეიყვანება კანქვეშ ან კუნთში. თუ ალერგიის მიზეზს წარმოადგენს კანქვეშ ან კუნთში შეყვანილი კონკრეტული წამალი, მისი შეწოვის შესამცირებლად ადრენალინი შეიყვანება იმავე მიდამოში. ადრენალინის გამოყენება უნდა დაიწყოს მცირე დოზით და საჭიროების შემთხვევაში გაიზარდოს თანდათან. ერთჯერადად შეყვანილი დოზა არ უნდა აჭარბებდეს 1 მგ-ს.

ანაფილაქსიური შოკის დროს, ადრენალინის კანქვეშ შეყვანილი დოზების გამეორება შესაძლებელია 10-15 წუთიანი ინტერვალებით. ასთმის მძიმე შეტევის დროს, ადრენალინის კანქვეშ შეყვანილი დოზების გამეორება შესაძლებელია 20 წუთიდან 4 საათამდე ინტერვალებით, რაც დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად კარგად ემორჩილება მდგომარეობა საწყის დოზებს.

ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების დროს, 0.3 მგ(0.3 მლ) ადრენალინი შეიყვანება 3-ჯერ, 20 წუთიანი ინტერვალებით. აღნიშნული სქემის გამეორება შესაძლებელია ყოველ 2 საათში.

ძლიერი ანაფილაქსიური შოკის დროს, პრეპარატის შეყვანა უნდა მოხდეს ინტრავენურად, რათა პრეპარატი მოხვდეს ცირკულაციაში. აღნიშნულ შემთხვევაში, 0.1-0.2 მგ (0.1-0.2 მლ) ადრენალინი უნდა გაზავდეს საინექციო წყლის 8-10 პორციაში და შეყვანილ იქნეს ნელი ინტრავენური ინექციის გზით. საჭიროების შემთხვევაში, დოზა შესაძლოა გამეორდეს 5-15 წუთში.

დოზირება გულის გაჩერების დროს:

მოზრდილებში გულის რეანიმაციის დროს, 0.5-1 მგ (0.5-1 მლ) ადრენალინი განზავების შემდეგ შეიყვანება ვენაში ან გულის კუნთში. პრეპარატის შეყვანა უმჯობესია ინტრავენურად, რათა არ შეწყდეს გულის მასაჟი. პირველი ინტრავენური ინექციის შემდეგ, 1-2 მგ (1-2 მლ) ადრენალინი ზავდება 10 მლ საინექციო წყალში და ენდოტრაქეალური მილით შეიყვანება ტრაქეაში ან 0.3 მგ (0.3 მლ) ადრენალინი შეიყვანება კანქვეშ. პრეპარატის შეყვანა ასევე შესაძლებელია ინტრავენური ინფუზიის სახით, 1-4 მკგ/წთ სიჩქარით.

შეყვანის სხვა გზები და დოზები:

როგორც ადგილობრივი მოქმედების ჰემოსტაზური საშუალება, ადრენალინის ხსნარი 1:50,000 (0.002%) – 1:1,000 (0.1%) კონცენტრაციით დაიტანება კანზე, ლორწოვან გარსებზე და ქსოვილის ზედაპირებზე სველი საფენების ან სპრეის სახით. ადრენალინის დამატება შესაძლებელია ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებებისთვის, შემდეგი თანაფარდობით – 1:500,000-დან 1:50,000-მდე. ყველაზე ხშირად გამოიყენება 1:200,000 კონცენტრაცია.

გამოყენების გზა და მეთოდი:

ადრენალინი უპირატესად შეიყვანება კანქვეშ. კუნთში შეყვანის შემთხვევაში არ უნდა შეირჩეს დუნდულა კუნთები (აღნიშნული მიდამოს კანზე შესაძლოა არსებობდეს ანაერობული მიკროორგანიზმების კოლონიები. ადრენალინის ვაზოკონსტრიქტორულმა მოქმედებამ შესაძლოა განაპირობოს ჰიპოქსია და ხელი შეუწყოს Clostridium welchii-ით დაინფიცირებას). გადაუდებელი მდგომარეობებისას, განზავებული ადრენალინის ხსნარის შეყვანა შესაძლებელია ნელი ინტრავენური ინფუზიის სახით. გულის გაჩერების დროს, განზავებული ადრენალინის ხსნარის შეყვანა შესაძლებელია გულის კუნთში ან ენდოტრაქეულ მილში. გულის კუნთში შეყვანისას ასევე უნდა წარმოებდეს გულ-ფილტვის რეანიმაცია. ამ გზით, ხდება პრეპარატის კორონარულ ცირკულაციაში მოხვედრის უზრუნველყოფა. ადრენალინის გამოყენება შესაძლებელია აეროზოლის, ორთქლის ინჰალაციის ან პერორალური ინჰალაციის სახით IPPB ხელოვნური სუნთქვის აპარატის გამოყენებით. აღნიშნული მეთოდებით გამოსაყენებლად განკუთვნილი ადრენალინის ხსნარი შედარებით მეტად კონცენტრირებულია და მისი შეყვანა სისტემურ ცირკულაციაში არ უნდა მოხდეს. ადრენალინი შესაძლოა გაზავდეს და გამოყენებულ იქნეს ადგილობრივად, კანზე, ლორწოვან გარსებზე და ქსოვილოვან ზედაპირებზე. აღნიშნულ შემთხვევაში, გამოიყენება სველი საფენები ან სასხურებელი. ადრენალინის დოზა წარმოდგენილია ადრენალინის მარილებში ადრენალინის რაოდენობით.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებში:

დოზირება ბრონქოსპაზმის და ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების დროს: ასთმის ან ანაფილაქსიის მძიმე შემთხვევების დროს, ბავშვებში გამოიყენება 0.01 მგ/კგ (0.01 მლ/კგ) ან 0.3 მგ/მ2 (0.3 მლ/მ2) ადრენალინი, კანქვეშა ინექციის გზით. ბავშვებში, მაქსიმალური ერთჯერადი დოზა არ უნდა აჭარბებდეს 0.5 მგ-ს (0.5 მლ). პაციენტის მდგომარეობიდან და თერაპიული ეფექტიდან გამომდინარე, დოზა შესაძლოა გამეორდეს 20 წუთიდან 4 საათიანი ინტერვალებით.

დოზირება გულის გაჩერების დროს:

  • 005 – 0.01 მგ/კგ ადრენალინი შეიყვანება გულის კუნთში ან 0.01 მგ/კგ ადრენალინი შეიყვანება ინტრავენურად. აღნიშნული ჩვენებით, გამოიყენება მზა ამპულები 1:10,000 კონცენტრაციით, რათა თავიდან იქნეს აცილებული ცდომილება განზავებისას.

პრეპარატი არ გამოიყენება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში. ადრენალინის გამოყენება არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, გარდა გადაუდებელი მდგომარეობებისა.

გამოყენება ხანდაზმული ასაკის პაციენტებში:

გამოიყენება მოზრდილთათვის განკუთვნილი ზომები, განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვით.

გამოყენება განსაკუთრებული მდგომარეობების დროს:

თირკმელების უკმარისობა:

მონაცემები არ მოიპოვება.

ღვიძლის უკმარისობა:

მონაცემები არ მოიპოვება.

პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ფიქრობს, რომ ადრენალინის მოქმედება არასათანადოდ სუსტი ან ზედმეტად ძლიერია.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში

ვინაიდან პრეპარატი შეიყვანება სამედიცინო პერსონალის მიერ, დოზის გადაჭარბება მოსალოდნელი არ არის. თუმცა, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს შესაბამის პერსონალს თუ ფიქრობს, რომ მიიღო ზედმეტი დოზა. დოზის გადაჭარბებისას შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სიმპტომები: არითმია, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს პარკუჭოვანი ფიბრილაცია და სიკვდილი; ძლიერი არტერიული ჰიპერტენზია, რასაც თან ახლავს ფილტვების შეშუპება და სისჩაქცევა თავის ტვინში.

ადრენალინის ეფექტის საწინააღმდეგოდ შესაძლებელია კომბინირებული ალფა და ბეტა ბლოკატორის, მაგ. ლაბეტალოლის გამოყენება; ბეტა-ბლოკატორების გამოყენება ასევე შესაძლებელია სუპრავენტრიკულური არითმიის სამკურნალოდ; ალფა-ადრენერგული ეფექტის კონტროლის მიზნით შესაძლებელია ფენტოლამინის გამოყენება. ასევე გამოიყენება სწრაფად მოქმედი ნიტრატები და ვაზოდილატატორები, როგორიცაა ნატრიუმის ნიტროპრუსიდი.

საჭიროა გადაუდებელი რეანიმაციული მკურნალობა.

ჭარბი რაოდენობით ადრენალინის გამოყენების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზის გამოტოვების შემთხვევაში

დოზის გამოტოვება მოსალოდნელი არ არის, ვინაიდან პრეპარატი შეიყვანება სამედიცინო პერსონალის მიერ. თუმცა, პაციენტმა უნდა მიმართოს შესაბამის სამედიცინო პერსონალს თუ ფიქრობს, მოხდა მისთვის განკუთვნილი დოზის გამოტოვება.

გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის გამოყენება დაუშვებელია.

მკურნალობის შეწყვეტასთან ასოცირებული შესაძლო გვერდითი მოვლენები:

ადრენალინით მკურნალობის შეწყვეტასთან გვერდითი მოვლენები ასოცირებული არ არის.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ:

ნევროტულობა, შფოთვა, მოუსვენრობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულის წასვლის შეგრძნება, უძილობა.

დარღვევები თვალის მხრივ:

დახურულკუთხოვანი გლაუკომას განვითარება ან არსებული გლაუკომას გაუარესება, ჩხვლეტის ან წვის გარდამავალი შეგრძნება თვალებში, თვალების ტკივილი, ალერგიული რეაქცია ქუთუთოებზე, თვალების გაღიზიანება.

დარღვევები გულის მხრივ:

პალპიტაციები, გაძლიერებული გულისცემა, ალები, სახის სიფერმკრთალე, ტკივილი გულმკერდის არეში, ჟანგბადის მომატებული მოხმარება მიოკარდიუმის (გულის კუნთი) მიერ, არითმიები (არარეგულარული გულისცემა), უეცარი სიკვდილი, სტენოკარდია (რაც განპირობებულია გულის კუნთის სისხლის მომარაგების დარღვევით და ხასიათდება შებოჭილობის შეგრძნებით გულმკერდის შუა მიდამოში), ვენების შევიწროვება. პარკუჭოვანი ფიბრილაცია (გულის რითმის დარღვევა, რაც იწვევს გულის არათანმიმდევრულ და არარეგულარ კუმშვადობას). ძლიერი არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში, შესაძლოა განვითარდეს სისხლჩაქცევა თავის ტვინში (ცერებრალური სისხლჩაქცევა) და ფილტვების შეშუპება (სითხის დაგროვება ფილტვის ქსოვილში).

დარღვევები სასუნთქი სისტემის და გულმკერდის ღრუს ორგანოების მხრივ:

ვიზინგი, სუნთქვის უკმარისობა (ქოშინი).

დარღვევები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ:

გულისრევა, ღებინება, პირის სიმშრალე, ხახის სიმშრალე.

დარღვევები ჩონჩხკუნთოვანი, შემაერთებელქსოვილოვანი და ძვლოვანი სისტემის მხრივ:

სისუსტე, კანკალი.

დარღვევები თირკმელების და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ:

შარდის მწვავე შეკავება (მოშარდვის შეუძლებლობა ან მოშარდვის შემდეგ შარდის ბუშტში დიდი რაოდენობით ნარჩენი შარდის არსებობა) პაციენტებში, რომლებსაც აქვთ შარდის ბუშტის გასავლის ობსტრუქცია; სისხლის მიმოქცევის დარღვევა თირკმელებში; სისხლის მიმოქცევის დარღვევა შინაგან ორგანოებში.

სხვა

ჭარბი ოფლიანობა, კანკალი ზედა და ქვედა კიდურებში, ადგილობრივი იშემიური ნეკროზი (ქსოვილის კვდომა სისხლის მიმოქცევის დარღვევის გამო), ინსულინის სეკრეციის დარღვევა, რაც შესაძლოა განვითარდეს პრეპარატის დაბალი დოზების გამოყენების შემთხვევაშიც, შაქრის რაოდენობის მომატება სისხლში, გლუკონეოგენეზი, გლიკოლიზი, ლიპოლიზი (ცხიმების დაშლა), კეტოგენეზი (ცხიმოვანი მჟავების დაშლა), კეტონის სხეულების გამოთავისუფლება სისხლში.

ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შესახებ, პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია თურქეთის ფარმაკოუსაფრთხოების ცენტრის (TÜFAM) მეშვეობით, ვებ-გვერდზე - www.titck.gov.tr არსებულ “Reporting Drug Side Effects” გრაფაზე მიყოლით ან სატელეფონო ზარით ნომერზე - 0 800 314 00 08.

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თითოეულ პაციენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ცნობების შეგროვებაში.

  • ადრენალინის შენახვის წესი

ინახება თავისივე კოლოფში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ინახება ოთახის ტემპერატურაზე (15-25C), სინათლისგან დაცულ ადგილას.

არ ინახება მაცივარში.

დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა მითითებულია კოლოფზე. იგულისხმება მითითებული თვის ბოლო დღე.

დაუშვებელია გამოუყენებელი ან ვადაგასული პრეპარატის გადაგდება! ნარჩენები უნდა ჩაბარდეს გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ გამოყოფილ სპეციალურ პუნქტში.

ლიცენზიის მფლობელი:

OSEL İlaç San. ve Tic. A.Ş.

Akbaba Mah. Maraş Cad. No:52

Beykoz/İSTANBUL

ოსელ ილაკ სან. ვე ტიკ. ა.ს.

აკბაბა მაჰ. მარას კად. #52

ბეიკოზი/სტამბული

ინსტრუქციის დამტკიცების თარიღი: 13/01/2015

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა