ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ცნობილი გახდა, რა პირობებს სთავაზობდა "ნაპოლი" კვარაცხელიას გუნდში დასატოვებლად

ცნობილი გახდა, რა პირობებს სთავაზობდა "ნაპოლი" კვარაცხელიას გუნდში დასატოვებლად

ჟურნალისტი არმანდო არენიელო იმ პირობებზე წერს, რასაც "ნაპოლი" ხვიჩა კვარაცხელიას გუნდში დარჩენის სანაცვლოდ სთავაზობდა.
მისი ცნობით, "პარტენოპეი" მზად იყო ქართველის ხელფასი 4 მილიონ ევრომდე გაეზარდა და ბონუსებით ეს თანხა 6 მილიონ ევროზე ავივოდა.
ამავე თემაზე წერს Corriere dello Sport და აღნიშნავს, რომ "ნაპოლი" ჩვენებურს 5-წლიან კონტრაქტსა და ყოველწლიურად მზარდ ხელფასს სთავაზობდა, რაც საბოლოოდ 6 მილიონზე მაღალ მაჩვენებელს დააფიქსირებდა. გარდა ამისა, კლუბი მზად იყო გამოსყიდვის პუნქტი 120-დან 75 მილიონ ევრომდე შეემცირებინა.
შეხსენებისთვის, L`Equipe-მა დაწერა, რომ კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერზე დღეს გადამწყვეტი მოლაპარაკება
უნდა შედგეს და შესაძლოა, უკვე ხუთშაბათს პარიზელებმა ქართველი წარადგინონ.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.