„პარიზიენის“ მთავარმა სპორტულმა მიმომხილველმა დომინიკ სევერაკმა განაცხადა, რომ „ოქროს ბურთი“ პსჟ-ს გარემარბს ხვიჩა კვარაცხელიას უნდა გადაეცეს:
„ხვიჩა კვარაცხელია ჯილდოს მოსაგებად, ყველა კრიტერიუმის მიხედვით ნამდვილად უნდა გახდეს გამარჯვებული: ინდივიდუალური შედეგები, გუნდური თამაში, კლასი და fair-play.
კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო ინდივიდუალურ შედეგებს მიაღწია, ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს და მსოფლიოს საუკეთესო გუნდის წევრია. გამარჯვებული მხოლოდ „კვარა“ უნდა იყოს. ესპანელთა რიგებში საუკეთესო როდრი გახლდათ. ამიტომ, რა უნარებიც ქართველს გააჩნია და რაც სხვებს არ აქვთ, „ოქროს ბურთი“ მხოლოდ მას ეკუთვნის, თუ ხვიჩა არა – მაშინ შეიძლება მხოლოდ უსმან დემბელე.
სხვა პრეტენდენტები? კილიან მბაპე „რეალთან“ და საფრანგეთის ნაკრებთან ერთად არ იყო საუკეთესო გუნდში, არც ჰარი კეინი „ბაიერნსა“ და ინგლისის ნაკრებში, არც ლამინ იამალი „ბარსელონასა“ და ესპანეთის ეროვნულ გუნდში”.