არქივი21 იანვარი, 2025, 02:23
გადაწყდა - "ნაპოლი" კვარაცხელიას შემცვლელს 60 მილიონად შეიძენს

„კორიერე დელო სპორტის“ მტკიცებით, „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელს, 20 წლის ალეხანდრო გარნაჩოს „მანჩესტერისგან“ მალე შეიძენს.
„ნაპოლის“ მწვრთნელი ანტონიო კონტე ტელეფონით პირადად ესაუბრა გარნაჩოს, კლუბის სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა კი „მანჩესტერის“ წარმომადგენლებს შეხვდება და ტრანსფერში 60 მილიონ ევროს შესთავაზებს.
გარნაჩომ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 32 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო Transfermarkt-ის მიხედვით მისი ფასი 50 მილიონია. „ნაპოლი“ მზადაა არგენტინელს 4+1 სისტემის ხელშეკრულება გაუფორმოს.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.