Le Parisien: პსჟ-მ გადაწყვიტა “ოქროს ბურთზე” თავისი გუნდის ორ კანდიდატს დაუჭიროს მხარი

„პარიზიენის“ ცნობით, “ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის, ყველა დიდი კლუბი თავის კანდიდატს ლობირებს და კამპანიაში პსჟ ჩაერთო.
კანდიდატთა 30-კაციან სიაში პსჟ-ს 10 ფეხბურთელია დასახელებული: აშრაფ ჰაკიმი, ნუნო მენდეში, ვიტინია, მარკინიოსი, ჟოაო ნევეში, ვილიან პაჩო, ფერან ტორესი, ფაბიან რუისი, ხვიჩა კვარაცხელია და უსმან დემბელე. ფავორიტთა შორის ბოლო სამი მათგანი მოიაზრება.
გამოცემის მტკიცებით, „პარი სენ ჟერმენმა“ გადაწყვიტა აქცენტი დემბელესა და კვარაცხელიაზე გააკეთოს. რაც შეეხება ფაბიან რუისს, კლუბის აზრით, მას ფართო აღიარება აკლია და უსმანისა და ხვიჩასგან განსხვავებით, შთამბეჭდავი სტატისტიკით არ გამოირჩევა.
არაა გამორიცხული, პსჟ-მ კონცენტრაცია ერთ კონკრეტულ მოთამაშეზე გააკეთოს და საბოლოო გადაწყვეტილება კვირას „მარსელთან“ მატჩის შედეგად მიიღოს.
პსჟ-ს კლუბის წევრმა, ლეგენდარულმა ფრანგმა ძიუდოისტმა ტედი რინერმა განაცხადა, რომ ჯილდო კვარაცხელიამ ან დემბელემ უნდა მოიგონ.
ამ სიტუაციაში ცოტა არ იყოს უცნაურად იქცევა პარიზული გუნდის მწვრთნელი ლუის ენრიკე, რომელიც „კვარას“ თავის წარმოჩენაში ხელს არ უწყობს. უწყობს კი არა, შეიძლება ითქვას, ხელს უშლის, რაც სავარაუდოდ, მასთან კონტრაქტის გაგრძელების საკითხთანაა დაკავშირებული.