ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Le Parisien: "ნაპოლი" ტრანსფერს აჭიანურებს - პსჟ-ს კვარაცხელიას დოკუმენტაცია ჯერ არ გაუგზავნეს

Le Parisien: "ნაპოლი" ტრანსფერს აჭიანურებს - პსჟ-ს კვარაცხელიას დოკუმენტაცია ჯერ არ გაუგზავნეს

"პარიზიენის" ცნობით, ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ში სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ კონტრაქტის გაფორმების მოლოდინშია.
გამოცემა იტყობინება, რომ ფედერაციებს შორის დოკუმენტაციის ერთმანეთისთვის გადაგზავნას ყოველთვის ცოტა დრო სჭირდება, განსაკუთრებით პარასკევს, იტალიური მხარისგან საბუთები ჯერ არ მიუღიათ, თუ ეს დღეს ვერ მოხერხდა, ღონისძიება ხვალისთვის გადაიდება და როდესაც საქმე ტრანსფერებს ეხება, მოთმინება საუკეთესო გამოსავალია.
ხვიჩა ნეაპოლიდან პარიზში ღამით მეუღლესთან ერთად ჩავიდა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება არ აქვს და თუ გუნდი შემდეგ ეტაპზე გავიდა, განაცხადში შეიყვანენ. ქართველის დებიუტი "პარი სენ ჟერმენთან" 25 იანვარს, ლიგა 1-ის
მეცხრამეტე ტურში "რეიმსთან" საშინაო მატჩში უნდა შედგეს.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.