სააღსრულებო წარმოებათა შესახებ
თავი I ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. კანონის გამოყენების სფერო
ეს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს.
ცვლილებები ამ მუხლში (8)
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2002 წლის 25 ივნისის კანონი №1596 – სსმ I, 13.07.2002 წ., №22, მუხ.103
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2988 – სსმ I, 05.09.2003 წ., №26, მუხ.194
საქართველოს 2004 წლის 25 ივნისის კანონი №248 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.66
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4285 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.444
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3167 - სსმ I, №34, 09.07.2010წ., მუხ.203
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438
მუხლი 2. აღსრულების ქვემდებარე აქტები
ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება:
ა) სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისა;
ბ) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი სასამართლო განაჩენი ფიზიკური პირისათვის ან/და იურიდიული პირისათვის სასჯელის სახით ჯარიმის დაკისრების ან/და ქონების ჩამორთმევის შესახებ;
ბ¹) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი შესაბამისი პირისთვის დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულების დაკისრების შესახებ;
გ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს მიერ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილება;
დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო დადგენილება ქონებრივი გადახდევინებისა და ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების ნაწილში;
ე) სასამართლოს ბრძანება ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ;
ვ) სასამართლოს გადაწყვეტილება მოვალის (გადასახადის გადამხდელის) საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული, ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ;
ზ) საქართველოს საერთო სასამართლოს თავმჯდომარის ან სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულება სასამართლოში წესრიგის დამრღვევი პირის დაჯარიმების ან დაპატიმრების შესახებ;
თ) „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის მიმართვა ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით განსაზღვრული პირის ქონებაზე ყადაღის დადების, ყადაღის მოხსნის ან ამ პირის პირადი მონაცემების ცვლილების თაობაზე;
ი) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის თანახმად, საქართველოსთვის სავალდებულოა;
კ) უცხო ქვეყნის სასამართლოს, აგრეთვე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის აღსრულებაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით;
ლ) არბიტრაჟის გადაწყვეტილება;
მ) უცხო ქვეყნის არბიტრაჟის ან საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება, რომლის აღსრულებაც გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით;
მ¹) „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენციის ფარგლებში უცხო ქვეყნის სასამართლოს ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, აგრეთვე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაფორმებული ან/და დამოწმებული რჩენის ვალდებულების თაობაზე შეთანხმება, რომელზედაც უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილია გადაწყვეტილება ცნობისა და აღსრულების შესახებ;
ნ) სანოტარო აქტი;
ო) გირავნობის მოწმობა;
პ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
პ¹) „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37¹¹ და 37¹² მუხლებისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 44², 44³, 44⁵ და 44⁷−44¹¹მუხლების შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ორგანოების/სამსახურების მიერ სამართალდამრღვევებისთვის ადმინისტრაციული სახდელების დადების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები/ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები სანქციის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ;
პ²) ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (კონტროლისა და რევიზიის აქტი) სანქციის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ;
ჟ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ეროვნული ბანკის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები სანქციის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები სანქციის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ, განუხორციელებელი/გადაუხდელი საპენსიო შენატანის განხორციელების/გადახდის შესახებ და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დარიცხული მიუღებელი სარგებლის გადახდის შესახებ;
ჟ¹) საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის გადაწყვეტილებები ფულადი თანხის გადახდევინებასთან ან/და საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის ქმედების განხორციელების დავალდებულებასთან დაკავშირებით, აგრეთვე ამ კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები სანქციის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ;
ჟ²) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება მაუწყებლის მიერ მიღებული, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის 3¹ პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვის თაობაზე;
რ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად სახელმწიფო ქონებისათვის ან/და მუნიციპალიტეტის ქონებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ;
ს) რესტიტუცი ისა და კომპენსაციის კომისიის და მისი კომიტეტის გადაწყვეტილებები;
ტ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
უ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ (შემდგომ − დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება) და აღსრულების შესახებ ბრძანება;
ფ) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII¹³ თავით გათვალისწინებული პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ მოსამართლის ბრძანება;
ქ) ლიზინგის მოწმობა;
ღ) უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება პროდუქტის სავაჭრო ქსელიდან (ბაზრიდან) ამოღების შესახებ;
ყ) სამედიაციო მორიგება, რომლის აღსასრულებლადაც გამოტანილია სასამართლოს განჩინება და გაცემულია სააღსრულებო ფურცელი.
ყ¹) საერთაშორისო სამედიაციო მორიგება, რომლის აღსასრულებლადაც გამოტანილია სასამართლოს განჩინება და გაცემულია სააღსრულებო ფურცელი;
შ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წყალსარგებლობის საფასურის გადახდევინების შესახებ;
ჩ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის (შემდგომ − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“) უფლებამოსილი თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისა და დგომის საფასურის გადახდევინების შესახებ;
ც) „მეზღვაურთა შრომის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილება სანქციის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ;
ძ) გენერალური აუდიტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების ნაწილში;
წ) დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული, თავდაცვის კოდექსის 35-ე მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ჯარიმის დაკისრების შესახებ;
ჭ) დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული სასამართლოს ბრძანება საქართველოს საჰაერო კოდექსის პირველი მუხლის „ჰ³²“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ, გარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 309³⁵ მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებების გამოყენების შესახებ ბრძანებებისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 309³⁵ მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ღონისძიების გამოყენების შესახებ სასამართლოს ბრძანების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღსრულებას უზრუნველყოფენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სამოქალაქო ავიაციის სააგენტო და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური.
ცვლილებები ამ მუხლში (54)
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2002 წლის 7 მაისის კანონი №1397 – სსმ I, 28.05.2002 წ., №13, მუხ.54
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2988 – სსმ I, 05.09.2003 წ., №26, მუხ.194
საქართველოს 2004 წლის 25 ივნისის კანონი №248 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.66
საქართველოს 2004 წლის 23 დეკემბრის კანონი №784 - სსმ I, №5, 18.01.2005 წ., მუხ.23
საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1828 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.285
საქართველოს 2005 წლის 22 დეკემბრის კანონი №2407 - სსმ I, №1, 04.01.2006წ., მუხ.6
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3384 - სსმ I, №24, 29.06.2006წ., მუხ.192
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3534 - სსმ I, №37,27.08. 2006წ., მუხ.275
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4210 - სსმ I, 12.01.2007წ., №4, მუხ.52
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4285 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.444
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300
საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1282 - სსმ I, №13, 02.07.2009წ., მუხ.65
საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1542 - სსმ I, №21, 03.08.2009წ., მუხ.125
საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1687 - სსმ I, №29, 12.10.2009წ., მუხ.170
საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2183 - სსმ I, №38, 01.12.2009წ., მუხ.283
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4073- სსმ I, №76, 29.12.2010 წ., მუხ.503
საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №5355 - ვებგვერდი, 08.12.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5665 - ვებგვერდი, 11.01.2012წ.
საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5641- ვებგვერდი, 12.01.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6433 – ვებგვერდი, 25.06.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №466 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1467 - ვებგვერდი, 16.10.2013წ.
საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №1589 - ვებგვერდი, 03.12.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 5 მარტის კანონი №2049 – ვებგვერდი, 17.03.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 19 თებერვლის კანონი №3095 – ვებგვერდი, 27.02.2015წ.
საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4632 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.
საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4628 - ვებგვერდი, 29.12.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1198 - ვებგვერდი, 14.07.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 29 ივნისის კანონი №2758 – ვებგვერდი, 19.07.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის კანონი №4962 – ვებგვერდი, 27.09.2019წ.
საქართველოს 2019 წლის 19 დეკემბრის კანონი №5610 – ვებგვერდი, 26.12.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6981 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2021 წლის 30 მარტის კანონი №427 – ვებგვერდი, 13.04.2021წ.
საქართველოს 2021 წლის 9 ივნისის კანონი №616 – ვებგვერდი,14.06.2021წ.
საქართველოს 2021 წლის 22 ივნისის კანონი №670 – ვებგვერდი, 24.06.2021წ.
საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1804 – ვებგვერდი, 23.09.2022წ.
საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის კანონი №2276 – ვებგვერდი, 13.12.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3045 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 14 ივნისის კანონი №3149 – ვებგვერდი, 03.07.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3459 – ვებგვერდი, 25.07.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3514 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3603 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3948 – ვებგვერდი, 25.12.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3953 – ვებგვერდი, 28.12.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4318 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.
საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №955 – ვებგვერდი, 05.09.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1313 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.
საქართველოს 2026 წლის 23 ივნისის კანონი №1745 – ვებგვერდი, 26.06.2026წ.
საქართველოს 2026 წლის 24 ივნისის კანონი №1762 – ვებგვერდი, 03.07.2026წ.
საქართველოს 2026 წლის 16 სექტემბრის კანონი №1861/4 – ვებგვერდი, 17.09.2026წ.
მუხლი 2¹. იძულებითი აღსრულების ღონისძიებების განხორციელების შეზღუდვა
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ქონება არ ექვემდებარება იძულებით აღსრულებას, იძულებით აუქციონს, ყადაღის დადებას და სეკვესტრს.
2. ამ კანონით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებები არ ვრცელდება „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ფინანსურ გირავნობაზე (ფინანსური გირავნობის საგანზე).
3. ამ კანონით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებები, გარდა საინკასო დავალებისა, არ ვრცელდება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისტემის მონაწილის ანგარიშსწორების ანგარიშზე.
3¹. ამ კანონით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებების გამოყენებისას დაუშვებელია მათი მიმართვა „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში შემავალ აქტივებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იძულებითი აღსრულების ღონისძიებათა მიზანია იმავე კანონით გათვალისწინებული პროგრამის კრედიტორის მოთხოვნის აღსრულება. აღმასრულებლის მოთხოვნისთანავე (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში) ემიტენტი/რეფინანსირების ბანკის მოვალე ვალდებულია მიაწოდოს აღმასრულებელს ინფორმაცია უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში შემავალი აქტივების შესახებ, აგრეთვე, თუ ემიტენტისთვის/ რეფინანსირების ბანკის მოვალისთვის ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია, − შესაბამისი პროგრამის კრედიტორების თაობაზე.
4. საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ლიცენზირებული ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლის, კომერციული ბანკის ან მიკრობანკის, როგორც ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლის, საბროკერო კომპანიის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის, აქტივების მმართველი კომპანიის, უცხო ქვეყნის კანონმდებლობის საფუძველზე ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების ბაზარზე საშუამავლო საქმიანობის განხორციელების ფარგლებში უცხო ქვეყნის კანონმდებლობის საფუძველზე ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტის, ნოტარიუსის ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, როგორც გადამხდელის, მიმართ იძულებითი აღსრულების ღონისძიებების გამოყენებისას დაუშვებელია ამ ღონისძიებათა მიმართვა იმ აქტივებზე (ფასიან ქაღალდებსა და ფულად სახსრებზე), რომლებსაც იგი ფლობს თავისი კლიენტების (საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის შემთხვევაში − მონაწილეების/პენსიის მიმღებების) სასარგებლოდ ან/და რომლებიც მისი საკუთრება არ არის და მისი კლიენტის აქტივებს მიეკუთვნება. კლიენტის ასეთი აქტივები უნდა ირიცხებოდეს საკუთარი აქტივებისგან განცალკევებულად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
4¹. ამ კანონით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებების გამოყენებისას მათი მიმართვა „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ქოლგისებრი ფონდის ქვეფონდის აქტივებზე დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ღონისძიებათა მიზანია აღნიშნული ქვეფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით წარმოშობილი ვალდებულებების შესრულება. ასეთი აქტივები აღრიცხული უნდა იყოს ქოლგისებრი ფონდის სხვა ქვეფონდისგან (ქვეფონდებისგან) განცალკევებულად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
4². ამ კანონით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებები არ ვრცელდება „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საპენსიო აქტივებზე.
4³. ამ კანონით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებების გამოყენებისას მათი მიმართვა „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის განყოფილების (სეკიურიტიზაციის განყოფილების) აქტივებზე დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ღონისძიებათა მიზანია აღნიშნული სეკიურიტიზაციის განყოფილების საქმიანობასთან დაკავშირებით წარმოშობილი ვალდებულებების შესრულება. ასეთი აქტივები აღრიცხული უნდა იყოს სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის სხვა განყოფილებისგან (განყოფილებებისგან) განცალკევებულად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
4⁴. „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების გამწევი პირის, როგორც გადამხდელის, მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებების გამოყენებისას დაუშვებელია აღნიშნულ ღონისძიებათა მიმართვა იმ ფულად სახსრებზე, რომლებიც სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულისთვის მისაკუთვნებელი ფულადი სახსრებია და რომლებსაც მომსახურების გამწევი პირი იმავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მიჯნავს საკუთარი და სხვა კლიენტების აქტივებისგან.
4⁵. ამ კანონით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებები არ ვრცელდება „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ან მისი განყოფილების აქტივებზე იმავე კანონის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
5. ამ კანონით განსაზღვრული იძულებითი აღსრულების ღონისძიებები არ ვრცელდება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საპენსიო აქტივებზე. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ მართვის საკომისიოსთან დაკავშირებული სააღსრულებო წარმოება (მისი არსებობის შემთხვევაში) განხორციელდება ეტაპობრივად, იმგვარად, რომ არ შეფერხდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის კანონით განსაზღვრული საქმიანობა.
6. ამ კანონით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებები არ ვრცელდება „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 16¹ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სადაზღვევო ბროკერის კუთვნილ მომხმარებლის ანგარიშზე.
7. საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვის საფუძველზე ამ კანონით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებები არ გამოიყენება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვაში განსაზღვრული ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 90 კალენდარულ დღეს.
8. (ამოღებულია - 14.07.2020, №6810).
9. ამ მუხლით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებების განხორციელების შეზღუდვები არ ვრცელდება „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ქონებაზე.
ცვლილებები ამ მუხლში (19)
საქართველოს 2002 წლის 14 თებერვლის კანონი №1284 – სსმ I, 05.03.2002 წ., №4, მუხ.19
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2005 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება №1/14/184,228 – სსმ IV, №19, 29.07.2005 წ., გვ.5
საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1321 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.57
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1945 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.250
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3520 - სსმ I, №48, 09.08.2010წ., მუხ.321
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6310 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3307 – ვებგვერდი, 06.08.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 3 სექტემბრის კანონი №4941 - ვებგვერდი, 09.09.2019წ.
საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5657 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.
საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5678 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6810 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.
საქართველოს 2022 წლის 29 ნოემბრის კანონი №2114 – ვებგვერდი, 16.12.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2614 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3347 – ვებგვერდი, 19.07.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3603 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3721 – ვებგვერდი, 07.12.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3767 – ვებგვერდი, 19.12.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3927 – ვებგვერდი, 27.12.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4318 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.
თავი II აღსრულების ორგანოები
მუხლი 3. სააღსრულებო დაწესებულებები
1. ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომში – აღსრულების ეროვნული ბიურო).
1¹. აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და საგადასახადო ორგანოს შორის ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში ამავე ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით საგადასახადო ორგანოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადების განსახორციელებლად გადასახადის გადამხდელისაგან ქონების ნუსხის გამოთხოვას, პირის ქონების აღწერას, შეფასებას, ქონებაზე ყადაღის დადების აქტის შედგენას, დალუქვას, მარეგისტრირებელ ორგანოში გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის რეგისტრაციის უზრუნველყოფას, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევაში საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენას, საგადასახადო ორგანოს სახელით სასამართლოსადმი მიმართვას აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ პირის ქონებაზე ყადაღის დადების პროცედურების განხორციელების შემთხვევაში ამ ქონების რეალიზაციის ან პირდაპირ სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით და ამ პუნქტით განსაზღვრული მიზნით სხვა აუცილებელ მოქმედებებს ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიურო.
1². აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია, სააღსრულებო წარმოების მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს მოვალის საკუთრებაში არსებული შენობისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის თაობაზე, ხოლო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს − ამ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელების მიზნით.
1³.აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია პირის მიმართვის საფუძველზე განახორციელოს შეფასების მომსახურება. ასეთი მომსახურების საფასური განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
1⁴. აღსრულების ეროვნული ბიურო გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას ახორციელებს სააუქციონო მომსახურებას „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
1⁵. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია დადოს ხელშეკრულებები, ისარგებლოს მესამე პირთა მომსახურებით და განახორციელოს სხვა მოქმედებები, რომლებიც უზრუნველყოფს მისი ფუნქციების შესრულებას.
1⁶. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია განახორციელოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული საქმიანობა, რომელიც პირდაპირ არ არის გათვალისწინებული ამ კანონით.
1⁷. აღსრულების ეროვნული ბიურო „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში უზრუნველყოფს მისთვის დროებით შესანახად გადაცემული ქონების შენახვას.
2. (ამოღებულია).
3. ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულებას ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში აგრეთვე ახორციელებს ამ კანონის III² თავით გათვალისწინებული კერძო აღმასრულებელი.
ცვლილებები ამ მუხლში (18)
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2002 წლის 25 ივნისის კანონი №1596 – სსმ I, 13.07.2002 წ., №22, მუხ.103
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4230 - სსმ I, №50, 30.12.2006წ., მუხ.381
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1914 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.224
საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2183 - სსმ I, №38, 01.12.2009წ., მუხ.283
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371
საქართველოს 2010 წლის 17 სექტემბრის კანონი №3598- სსმ I, №54, 12.10.2010 წ., მუხ.350
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438
საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3970- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.434
საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4207- ვებგვერდი, 10.03.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4827 - ვებგვერდი, 28.06.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5171 - ვებგვერდი, 07.11.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6433 – ვებგვერდი, 25.06.2012წ.
საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3159 – ვებგვერდი, 06.08.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 18 სექტემბრის კანონი №7172 – ვებგვერდი, 25.09.2020წ.
მუხლი 4. აღსრულების ეროვნული ბიურო
1. აღსრულების ეროვნული ბიურო არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
2. აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
3. აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულებას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
4. (ამოღებულია).
5. აღსრულების ეროვნულ ბიუროს ხელმძღვანელობს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე, რომელსაც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
6. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით.
6¹. აღსრულების ეროვნული ბიუროს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელსა და მის მოადგილესთან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს დებს და წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე. აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის უფროსსა და სააღსრულებო ბიუროს უფროსთან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს დებს და წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით.“;
6². იმ აღსრულების პოლიციელს, რომელიც პროფესიული საჯარო მოხელეა, აგრეთვე აღმასრულებელსა და საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ სხვა თანამშრომლებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე. აღსრულების ეროვნული ბიუროს სხვა თანამშრომლებთან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შრომით ხელშეკრულებებს დებს და წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.
7. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია აღსრულების ეროვნულ ბიუროში დასაქმებულ პირზე მოახდინოს თავისი უფლებამოსილების დელეგირება. აღნიშნულ პირს ეკრძალება მისთვის დელეგირებული უფლებამოსილების სხვა პირისათვის გადაცემა, თუ ამის თაობაზე სპეციალურად არ არის აღნიშნული უფლებამოსილების დელეგირების შესახებ გადაწყვეტილებაში.
8. აღსრულების ეროვნული ბიუროს ხარჯთაღრიცხვას, საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს ამტკიცებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით.
9. აღსრულების ეროვნული ბიუროს ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემოსავლებიდან.
10. აღსრულების ეროვნულ ბიუროს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში. ამასთანავე, აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჰქონდეს ანგარიში კომერციულ ბანკშიც.
ცვლილებები ამ მუხლში (11)
საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371
საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3167 - სსმ I, №34, 09.07.2010წ., მუხ.203
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438
საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4827 - ვებგვერდი, 28.06.2011წ.
საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2939 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4367 - ვებგვერდი, 11.11.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №145 - ვებგვერდი, 28.12.2016წ.
საქართველოს 2026 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1879/1 – ვებგვერდი, 16.10.2026წ.
მუხლი 5. სააღსრულებო ბიურო
1. აღსრულების ეროვნული ბიურო აღსრულებას უზრუნველყოფს თავისი სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების – სააღსრულებო ბიუროების მეშვეობით. სააღსრულებო ბიუროების სისტემას განსაზღვრავს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით.
2. ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ აღსასრულებელ გადაწყვეტილებებს აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით უშუალოდ აღასრულებენ სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლები და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე – აგრეთვე აღსრულების ეროვნულ ბიუროში დასაქმებული პირები და აღსრულების ეროვნული ბიუროს სტაჟიორები (შემდგომ – აღმასრულებელი).
3. სააღსრულებო ბიუროს ხელმძღვანელობს ბიუროს უფროსი.
3¹. აღმასრულებლის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესი, აღმასრულებლის საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობისათვის საფასურის ოდენობა, აღსრულების ეროვნულ ბიუროში კონკურსის ჩატარებისა და სტაჟირების გავლის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
4. სააღსრულებო ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ კანონით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით და სააღსრულებო ბიუროს დებულებით.
5. სააღსრულებო ბიუროს დებულებასა და საშტატო ნუსხას ამტკიცებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით.
6. სააღსრულებო ბიუროს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.
7. (ამოღებულია).
ცვლილებები ამ მუხლში (11)
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371
საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3167 - სსმ I, №34, 09.07.2010წ., მუხ.203
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438
საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4827 - ვებგვერდი, 28.06.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5668- ვებგვერდი, 16.01.2012წ.
საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4367 - ვებგვერდი, 11.11. 2015 წ.
საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №145 - ვებგვერდი, 28.12.2016წ.
საქართველოს 2026 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1879/1 – ვებგვერდი, 16.10.2026წ.
თავი III (ამოღებულია)
მუხლი 6. (ამოღებულია)
ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).
ცვლილებები ამ მუხლში (6)
საქართველოს 2001 წლის 19 ივნისის კანონი №941 – სსმ I, 03.07.2001 წ., №20, მუხ.68
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №824 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.302
საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2797 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.84
საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3167 - სსმ I, №34, 09.07.2010წ., მუხ.203
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438
მუხლი 7. (ამოღებულია)
ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).
ცვლილებები ამ მუხლში (4)
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438
მუხლი 8. (ამოღებულია)

მუხლი 9. (ამოღებულია)
ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
მუხლი 10. (ამოღებულია)
ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).
ცვლილებები ამ მუხლში (6)
საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2002 წლის 25 ივნისის კანონი №1596 – სსმ I, 13.07.2002 წ., №22, მუხ.103
საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №885 - სსმ I, №6, 19.01.2005 წ., მუხ.40
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4230 - სსმ I, №50, 30.12.2006წ., მუხ.381
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
მუხლი 11. (ამოღებულია)
ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).
ცვლილებები ამ მუხლში (4)
საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2001 წლის 19 ივნისის კანონი №941 – სსმ I, 03.07.2001 წ., №20, მუხ.68
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
მუხლი 12. (ამოღებულია)
მუხლი 13. (ამოღებულია)
ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).
ცვლილებები ამ მუხლში (3)
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438
მუხლი 14. (ამოღებულია)
ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438
თავი III¹. (ამოღებულია)
მუხლი 14¹. (ამოღებულია)
ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).
ცვლილებები ამ მუხლში (4)
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438
საქართველოს 2026 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1879/1 – ვებგვერდი, 16.10.2026წ.
მუხლი 14². (ამოღებულია)
ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).
ცვლილებები ამ მუხლში (7)
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438
საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5171 - ვებგვერდი, 07.11.2011წ.
საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4367 - ვებგვერდი, 11.11. 2015 წ.
საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №145 - ვებგვერდი, 28.12.2016წ.
საქართველოს 2026 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1879/1 – ვებგვერდი, 16.10.2026წ.
მუხლი 14³. (ამოღებულია)
ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).
ცვლილებები ამ მუხლში (3)
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438
მუხლი 14⁴. (ამოღებულია)
ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).
ცვლილებები ამ მუხლში (5)

საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №842 - ვებგვერდი, 03.07.2025წ.
საქართველოს 2026 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1879/1 – ვებგვერდი, 16.10.2026წ.
მუხლი 14⁵. (ამოღებულია)

თავი III² კერძო აღმასრულებელი
მუხლი 14⁶. კერძო აღმასრულებელი
1. კერძო აღმასრულებელი არის ფიზიკური პირი, რომელიც საჯარო უფლებამოსილებას – სააღსრულებო საქმიანობას ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის საფუძველზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
2. სავალდებულოა კერძო აღმასრულებელს ჰქონდეს სამუშაო ადგილი (ოფისი, ბიურო) და საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიში ბანკში. მას უფლება აქვს, სამუშაოზე აიყვანოს და სამუშაოდან გაათავისუფლოს მუშაკი საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად და განკარგოს სააღსრულებო საქმიანობის განხორციელებისათვის მიღებული საზღაური.
3. ორ ან ორზე მეტ კერძო აღმასრულებელს შეიძლება ჰქონდეს საერთო სამუშაო ადგილი (ოფისი, ბიურო). კერძო აღმასრულებელთა უფლება-მოვალეობანი საერთო სამუშაო ადგილის მიმართ განისაზღვრება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაში თითოეული კერძო აღმასრულებელი სააღსრულებო საქმიანობას ახორციელებს საკუთარი სახელით და პირადად აგებს პასუხს თავისი სამსახურებრივი საქმიანობისათვის.
3¹. კერძო აღმასრულებელს უფლება აქვს, სააღსრულებო საქმიანობის ორგანიზების მიზნით გაერთიანდეს სხვა კერძო აღმასრულებელთან, ადვოკატთან ან/და აუდიტორთან, ამხანაგობის ან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამეწარმეო იურიდიული პირის ფორმით, გარდა სააქციო საზოგადოებისა, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ასეთ გაერთიანებაში უნდა მონაწილეობდეს ერთი ნოტარიუსი მაინც.
4. ამ თავის მიზნებისათვის სააღსრულებო საქმიანობად აგრეთვე მიიჩნევა დაინტერესებული პირებისათვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა აღსრულების საკითხებთან დაკავშირებით.
5. კერძო აღმასრულებელთა რეესტრს აწარმოებს აღსრულების ეროვნული ბიურო.
6. კერძო აღმასრულებლის სააღსრულებო საქმიანობის მიმართ, ამ თავის თავისებურებათა გათვალისწინებით, გამოიყენება ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის „ბ“, „დ“ და „ვ“–„კ“ ქვეპუნქტებისა, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებასთან (თუ გამარტივებული წარმოებისას აპლიკანტმა მოითხოვა დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულება) და აღსრულების შესახებ ბრძანებასთან დაკავშირებული სააღსრულებო წარმოებისა, მე-3 მუხლის პირველი−1⁴ პუნქტებისა, მე-4 და მე-5 მუხლებისა, III¹ თავისა, 15² მუხლისა, მე-17 მუხლის მე-11 პუნქტისა, 18¹ მუხლის მე-2 პუნქტისა, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტისა, 25-ე მუხლის მე-4, 4¹ და მე-13 პუნქტებისა, 28¹ მუხლისა, 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა, 38-ე და 39-ე მუხლებისა, 47-ე მუხლის მე-4 პუნქტისა, 49-ე მუხლის მე-2 პუნქტისა, 50-ე და 62-ე მუხლებისა, 69-ე მუხლის პირველი–1²პუნქტებისა, 75-ე, 76-ე, 77¹ და 77² მუხლებისა, 82³ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა, 90¹, 90³, 90⁴ და 90⁶–91-ე მუხლებისა, XVI¹−XVI³თავებისა, 113-ე მუხლის პირველი–მე-6 და მე-9–მე-11 პუნქტებისა, მე-12 პუნქტის „ა“–„ვ“ ქვეპუნქტებისა და მე-13–მე-16 პუნქტებისა და 113² მუხლისა.
ცვლილებები ამ მუხლში (11)
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300
საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1323 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.58
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371
საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3167 - სსმ I, №34, 09.07.2010წ., მუხ.203
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438
საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4827 - ვებგვერდი, 28.06.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 16 მარტის კანონი №5851 – ვებგვერდი, 23.03.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6255 – ვებგვერდი, 06.0 6 .2012წ.
საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6433 – ვებგვერდი, 25.06.2012წ.
საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4628 - ვებგვერდი, 29.12.2015წ.
მუხლი 14⁷. კერძო აღმასრულებლის კომპეტენცია
1. კერძო აღმასრულებელი ახორციელებს ამ კანონის მე-2 მუხლის „ა“, „გ“, „ე“ და „ლ“–„ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აქტების (გადაწყვეტილებების) აღსრულებას ამავე კანონით დადგენილი წესით.
2. კერძო აღმასრულებლის მიერ აღსრულება ხორციელდება კრედიტორის მიმართვისა და მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
3. კერძო აღმასრულებელი აღსრულებას ახორციელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღსრულების მხარეები არიან ფიზიკური პირები ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირები და თუ სააღსრულებო დოკუმენტის მიხედვით წარმოდგენილი აღსასრულებელი ფულადი მოთხოვნა არ აღემატება 500 000 ლარს.
4. კერძო აღმასრულებლის მიერ ამ კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისას კრედიტორის მოთხოვნის და აღსრულების საზღაურის ამოღების უზრუნველსაყოფად მოვალის საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალებების წარდგენა ხდება ცალ-ცალკე.
4¹. კერძო აღმასრულებელი უფლებამოსილია მიმართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს თავის წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებით საჯარო შეტყობინების აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების მიზნით. მიმართვა შესაძლებელია განხორციელდეს მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ კერძო აღმასრულებლისათვის აღნიშნული მომსახურების საფასური დგინდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
5. კერძო აღმასრულებელი ყადაღადადებული ქონების საჯარო აუქციონზე რეალიზაციის მიზნით:
ა) კრედიტორის შესაბამისი განცხადების საფუძველზე დამოუკიდებლად ახორციელებს ამ კანონით დადგენილ აუქციონის მოსამზადებელ პროცედურებს;
ბ) მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადით, წარუდგენს მას სააუქციონო დოკუმენტაციის (სააღსრულებო წარმოების შესაბამისი მასალების) თავის მიერ დამოწმებულ ასლებს და აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე შეაქვს სააუქციონო მომსახურების დადგენილი საფასური, რომლის ოდენობაც განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადის მართვის ავტომატური საშუალებებით წარდგენის შემთხვევაში სააღსრულებო წარმოების მასალები დამოწმებას არ საჭიროებს;
გ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს განმეორებითი და ხელახალი აუქციონების მომზადებას ამ მუხლით გათვალისწინებული წესით.
6. კერძო აღმასრულებელი პასუხისმგებელია წარდგენილი სააუქციონო დოკუმენტაციის ფაქტობრივი მონაცემების სისწორეზე.
6¹. სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად მიღებისას და მისი კრედიტორისათვის დაბრუნებისას სააღსრულებო ფურცელს ბოლოში უნდა დაემატოს კერძო აღმასრულებლის ხელმოწერა, თარიღი და სამსახურებრივი ბეჭედი.
7. აღსრულების ეროვნული ბიურო ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული კერძო აღმასრულებლის სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში აკმაყოფილებს განაცხადს ან უარს ამბობს მის დაკმაყოფილებაზე.
8. აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მისთვის წარდგენილი სააუქციონო დოკუმენტაციის ამ კანონის მოთხოვნებთან შეუსაბამობის ან/და სააუქციონო მომსახურების საფასურის გადაუხდელობის საფუძვლით კერძო აღმასრულებელს განაცხადის მიღებისას დაუდგინოს ხარვეზი. კერძო აღმასრულებლისათვის ხარვეზის გამოსასწორებლად მიცემული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ კერძო აღმასრულებლისათვის დადგენილი ხარვეზის გამოსწორების ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიურო უარს ეუბნება კერძო აღმასრულებელს სააუქციონო მომსახურების გაწევაზე. კერძო აღმასრულებელს უბრუნდება მის მიერ გადახდილი სააუქციონო მომსახურების საფასურის ნახევარი. კერძო აღმასრულებელი უფლებამოსილია იმ გარემოებათა აღმოფხვრისას, რომლებიც საფუძვლად დაედო აღსრულების ეროვნული ბიუროს უარს, მიმართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ ახალი განაცხადით. კერძო აღმასრულებლის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის სააუქციონო დოკუმენტაციის განმეორებით წარდგენისას იგი სრულად იხდის სააუქციონო მომსახურების საფასურს.
9. განაცხადის დაკმაყოფილებაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს უარი კერძო აღმასრულებელმა შეიძლება გაასაჩივროს სასამართლოში მისი შეტყობიდან 1 თვის ვადაში.
10. კერძო აღმასრულებელი უფლებამოსილია პირველი აუქციონის საჯაროდ გამოცხადებამდე გაითხოვოს განაცხადი. ამ შემთხვევაში მას უბრუნდება მის მიერ გადახდილი სააუქციონო მომსახურების საფასურის ნახევარი.
11. სააუქციონო მომსახურება გულისხმობს:
ა) აუქციონის შესახებ საჯარო ინფორმაციის დადგენილი წესით განთავსებას;
ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აუქციონების ჩატარებას;
გ) პირველი აუქციონის ამ მუხლით დადგენილი განაცხადის დაკმაყოფილებიდან ერთი თვის ვადაში ჩატარებას;
დ) აუქციონზე ქონების რეალიზაციიდან ამონაგები თანხის, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით ირიცხება აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე, ამავე კანონით დადგენილი წესით განაწილებას.
12. აღსრულების ეროვნული ბიურო პასუხისმგებელია მხოლოდ აუქციონის ჩატარების დღეს განხორციელებული, ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებული პროცედურის ამ კანონთან შესაბამისობისთვის. ყველა სხვა მოსამზადებელ თუ აუქციონისშემდგომ მოქმედებას ახორციელებს კერძო აღმასრულებელი საკუთარი პასუხისმგებლობით.
13. სააუქციონო მომსახურების გაწევისას კერძო აღმასრულებელი ვალდებულია აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაუყოვნებლივ აცნობოს კრედიტორის მიერ აღსრულების შეჩერებისა და განახლების თაობაზე. თუ კერძო აღმასრულებლის წარმოებაში არსებულ საქმეზე კრედიტორის განცხადების საფუძველზე შეჩერებული აღსრულება არ განახლდება შეჩერებიდან 3 თვის განმავლობაში, სააუქციონო მომსახურება წყდება, ხოლო კერძო აღმასრულებელს უბრუნდება მის მიერ გადახდილი სააუქციონო მომსახურების საფასურის ნახევარი. კერძო აღმასრულებლის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის სააუქციონო დოკუმენტაციის განმეორებით წარდგენისას იგი სრულად იხდის სააუქციონო მომსახურების საფასურს.
ცვლილებები ამ მუხლში (11)
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300
საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1323 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.58
საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1542 - სსმ I, №21, 03.08.2009წ., მუხ.125
საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1687 - სსმ I, №29, 12.10.2009წ., მუხ.170
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371
საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3167 - სსმ I, №34, 09.07.2010წ., მუხ.203
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438
საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4827 - ვებგვერდი, 28.06.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5171 - ვებგვერდი, 07.11.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5668- ვებგვერდი, 16.01.2012წ.
საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4628 - ვებგვერდი, 29.12.2015წ.
მუხლი 14⁸. სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაცემა
1. კერძო აღმასრულებელზე სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიას გასცემს აღსრულების ეროვნული ბიურო.
2. სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზია გაიცემა ამ თავითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
3. სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად ფიზიკური პირი, გარდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნებისა, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) იყოს ქმედუნარიანი საქართველოს მოქალაქე;
ბ) ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება;
გ) ჩაბარებული ჰქონდეს აღმასრულებლის საკვალიფიკაციო გამოცდა ან მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო ან სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალობით;
დ) ჰქონდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად აღჭურვილი სამუშაო ადგილი.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300
საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6255 – ვებგვერდი, 06.0 6 .2012წ.
მუხლი 14⁹. სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები
1. სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზია არ გაიცემა იმ ფიზიკურ პირზე:
ა) რომელიც არ აკმაყოფილებს ამ კანონის 14⁸მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულმოთხოვნებს;
ბ) რომელიც ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ან რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა განზრახი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე;
გ) რომლის მიმართაც სისხლის სამართლის საქმე განზრახი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე შეწყდა ხანდაზმულობის ან ამნისტიის გამო;
დ) რომელიც განთავისუფლებულია საჯარო სამსახურიდან ან ნოტარიუსის თანამდებობიდან ანდა რომელსაც შეუწყდა ადვოკატთა ასოციაციის წევრობა დისციპლინური გადაცდომის, კანონის უხეში ან/და არაერთგზის დარღვევის, თანამდებობრივი მდგომარეობის მართლმსაჯულებისა და სამსახურებრივი ინტერესების საზიანოდ გამოყენების ან კორუფციული სამართალდარღვევის გამო;
ე) რომლის საქმიანობაც ითვლება საჯარო სამსახურად „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად;
ვ) რომელსაც აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გაუუქმა სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზია, გარდა ამ კანონის 14 ¹⁴მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ზ) რომელიც მოქმედი ნოტარიუსი, ადვოკატი, აღსრულების ეროვნულ ბიუროში დასაქმებული პირი ან აღსრულების ეროვნული ბიუროს სტაჟიორია;
თ) რომელსაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით ჩამოერთვა სააღსრულებო საქმიანობის უფლება;
ი) რომელსაც აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გაუუქმა სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზია ამ კანონის 14 ¹⁴მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით და ლიცენზიის გაუქმებიდან არ გასულა 1 წელი.
2. კერძო აღმასრულებელი არ შეიძლება იყოს არბიტრაჟის წევრი.
ცვლილებები ამ მუხლში (4)
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371
საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4827 - ვებგვერდი, 28.06.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6255 – ვებგვერდი, 06.0 6 .2012წ.
მუხლი 14¹⁰. განცხადება სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად
1. ფიზიკური პირი სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად განცხადებით მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომელიც 5 სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე.
2. განცხადებას, გარდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტებისა, უნდა დაერთოს:
ა) ამ კანონის 14⁸მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები;
ბ) ფიზიკური პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ამ კანონის 14⁹მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობას;
გ) სამუშაო ადგილის მისამართი და საჯარო რეესტრიდან ამონაწერი იმ უძრავი ქონების საკუთრების თაობაზე, სადაც უნდა განთავსდეს კერძო აღმასრულებლის სამუშაო ადგილი, ან ამ უძრავი ქონების მესაკუთრის თანხმობა სააღსრულებო საქმიანობის განხორციელებაზე.
3. სამუშაო ადგილის შეცვლის შემთხვევაში კერძო აღმასრულებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის თაობაზე აღსრულების ეროვნულ ბიუროს და წარუდგინოს მას ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები.
ცვლილებები ამ მუხლში (3)
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371
საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6255 – ვებგვერდი, 06.0 6 .2012წ.
მუხლი 14¹¹. კერძო აღმასრულებლის რეგისტრაცია კერძო აღმასრულებელთა რეესტრში და მის მიერ სააღსრულებო საქმიანობის დაწყება
1. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაცემიდან 5 სამუშაო დღის ვადაში კერძო აღმასრულებელი აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგენს:
ა) სამსახურებრივ ბეჭედს (რომელზედაც აღინიშნება კერძო აღმასრულებლის სახელი და გვარი და კერძო აღმასრულებლის სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის ნომერი) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებულ ხელმოწერის ნიმუშს;
ბ) ბანკში საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიშის გახსნის დამადასტურებელ დოკუმენტს და ამ ანგარიშის ნომერს;
გ) სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელ დოკუმენტს; დაზღვევის ოდენობასა და პირობებს ადგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტის წარდგენის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიურო დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა, ახორციელებს კერძო აღმასრულებლის რეგისტრაციას კერძო აღმასრულებელთა რეესტრში, რის შემდეგაც კერძო აღმასრულებელი უფლებამოსილია დაიწყოს სააღსრულებო საქმიანობა. კერძო აღმასრულებელთა რეესტრის ფორმასა და წარმოების წესს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
ცვლილებები ამ მუხლში (4)
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371
საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის კანონი №4566 - ვებგვერდი, 05.05.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6255 – ვებგვერდი, 06.0 6 .2012წ.
მუხლი 14¹². სტატისტიკური ინფორმაციის წარდგენა
კერძო აღმასრულებელი ვალდებულია წელიწადში ერთხელ, საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 თებერვლამდე, აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგინოს სტატისტიკური ინფორმაცია თავის წარმოებაში არსებული სააღსრულებო საქმეების შესახებ.
ცვლილებები ამ მუხლში (4)
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371
საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2797 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.84
საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6255 – ვებგვერდი, 06.0 6 .2012წ.
მუხლი 14¹³. სააღსრულებო საქმიანობის უფლების შეჩერება
1. ამ კანონის 14⁸ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობის დარღვევის შემთხვევაში კერძო აღმასრულებელს შეუჩერდება სააღსრულებო საქმიანობის უფლება სალიცენზიო პირობის დარღვევის აღმოფხვრამდე. კერძო აღმასრულებელმა გონივრულ ვადაში, მაგრამ არა უმეტეს 10 დღისა, უნდა უზრუნველყოს ამ კანონის 14⁸ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სალიცენზიო მოთხოვნასთან შესაბამისობა.
2. კერძო აღმასრულებლის ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მას შეუჩერდება სააღსრულებო საქმიანობის უფლება.
3. პროცესის მწარმოებელი ორგანო/პირი კერძო აღმასრულებლის ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შემთხვევაში ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, აცნობოს ამის თაობაზე აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
4. კერძო აღმასრულებლისათვის სააღსრულებო საქმიანობის უფლების შეჩერების თაობაზე შესაბამისი ჩანაწერი აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეაქვს კერძო აღმასრულებელთა რეესტრში. თუ აღმოიფხვრა კერძო აღმასრულებლისათვის სააღსრულებო საქმიანობის უფლების შეჩერების საფუძვლები, აღსრულების ეროვნული ბიურო აუქმებს შესაბამის ჩანაწერს, რის შემდეგაც კერძო აღმასრულებელი უფლებამოსილია გააგრძელოს სააღსრულებო საქმიანობა.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300
საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6255 – ვებგვერდი, 06.0 6 .2012წ.
მუხლი 14¹⁴. სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმება
სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების საფუძვლები, გარდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საფუძვლებისა, არის:
ა) კერძო აღმასრულებლის წერილობითი განცხადება თავისი უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, რომელიც წარედგინება აღსრულების ეროვნულ ბიუროს;
ბ) კერძო აღმასრულებლის გარდაცვალება, სასამართლოს მიერ მისი შეზღუდულქმედუნარიანად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
გ) ამ კანონის 14¹¹ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა;
დ) კერძო აღმასრულებლის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა ან კერძო აღმასრულებლის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა განზრახი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე ხანდაზმულობის ან ამნისტიის გამო;
ე) კერძო აღმასრულებლისათვის „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;
ვ) კერძო აღმასრულებლისათვის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით სააღსრულებო საქმიანობის უფლების ჩამორთმევა;
ზ) ამ კანონით და მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტით დადგენილი მოთხოვნების მნიშვნელოვნად ან სისტემატურად დარღვევა, რაც არსებით ზიანს აყენებს კერძო ან საჯარო ინტერესებს;
თ) კერძო აღმასრულებლისათვის შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელება;
ი) ამ კანონის 14¹³ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა.
ცვლილებები ამ მუხლში (4)
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300
საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1323 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.58
საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6255 – ვებგვერდი, 06.0 6 .2012წ.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3383 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
მუხლი 14¹⁵. სააღსრულებო საქმიანობის უფლების შეჩერების ან სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში შეჩერებული საქმეების აღსრულების წესი
1. კერძო აღმასრულებლისათვის ამ კანონის 14 ¹³ან 14 ¹⁴მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააღსრულებო საქმიანობის უფლების შეჩერებისას ან სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისას მის წარმოებაში არსებული სააღსრულებო საქმეების აღსრულებას უზრუნველყოფს აღსრულების ეროვნული ბიურო ამ კანონით დადგენილი წესით. აღსრულების ეროვნული ბიურო აღნიშნული საქმეების აღსრულებას განაგრძობს კერძო აღმასრულებლის მიერ განხორციელებული ბოლო სააღსრულებო მოქმედებიდან.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სააღსრულებო საქმეზე კრედიტორი თავისუფლდება აღსრულების საფასურის წინასწარ გადასახდელი ნაწილის გადახდისაგან.
3. კრედიტორს კერძო აღმასრულებლისათვის წინასწარი საზღაურის სახით გადახდილი თანხა უბრუნდება აღსრულების შედეგად ამოღებული თანხის პროპორციულად.
ცვლილებები ამ მუხლში (3)
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438
საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6255 – ვებგვერდი, 06.0 6 .2012წ.
მუხლი 14¹⁶. კერძო აღმასრულებლის პასუხისმგებლობა
1. კერძო აღმასრულებელი პასუხისმგებელია სააღსრულებო წარმოების მხარეების წინაშე მის მიერ მიყენებული ზიანისათვის.
2. კერძო აღმასრულებლის საქმიანობის მონიტორინგისა და ამ კანონის 14¹⁴ მუხლის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დარღვევებისათვის კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების წესს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
3. კერძო აღმასრულებელი ვალდებულია სააღსრულებო საქმის წარმოება განახორციელოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ განსაზღვრული პირობებითა და ფორმით.
ცვლილებები ამ მუხლში (3)
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300
საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1323 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.58
საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2797 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.84
მუხლი 14¹⁷. საზღაური
1. კერძო აღმასრულებელი სააღსრულებო საქმიანობისათვის, აგრეთვე ამ საქმიანობასთან დაკავშირებული იურიდიული კონსულტაციისა და ტექნიკური სამუშაოსათვის იღებს საზღაურს, რომლის ოდენობა, გადახდის წესი და პირობები განისაზღვრება დაინტერესებულ მხარესთან დადებული ხელშეკრულებით.
2. კრედიტორის მიერ გადახდილი ან გადასახდელი საზღაურის გადახდა ეკისრება მოვალეს და იგი ამოიღება აღსასრულებელ მოთხოვნასთან ერთად. არ შეიძლება მოვალეს დაეკისროს საზღაურის გადახდა ამ კანონის 38-ე მუხლით დადგენილი აღსრულების საფასურის ზღვრულ ოდენობაზე მეტი ოდენობით.
3. სააღსრულებო ბიუროს მიერ კერძო აღმასრულებლისათვის სააუქციონო მომსახურების გაწევის შედეგად ამოღებული თანხებიდან:
ა) კრედიტორის მიერ გადახდილი საზღაური ამ კანონის 38-ე მუხლით დადგენილი აღსრულების საფასურის ზღვრული ოდენობის ფარგლებში, ამოღებული მოთხოვნის პროპორციულობით გადაერიცხება კრედიტორს. კრედიტორს ასევე გადაერიცხება ამოღებული მოთხოვნა;
ბ) კრედიტორის მიერ გადასახდელი საზღაური ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ზღვრული ოდენობის ფარგლებში, ამოღებული მოთხოვნის პროპორციულობით გადაერიცხება კერძო აღმასრულებელს.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371
მუხლი 14¹⁸. აღსრულების პოლიციის მონაწილეობა კერძო აღმასრულებლის სააღსრულებო საქმიანობაში
1. კერძო აღმასრულებელი საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას საჭიროების შემთხვევაში დახმარებისთვის მიმართავს აღსრულების პოლიციის დეპარტამენტს, რომელიც მას მიმართვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში აცნობებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში მომსახურების გაწევის შესაძლებლობის თაობაზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით მომსახურების გაწევაზე აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის თანხმობის შემთხვევაში კერძო აღმასრულებელმა აღსრულების ეროვნულ ბიუროს წინასწარ უნდა აუნაზღაუროს აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის მიერ გაწეული მომსახურების საფასური, რომლის ოდენობა სააღსრულებო მოქმედებათა კატეგორიების მიხედვით დგინდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300
საქართველოს 2026 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1879/1 – ვებგვერდი, 16.10.2026წ.
მუხლი 14¹⁹. კერძო აღმასრულებლის აცილების საფუძვლები, აცილების წესი და თვითაცილება
1. კერძო აღმასრულებლის აცილება დასაშვებია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებით.
2. კერძო აღმასრულებლის აცილების საკითხს მოვალის შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე წყვეტს ის სასამართლო, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც მიმდინარეობს აღსრულება.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2797 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.84
თავი III³ აღსრულების პოლიცია
მუხლი 14²⁰. აღსრულების პოლიციის დეპარტამენტი
1. აღსრულების პოლიცია ფუნქციონირებს აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულის – აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის სახით.
2. აღსრულების პოლიციის დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ კანონით, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის II თავით გათვალისწინებული პრინციპებით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებითა და აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის დებულებით.
3. აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) ამ კანონით განსაზღვრული აღსრულების ქვემდებარე აქტების აღსრულების პროცესში საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის დებულებით, გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში აღმასრულებლისთვის დახმარების გაწევა სააღსრულებო მოქმედებების უსაფრთხო პირობებში განხორციელების, მართლსაწინააღმდეგო ქმედებების აღკვეთისა და აუცილებლობის შემთხვევაში პირის მიმართ იძულებითი ღონისძიებების გამოყენების უზრუნველსაყოფად;
ბ) სააღსრულებო მოქმედებების განხორციელებისას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა;
გ) სააღსრულებო მოქმედებების განხორციელებისას აღმასრულებლისა და სხვა პირების, აგრეთვე აღსრულების ეროვნული ბიუროს და ამ პირების ქონების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისგან დაცვა;
დ) აღსრულების ეროვნული ბიუროს და სააღსრულებო ბიუროების შენობების, მათი მიმდებარე ტერიტორიებისა და მატერიალური რესურსების დაცვა;
ე) აღსრულების ეროვნული ბიუროს და სააღსრულებო ბიუროების შენობებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე საზოგადოებრივი წესრიგისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვა;
ვ) ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით, მათ შორის, აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის დებულებით, გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
4. აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი, აგრეთვე აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის – აღსრულების პოლიციელის უფლებები და მოვალეობები ამ კანონის შესაბამისად განისაზღვრება აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
5. აღსრულების პოლიციის დეპარტამენტში სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლებია: ეს კანონი, „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის დებულება, აღსრულების პოლიციაში სამსახურის გავლის წესი და სხვა სამართლებრივი აქტები.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2026 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1879/1 – ვებგვერდი, 16.10.2026წ.
მუხლი 14²¹. აღსრულების პოლიციელი
1. აღსრულების პოლიციელი (გარდა აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის უფროსისა და მისი მოადგილისა) არის პროფესიული საჯარო მოხელე. აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის უფროსი და მისი მოადგილე არიან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები.
2. თუ ამ კანონით, აღსრულების პოლიციაში სამსახურის გავლის წესითა და სხვა ნორმატიული აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი, აღსრულების პოლიციელზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება. თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, აღსრულების პოლიციის დეპარტამენტში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმები. აღსრულების პოლიციის დეპარტამენტში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე არ ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებულ კონკურსთან, თანამდებობაზე დანიშვნისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის გაფორმებასთან, აგრეთვე თანამდებობაზე გამოსაცდელი ვადით დანიშვნასთან დაკავშირებული ნორმები.
3. აღსრულების პოლიციელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ენიჭება სახელმწიფო სპეციალური წოდება. აღსრულების პოლიციელის სახელმწიფო სპეციალურ წოდებასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის თანამდებობების შესაბამისი ზღვრული სახელმწიფო სპეციალური წოდებები, განისაზღვრება „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელს აცვია სამსახურებრივი ფორმა, რომლითაც მას აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს. აღსრულების პოლიციელის სამსახურებრივი ფორმის ნიმუშებს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. აღსრულების პოლიციელს ეძლევა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული ნიმუშის სამსახურებრივი მოწმობა.
5. აღსრულების პოლიციელის სამსახურებრივი შეუთავსებლობის საკითხი წესრიგდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით.
6. აღსრულების პოლიციელისთვის დადგენილია არანორმირებული სამუშაო დღე.
7. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელი შეიძლება აღჭურვილი იყოს სამსახურებრივ ფორმაზე (ტანსაცმელზე) დამაგრებული, ჩართული ვიდეო- და აუდიოაპარატურით, რომლის გამოყენების წესი დგინდება აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის დებულებით.
8. აღსრულების პოლიციელს ეკრძალება:
ა) სამსახურში ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნა;
ბ) აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა), მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობებში, მონაწილეობა;
გ) სამსახურებრივი ავტომანქანის ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ან/და ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა. სამსახურებრივი ავტომანქანის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა ჩაითვლება დისციპლინური გადაცდომის ჩადენად (ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია აღსრულების პოლიციელისა და აღსრულების პოლიციის/აღსრულების ეროვნული ბიუროს დისკრედიტაციისკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია ის ჩადენილი თუ მის გარეთ);
დ) გაფიცვა და მასში მონაწილეობა;
ე) შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზება ან/და ჩატარება, აგრეთვე მასში მონაწილეობა;
ვ) საჯარო მოსამსახურის სტატუსთან შეუთავსებელი სხვა საქმიანობის განხორციელება.
9. აღსრულების პოლიციელი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი ან მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში. პირს, რომელიც აღსრულების პოლიციელის ვაკანტურ თანამდებობაზე ინიშნება, უწყდება პოლიტიკური პარტიის წევრობა. დაუშვებელია, აღსრულების პოლიციელი სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებისას პოლიტიკური შეხედულებით მოქმედებდეს.
10. აღსრულების პოლიციელის უფლებები და მოვალეობები მისი თანამდებობრივი ფუნქციების შესაბამისად განისაზღვრება ამ კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და აღსრულების პოლიციაში სამსახურის გავლის წესით.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2026 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1879/1 – ვებგვერდი, 16.10.2026წ.
მუხლი 14²². აღსრულების პოლიციელის სამართლებრივი დაცვა
1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელი სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელია და მას სახელმწიფო იცავს. აღსრულების პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა.
2. არავის არ აქვს უფლება, ჩაერიოს აღსრულების პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობაში, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელისთვის ხელის შეშლა, მისი პატივისა და ღირსების შელახვა, მისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მის მიმართ მუქარა, ძალადობა ან მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონების ხელყოფა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრებას.
3. აღსრულების პოლიციელმა უარი უნდა თქვას აშკარად უკანონო ბრძანების ან განკარგულების შესრულებაზე, თუ მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა ამ ბრძანების ან განკარგულების უკანონობის შესახებ, და კანონის ფარგლებში უნდა იმოქმედოს. აღსრულების პოლიციელს, რომელიც უარს ამბობს, შეასრულოს აშკარად უკანონო ბრძანება ან განკარგულება, პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.
4. აღსრულების პოლიციელმა აშკარად უკანონო ბრძანების ან განკარგულების მიღების შემთხვევაში ამის შესახებ უნდა აცნობოს აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა კონტროლის განმახორციელებელ სტრუქტურულ ერთეულს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას ან პროკურორს. აღსრულების პოლიციელისთვის აშკარად უკანონო ბრძანების ან განკარგულების მიმცემ პირს კანონით დადგენილი წესით დაეკისრება პასუხისმგებლობა.
5. აღსრულების პოლიციელს უფლება აქვს, თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2026 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1879/1 – ვებგვერდი, 16.10.2026წ.
მუხლი 14²³. აღსრულების პოლიციელის მიერ ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება
1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელს უფლება აქვს, გამოიყენოს ფიზიკური იძულება, მათ შორის, ორთაბრძოლის სპეციალური ხერხები, აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლების, სააღსრულებო მოქმედების განხორციელებაში მონაწილე პირებისა და პირადი უსაფრთხოების დასაცავად, თუ იგი ფიზიკური იძულების (ძალის) გამოყენების გარეშე ვერ უზრუნველყოფს კანონით მისთვის დაკისრებული მოვალეობების/ფუნქციების შესრულებას.
2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი და სპეციალური საშუალებები.
3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელს უფლება აქვს, გამოიყენოს შემდეგი სპეციალური საშუალებები:
ა) ხელბორკილი და შებორკვის სხვა საშუალება – იმ პირის მიმართ, რომელიც უძალიანდება;
ბ) სპეციალური ხელკეტი და ელექტროშოკური მოწყობილობა – იმ პირის მიმართ, რომელიც თავს ესხმის.
4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელს უფლება აქვს, უკიდურესი საშუალების სახით გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი:
ა) აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლების, სააღსრულებო მოქმედების განხორციელებაში მონაწილე პირებისა და თავის დასაცავად ისეთი ხელყოფისგან, რომელიც საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, აგრეთვე საშიში ცხოველის თავდასხმისას;
ბ) ცეცხლსასროლი იარაღის წართმევის აღსაკვეთად;
გ) განგაშის ნიშნის მისაცემად.
5. აღსრულების პოლიციელი სპეციალურ საშუალებას იყენებს უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც სხვა საშუალებების გამოყენება არაეფექტიანია. სპეციალური საშუალების გამოყენება შექმნილი საფრთხის პროპორციული უნდა იყოს და კანონიერი მიზნის მისაღწევად უფრო ნაკლები ზიანი უნდა მიაყენოს იმ პირს, რომლის მიმართაც შესაბამისი ღონისძიება ხორციელდება.
6. სპეციალური საშუალების გამოყენების უფლება აქვს იმ აღსრულების პოლიციელს, რომელსაც გავლილი აქვს სათანადო მომზადება.
7. აღსრულების პოლიციელი ვალდებულია შესაბამისი პირი სპეციალური საშუალების გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილოს და მისცეს გონივრული ვადა მისი კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა, ქონების დაზიანება ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვიოს, ან როდესაც შექმნილ სიტუაციაში ასეთი გაფრთხილება გაუმართლებელია ან შეუძლებელია.
8. სპეციალური საშუალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება ამ გადაწყვეტილების მიმღებ პირს, ხოლო სპეციალური საშუალების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოყენებისთვის − ამ სპეციალური საშუალების გამომყენებელ პირს.
9. დაუშვებელია, აღსრულების პოლიციელმა ფიზიკური იძულება, სპეციალური საშუალება ან/და ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენოს ორსულობის, მცირეწლოვანების, ხანდაზმულობის ან შესაძლებლობის შეზღუდვის აშკარა ნიშნის მქონე პირის მიმართ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს პირი შეიარაღებულია ან ჯგუფურ თავდასხმას ახორციელებს ან შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევს აღსრულების პოლიციელს, რაც საფრთხეს უქმნის აღსრულების პოლიციელის ან სხვა პირის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, თუ ასეთი თავდასხმის სხვა ხერხითა და საშუალებით მოგერიება შეუძლებელია.
10. ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალების ან/და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შემთხვევაში აღსრულების პოლიციელი ვალდებულია ყველა ღონე იხმაროს სხვა პირების უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად და დაზარალებულისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გასაწევად.
11. აღსრულების პოლიციელი ვალდებულია ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო ხელმძღვანელსა და პროკურორს.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2026 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1879/1 – ვებგვერდი, 16.10.2026წ.
მუხლი 14²⁴. აღსრულების პოლიციაში მიღების წესი. აღსრულების პოლიციაში მიღებასთან დაკავშირებული შეზღუდვები
1. აღსრულების პოლიციაში შეიძლება მიღებულ იქნეს 18 წელს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) იცის სახელმწიფო ენა;
ბ) აკმაყოფილებს ამ კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებს;
გ) პიროვნული და საქმიანი თვისებებით, განათლებითა და ჯანმრთელობის მდგომარეობით შეუძლია მისთვის დაკისრებული მოვალეობების/ფუნქციების შესრულება.
2. აღსრულების პოლიციაში მიღების მსურველ პირს ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისას მოხელის სერტიფიკატი არ მოეთხოვება.
3. აღსრულების პოლიციაში კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისთვის დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს განსაზღვრავს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.
4. აღსრულების პოლიციაში მისაღები პირი (კანდიდატი) გადის სპეციალურ შემოწმებას (საქართველოს კანონმდებლობით დასაშვებ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელთა მიზანია კანდიდატის ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პიროვნული და საქმიანი თვისებების მის მიერ შესასრულებელ სამუშაოსთან შესაბამისობის დადგენა).
5. პირი აღსრულების პოლიციაში შესაბამის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს უკონკურსოდ, დროებით მოვალეობის შემსრულებლად, არაუმეტეს 6 თვის ვადით. ამ პირის იმავე თანამდებობაზე განმეორებით დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა დაუშვებელია.
6. აღსრულების პოლიციაში თანამდებობაზე უკონკურსოდ ინიშნება:
ა) თანამდებობაზე დროებით არმყოფი აღსრულების პოლიციელის შემცვლელი;
ბ) დროებით მოვალეობის შემსრულებელი − ვაკანტურ თანამდებობაზე;
გ) აღსრულების პოლიციელი − დაწინაურების შემთხვევაში.
7. აღსრულების პოლიციელად არ მიიღება:
ა) განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი;
ბ) პირი, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს;
გ) პირი, რომელიც სასამართლომ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
დ) პირი, რომელსაც სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;
ე) პირი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამედიცინო დასკვნის თანახმად, არ აკმაყოფილებს შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებს;
ვ) პირი, რომელიც შესაბამისი თანამდებობის დაკავების შემთხვევაში უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით დაუკავშირდება მშობელს/მშვილებელს, მეუღლეს, დას, ძმას, შვილს, გერს/ნაშვილებს ან მეუღლის დას, ძმას, მშობელს/მშვილებელს;
ზ) უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი, გარდა კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევისა;
თ) პირი, რომელმაც აღსრულების პოლიციაში მიღებისას არ წარადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების ფაქტს (გარდა პირის მიერ მისი სამკურნალო მიზნით მოხმარების შემთხვევისა);
ი) პირი, რომელმაც ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური შემოწმების გავლის შედეგად უარყოფითი შეფასება მიიღო;
კ) პირი, რომელიც საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა:
კ.ა) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო და მისი გათავისუფლებიდან 1 წელი არ გასულა;
კ.ბ) ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფის ან დარღვევის გამო, რომელიც მიმართულია აღსრულების პოლიციელისა და აღსრულების პოლიციის/აღსრულების ეროვნული ბიუროს დისკრედიტაციისკენ.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2026 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1879/1 – ვებგვერდი, 16.10.2026წ.
მუხლი 14²⁵. აღსრულების პოლიციაში სამსახურის ვადა. გამოსაცდელი ვადა
1. აღსრულების პოლიციელისთვის სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკია:
ა) უმცროსი ან საშუალო სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირისთვის – 60 წელი;
ბ) უფროსი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირისთვის – 65 წელი.
2. სამსახურში ყოფნის ზღვრულ ასაკს მიღწეული აღსრულების პოლიციელი უნდა გათავისუფლდეს სამსახურიდან, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3. სამსახურში ყოფნის ზღვრულ ასაკს მიღწეულ აღსრულების პოლიციელს სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, აგრეთვე სამედიცინო დასკვნის ან/და მისი ფიზიკური მომზადების დონის გათვალისწინებით, მისივე თანხმობით, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის წარდგინებითა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით შეიძლება სამსახურის ვადა გაუგრძელდეს 5 წლამდე ვადით. ეს არ გამორიცხავს აღსრულების პოლიციელის სამსახურიდან ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლით გათავისუფლების შესაძლებლობას.
4. აღსრულების პოლიციელი სამსახურში მიიღება განსაზღვრული ვადით:
ა) თანამდებობაზე დროებით არმყოფი აღსრულების პოლიციელის შემცვლელი – აღსრულების პოლიციელის სამსახურში გამოსვლამდე ან თანამდებობიდან გათავისუფლებამდე;
ბ) აღსრულების პოლიციელის მოვალეობის შემსრულებელი – კონკურსის შედეგების მიხედვით აღსრულების პოლიციელის თანამდებობაზე დანიშვნამდე, მაგრამ არაუმეტეს 6 თვისა.
5. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია პირი თანამდებობაზე დანიშნოს გამოსაცდელი ვადით არაუმეტეს 6 თვისა.
6. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მოწმდება პირის კვალიფიკაციის, საქმიანი უნარ-ჩვევების, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა.
7. გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებელი შედეგებით დასრულების შემთხვევაში პირი სამსახურიდან თავისუფლდება.
8. გამოსაცდელი ვადა არ გამოიყენება პირის თანამდებობაზე დროებით არმყოფი აღსრულების პოლიციელის შემცვლელად ან დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნისას.
9. დაუშვებელია გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირის თანამდებობრივი გადაადგილება ან დაწინაურება, აგრეთვე მისთვის დროებით არმყოფი აღსრულების პოლიციელის მოვალეობის შესრულების დაკისრება.
10. გამოსაცდელ ვადაში ჩაითვლება პირის მიერ დროებითი შრომისუუნარობის ან სხვა საპატიო მიზეზის გამო გაცდენილი დრო. პირს გამოსაცდელი ვადა შრომის საერთო სტაჟში ჩაეთვლება.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2026 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1879/1 – ვებგვერდი, 16.10.2026წ.
მუხლი 14²⁶. კონკურსი. აღსრულების პოლიციაში მიღებისას პირის მიერ წარსადგენი დოკუმენტები
1. კონკურსის გამოცხადების საფუძველია აღსრულების ეროვნული ბიუროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებული აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობის არსებობა.
2. კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატის შერჩევის წესები, აგრეთვე საკონკურსო კომისიის უფლებამოსილება განისაზღვრება აღსრულების პოლიციაში სამსახურის გავლის წესით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. საკონკურსო კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.
3. აღსრულების პოლიციაში მიღების მსურველმა პირმა შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირს უნდა წარუდგინოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტები. ამ დოკუმენტების წარუდგენლობა პირის აღსრულების პოლიციაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველია. ამასთანავე, აღსრულების პოლიციაში მიღების მსურველ პირს შეიძლება მოეთხოვოს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ წინასწარ განსაზღვრული, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან ჯანმრთელობის შესახებ ცნობის წარდგენა.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2026 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1879/1 – ვებგვერდი, 16.10.2026წ.
მუხლი 14²⁷. აღსრულების პოლიციელის სამსახურში მიღების (თანამდებობაზე დანიშვნის) გაფორმება. აღსრულების პოლიციელის ფიცი
1. აღსრულების პოლიციელის სამსახურში მიღება (თანამდებობაზე დანიშვნა) ფორმდება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე ვალდებულია გააუქმოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აღსრულების პოლიციელის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ, თუ აღსრულების პოლიციელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების დაწყებამდე გამოვლინდა გარემოებები, რომლებიც, ამ კანონის თანახმად, გამორიცხავს თანამდებობაზე მის დანიშვნას.
3. აღსრულების პოლიციაში პირველად მიღებული პირი დებს და ხელმოწერით ადასტურებს ფიცს: „ვაცნობიერებ საქართველოს წინაშე ჩემთვის დაკისრებულ პასუხისმგებლობას და ვფიცავ, ერთგულად ვემსახურო საქართველოს, განუხრელად დავიცვა საქართველოს კონსტიტუცია და კანონები, პატივი ვცე ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს და კეთილსინდისიერად შევასრულო ჩემი მოვალეობები!“.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2026 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1879/1 – ვებგვერდი, 16.10.2026წ.
მუხლი 14²⁸. აღსრულების პოლიციელის შრომის ანაზღაურება და სოციალური დაცვა
1. აღსრულების პოლიციელის სოციალურ დაცვას სახელმწიფო უზრუნველყოფს.
2. აღსრულების პოლიციელი ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას. ამასთანავე, შესაძლებელია მისი მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით ან აღსრულების ეროვნული ბიუროს საკუთარი შემოსავლებით დაზღვევა.
3. აღსრულების პოლიციელი იღებს:
ა) „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ თანამდებობრივ სარგოს;
ბ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ:
ბ.ა) სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამის წოდებრივ სარგოს. აღსრულების პოლიციელს ეს წოდებრივი სარგო არ ეძლევა ან შეიძლება შეუმცირდეს მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში;
ბ.ბ) წელთა ნამსახურობის დანამატს (ამ დანამატის გაცემის მიზნებისთვის აღსრულების პოლიციელს ნამსახურებ წლებში ჩაეთვლება სამხედრო წოდებით ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები წლები, მათ შორის, საქართველოს სხვა საჯარო დაწესებულებაში/სახელმწიფო დაწესებულებაში სამსახური, გარდა სამხედრო სავალდებულო სამსახურისა/წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა).
4. აღსრულების პოლიციელს ზეგანაკვეთური მუშაობის ან/და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით შეიძლება მიეცეს სახელფასო დანამატი. აღსრულების პოლიციელის მიერ შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება, აღსრულების პოლიციელის სურვილის შესაბამისად, მისთვის სახელფასო დანამატის ან ზეგანაკვეთური სამუშაოს პროპორციული დამატებითი დასვენების დროის მიცემით.
5. აღსრულების პოლიციელს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეიძლება მიეცეს ფულადი ჯილდო.
6. აღსრულების პოლიციელი საკლასო დანამატს არ იღებს.
7. აღსრულების პოლიციელის შრომის ანაზღაურების წესი მტკიცდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
8. აღსრულების პოლიციელს კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში 2 თვის განმავლობაში უნარჩუნდება ბოლოს დაკავებული თანამდებობის შესაბამისი თანამდებობრივი სარგო.
9. აღსრულების პოლიციელთა შრომის ანაზღაურების ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. აღსრულების ეროვნული ბიუროს ბიუჯეტის შემცირება არ შეიძლება იყოს აღსრულების პოლიციელის შრომის ანაზღაურების შემცირების საფუძველი.
10. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას აღსრულების პოლიციელის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 30 000 ლარის ოდენობით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში აღსრულების პოლიციელის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს.
11. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში მას აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი დახმარება შემდეგი ოდენობით:
ა) ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისას – 7 000 ლარი;
ბ) ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 4 000 ლარი;
გ) ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისას – 2 000 ლარი.
12. აღსრულების პოლიციელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სრულად აუნაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
13. აღსრულების პოლიციელს, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის სამსახურებრივ ავტომანქანას (სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას) ან საკუთარ სატრანსპორტო საშუალებას იყენებს, საწვავით სახელმწიფო უზრუნველყოფს.
14. აღსრულების პოლიციელსა და მისი ოჯახის წევრს სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.
15. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ფარგლებში აღსრულების პოლიციელისთვის შეიძლება განისაზღვროს ამ კანონით გაუთვალისწინებელი სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებები და შეღავათები.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2026 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1879/1 – ვებგვერდი, 16.10.2026წ.
მუხლი 14²⁹. აღსრულების პოლიციელის შვებულება
1. აღსრულების პოლიციელისთვის დადგენილია შვებულების შემდეგი სახეები:
ა) ყოველწლიური ანაზღაურებადი;
ბ) ანაზღაურებისგარეშე;
გ) სასწავლო;
დ) ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, ახალშობილის შვილად აყვანის გამო.
2. აღსრულების პოლიციელს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება ეძლევა კალენდარული წლის განმავლობაში, 24 სამუშაო დღის ოდენობით.
3. აღსრულების პოლიციელს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა თანამდებობაზე დანიშვნიდან 11 თვის გასვლის შემდეგ. უფლებამოსილი პირის თანხმობით, მისი დასაბუთებული შუამდგომლობის არსებობის შემთხვევაში აღსრულების პოლიციელს შვებულება შეიძლება ამ ვადის გასვლამდეც მიეცეს.
4. თანამდებობაზე ახალდანიშნული აღსრულების პოლიციელის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა გამოითვლება მის მიერ ნამსახურები დღეების პროპორციულად: ორ-ნახევარი დღე სამსახურში მიღების დღიდან ყოველ სრულ თვეზე, მაგრამ არაუმეტეს 24 სამუშაო დღისა.
5. აღსრულების პოლიციელის ყოველწლიურ ანაზღაურებად შვებულებაში ყოფნის დროს დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი ამ შვებულების ანგარიშში არ ითვლება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანაზღაურდება.
6. აღსრულების პოლიციელს უფლება აქვს, კალენდარული წლის განმავლობაში გამოუყენებელი ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით მომდევნო კალენდარულ წელს ისარგებლოს. ამ შემთხვევაში შვებულების პერიოდულობა აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან უნდა შეთანხმდეს.
7. აღსრულების პოლიციელს უფლება აქვს, აღსრულების პოლიციაში მუშაობის პერიოდში ისარგებლოს ანაზღაურებისგარეშე შვებულებით არაუმეტეს 1 წლისა, თუ ეს არ ეწინააღმდეგება სამსახურის ინტერესებს.
8. პროფესიული განვითარების მიზნით აღსრულების პოლიციელს 2 წელიწადში ერთხელ, თანამდებობრივი სარგოს შენარჩუნებით შეიძლება მიეცეს სასწავლო შვებულება არაუმეტეს 3 თვის ვადით. თუ აღსრულების პოლიციელს ამ პუნქტით გათვალისწინებული შვებულება სამსახურის ინიციატივით ეძლევა, მას შვებულებასთან დაკავშირებული ხარჯები სრულად უნაზღაურდება.
9. აღსრულების პოლიციელს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული შვებულებები ნაწილ-ნაწილ გამოიყენოს.
10. აღსრულების პოლიციელების შვებულებაში გასვლის რიგითობას განსაზღვრავს აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის უფროსი.
11. სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, დასაშვებია აღსრულების პოლიციელის შვებულების (გარდა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებისა) შეწყვეტა და მისი გამოძახება სამსახურის გასაგრძელებლად. გამოძახებულ აღსრულების პოლიციელს შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში შეიძლება აუნაზღაურდეს ტრანსპორტირების ხარჯები.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2026 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1879/1 – ვებგვერდი, 16.10.2026წ.
მუხლი 14³⁰. აღსრულების პოლიციელის შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო
1. აღსრულების პოლიციელს მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება 730 კალენდარული დღის ოდენობით.
2. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 200 კალენდარული დღე. ანაზღაურება გაიცემა აღსრულების ეროვნული ბიუროს ბიუჯეტიდან, აღსრულების პოლიციელის შრომის ანაზღაურების ოდენობით.
3. აღსრულების პოლიციელს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შვებულება თავისი შეხედულებისამებრ გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობისშემდგომ პერიოდებზე.
4. აღსრულების პოლიციელს, რომელმაც 1 წლამდე ასაკის ბავშვი იშვილა, მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე. ანაზღაურება გაიცემა აღსრულების ეროვნული ბიუროს ბიუჯეტიდან, აღსრულების პოლიციელის შრომის ანაზღაურების ოდენობით.
5. აღსრულების პოლიციელს ორსულობის პერიოდში სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების გამო გაცდენილი სამუშაო საათები ამ გამოკვლევების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში საპატიოდ ჩაეთვლება და შრომის ანაზღაურება შეუნარჩუნდება.
6. ამ მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შვებულებით ბავშვის მოვლის გამო შეიძლება ისარგებლოს იმ მშობელმა, რომელიც ფაქტობრივად უვლის ბავშვს. ამ შემთხვევაში აღსრულების პოლიციელს შვებულება ეძლევა ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით და ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახალშობილი ბავშვის დედას არ უსარგებლია ამ მუხლით განსაზღვრული შვებულებით.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2026 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1879/1 – ვებგვერდი, 16.10.2026წ.
მუხლი 14³¹. სამსახურში დროებით არმყოფი აღსრულების პოლიციელის მოვალეობების შესრულება
1. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე სამსახურში დროებით არმყოფი აღსრულების პოლიციელის შესაცვლელად ან ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც აღსრულების პოლიციელის სამსახურში არყოფნა საფრთხეს უქმნის აღსრულების პოლიციის ნორმალურ ფუნქციონირებას, უფლებამოსილია:
ა) სამსახურში დროებით არმყოფი აღსრულების პოლიციელის მოვალეობები დააკისროს/გადაუნაწილოს სხვა აღსრულების პოლიციელს/აღსრულების პოლიციელებს მისი/მათი საკუთარი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისგან გათავისუფლების გარეშე;
ბ) სამსახურში დროებით არმყოფი აღსრულების პოლიციელის მოვალეობები დააკისროს სხვა აღსრულების პოლიციელს და ის გაათავისუფლოს საკუთარი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისგან.
2. აღსრულების პოლიციელს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეასრულოს სამსახურში დროებით არმყოფი აღსრულების პოლიციელის მოვალეობები კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 1 თვის ვადით. სამსახურში დროებით არმყოფი აღსრულების პოლიციელის მოვალეობების კალენდარული წლის განმავლობაში 1 თვეზე მეტი ვადით შესრულება შესაძლებელია მისი შემცვლელი აღსრულების პოლიციელის თანხმობით.
3. აღსრულების პოლიციელს, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ასრულებს სამსახურში დროებით არმყოფი აღსრულების პოლიციელის მოვალეობებს, თავისი თანამდებობრივი სარგოს გარდა, ეძლევა სახელფასო დანამატი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობის ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი ოდენობით.
4. აღსრულების პოლიციელს, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ასრულებს სამსახურში დროებით არმყოფი აღსრულების პოლიციელის მოვალეობებს, ეძლევა სამსახურში დროებით არმყოფი აღსრულების პოლიციელის თანამდებობრივი სარგო, თუ ის აღემატება მის თანამდებობრივ სარგოს. თუ სამსახურში დროებით არმყოფი აღსრულების პოლიციელის თანამდებობრივი სარგო მისი შემცვლელი აღსრულების პოლიციელის თანამდებობრივ სარგოზე ნაკლებია, შემცვლელ აღსრულების პოლიციელს უნარჩუნდება თავისი თანამდებობრივი სარგო.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2026 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1879/1 – ვებგვერდი, 16.10.2026წ.
მუხლი 14³². აღსრულების პოლიციელის წახალისება
1. სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის, განსაკუთრებული სირთულის, მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისთვის ან/და განსაკუთრებული დამსახურებისთვის აღსრულების პოლიციელის მიმართ გამოიყენება წახალისების შემდეგი ფორმები:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) ფულადი ჯილდოს მიცემა;
გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;
დ) სიგელით დაჯილდოება;
ე) სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დაჯილდოება;
ვ) სამინისტროს უწყებრივი ჯილდოთი დაჯილდოება;
ზ) მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება;
თ) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;
ი) დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადის შემცირება (ამ კანონის 14³³ მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის მოქმედების შემთხვევაში);
კ) დაწინაურება.
2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი მამაცობისა და გამბედაობისთვის აღსრულების პოლიციელი შეიძლება წარდგენილ იქნეს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოზე.
3. აღსრულების პოლიციელი დაწინაურდება შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით, თუ მის თანამდებობაზე უფრო მაღალი თანამდებობა წამყვანი/მენეჯერული თანამდებობაა და თვისებრივად განსხვავებული სამუშაოს შესრულებას ითვალისწინებს.
4. აღსრულების პოლიციელის მიმართ შეიძლება ერთდროულად იქნეს გამოყენებული წახალისების რამდენიმე ფორმა.
5. წახალისებული აღსრულების პოლიციელი ახალი დამსახურებისთვის შეიძლება კვლავ წახალისდეს წახალისების იმავე ან სხვა ფორმით.
6. აღსრულების პოლიციელის წახალისებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება აღსრულების პოლიციაში სამსახურის გავლის წესით.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2026 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1879/1 – ვებგვერდი, 16.10.2026წ.
მუხლი 14³³. აღსრულების პოლიციელის დისციპლინური პასუხისმგებლობა
1. მსუბუქი ან მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის აღსრულების პოლიციელს შეიძლება დაეკისროს დისციპლინური სახდელი.
2. დისციპლინური გადაცდომის სახეებია:
ა) სამსახურებრივი მოვალეობის განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება;
ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების განზრახ ან გაუფრთხილებლობით შექმნა;
გ) ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია აღსრულების პოლიციისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს დისკრედიტაციისკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია ის ჩადენილი თუ მის გარეთ;
დ) უშუალო ხელმძღვანელის ან/და ზემდგომი პირის კანონიერი მითითების შეუსრულებლობა;
ე) ეთიკის ნორმების დარღვევა.
3. დისციპლინური გადაცდომა მძიმეა, თუ:
ა) დისციპლინური გადაცდომის შედეგად შეილახა დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი აღსრულების პოლიციელის რეპუტაცია, რაც გამორიცხავს მის მიერ მომავალში სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას;
ბ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა აღსრულების პოლიციასა და აღსრულების ეროვნული ბიუროს რეპუტაციას ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მოსამსახურეს, მესამე პირს ან საჯარო ინტერესს;
გ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად აღსრულების ეროვნულ ბიუროს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა;
დ) დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე აღსრულების პოლიციელმა ახალი დისციპლინური გადაცდომა ჩაიდინა.
4. დისციპლინური სახდელებია:
ა) შენიშვნა;
ბ) გაფრთხილება;
გ) საყვედური;
დ) არაუმეტეს 10 სამუშაო დღის თანამდებობრივი სარგოს დაკავება;
ე) თანამდებობრივი სარგოს 10 პროცენტიდან 50 პროცენტამდე დაკავება 1 თვიდან 6 თვემდე ვადით;
ვ) უფრო დაბალ თანამდებობაზე გადაყვანა;
ზ) სამსახურიდან გათავისუფლება.
5. აღსრულების პოლიციელი სამსახურიდან შეიძლება გათავისუფლდეს მხოლოდ მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2026 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1879/1 – ვებგვერდი, 16.10.2026წ.
მუხლი 14³⁴. აღსრულების პოლიციელისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრებისა და გამოყენების წესი
1. დისციპლინური წარმოება ხორციელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის X თავის შესაბამისად, ამ მუხლით განსაზღვრული თავისებურებების გათვალისწინებით.
2. აღსრულების პოლიციელისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.
3. დაუშვებელია აღსრულების პოლიციელისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრება მისი დროებითი შრომისუუნარობის ან შვებულებაში ან მივლინებაში ყოფნის დროს, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან 1 წელზე მეტია გასული.
4. აღსრულების პოლიციელისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის შინაარსი, სიმძიმე და შედეგები, აგრეთვე ამ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გარემოებები, აღსრულების პოლიციელის პიროვნება და დამსახურება.
5. სასამართლოს მიერ შესაბამის სისხლის სამართლის საქმეზე ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამამართლებელი გადაწყვეტილების გამოტანა არ გამორიცხავს აღსრულების პოლიციელისთვის დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას.
6. სასამართლოს მიერ შესაბამის სისხლის სამართლის საქმეზე ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამამტყუნებელი გადაწყვეტილების გამოტანა გამორიცხავს აღსრულების პოლიციელისთვის დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას.
7. დაუშვებელია ერთი დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის აღსრულების პოლიციელისთვის ორი ან ორზე მეტი დისციპლინური სახდელის დაკისრება.
8. აღსრულების პოლიციელი დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონედ ითვლება მისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრებიდან 1 წლის განმავლობაში.
9. აღსრულების პოლიციელს დისციპლინური სახდელი შეიძლება ვადამდე მოეხსნას, თუ მას ახალი დისციპლინური გადაცდომა არ ჩაუდენია და თავი გამოიჩინა, როგორც კეთილსინდისიერმა მოსამსახურემ, აგრეთვე განსაკუთრებული დამსახურებისთვის.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2026 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1879/1 – ვებგვერდი, 16.10.2026წ.
მუხლი 14³⁵. აღსრულების პოლიციელის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება
1. აღსრულების პოლიციელის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება ნიშნავს აღსრულების პოლიციელის დროებით გათავისუფლებას სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისგან და აღსრულების ეროვნული ბიუროს გათავისუფლებას აღსრულების პოლიციელის სამსახურით უზრუნველყოფის მოვალეობისგან.
2. აღსრულების პოლიციელის სამსახურებრივი ურთიერთობა შეჩერდება:
ა) აღსრულების პოლიციელის შვებულებაში ყოფნის დროს;
ბ) აღსრულების პოლიციელის საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს, აგრეთვე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და აღმასრულებელი ორგანოს – მერის არჩევნებში კანდიდატად წარდგენის დროს, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი;
გ) აღსრულების პოლიციელის დროებითი შრომისუუნარობის დროს;
დ) ამ მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე სხვა კანონიერი საფუძვლით აღსრულების პოლიციელის სამსახურისგან ჩამოშორების დროს;
ე) აღსრულების პოლიციელის კადრების განკარგულებაში აყვანის დროს;
ვ) ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
3. უშუალო ან ზემდგომი ხელმძღვანელი ვალდებულია არ დაუშვას სამუშაოზე აღსრულების პოლიციელი, რომელიც ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში იმყოფება. ამ საფუძვლით სამსახურისგან ჩამოშორებულ პირს სამსახურისგან ჩამოშორების პერიოდისთვის ხელფასი არ ეძლევა.
4. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) აღსრულების პოლიციელის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება ფორმდება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
5. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია დისციპლინური წარმოების განხორციელებისას აღსრულების პოლიციელი სამსახურს ჩამოაშოროს. სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდში აღსრულების პოლიციელს უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო/წოდებრივი სარგო და დანამატები, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე აღსრულების პოლიციელს სამსახურებრივ უფლებამოსილებას შეუჩერებს (თანამდებობიდან დროებით გადააყენებს) სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე ან შესაბამისი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე.
7. თანამდებობიდან დროებით გადაყენებული აღსრულების პოლიციელი გამართლების შემთხვევაში უნდა აღდგეს ბოლოს დაკავებულ თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – მის ტოლფას თანამდებობაზე. გამართლებულ აღსრულების პოლიციელს უნაზღაურდება განაცდური თანამდებობრივი სარგო, წოდებრივი სარგო და წელთა ნამსახურობის დანამატი.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2026 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1879/1 – ვებგვერდი, 16.10.2026წ.
მუხლი 14³⁶. აღსრულების პოლიციელის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტა
1. აღსრულების პოლიციელის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) სამსახურიდან გათავისუფლება;
ბ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;
გ) კანონით დადგენილი წესით უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება;
დ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
ე) გარდაცვალება.
2. აღსრულების პოლიციელი შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან:
ა) სხვა სამსახურში გადასვლის გამო;
ბ) სამსახურში მიღებისთვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამო;
გ) შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელი დოკუმენტის არქონის გამო;
დ) აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის გაუქმების ან შტატების შემცირების გამო;
ე) მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო;
ვ) ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო;
ზ) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე;
თ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომელიც მას არ აძლევს საშუალებას, სათანადოდ შეასრულოს სამსახურებრივი მოვალეობა;
ი) არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევების გამო;
კ) პირადი განცხადების საფუძველზე;
ლ) საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I და II სიებში შეტანილ ნივთიერებათა მოხმარების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, გარდა მის მიერ ამ ნივთიერებების სამკურნალო მიზნით მოხმარებისა;
მ) საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I და II სიებში შეტანილ ნივთიერებათა მოხმარების ფაქტის შესამოწმებლად პერიოდული, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შემოწმებაზე უარის თქმის შემთხვევაში;
ნ) სამსახურებრივი (თანამდებობრივი) შეუთავსებლობის გამო;
ო) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო;
პ) კანონით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საფუძვლით.
3. აღსრულების პოლიციელი, რომელიც თვითნებურად, 5 დღეზე მეტი ხნით მიატოვებს სამსახურს, მისი თვითნებური მიტოვების მეორე სამუშაო დღიდან ითვლება სამსახურიდან გათავისუფლებულად.
4. თანამდებობიდან გათავისუფლებული აღსრულების პოლიციელი აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანებით შეიძლება აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით.
5. კადრების განკარგულებაში აყვანილ აღსრულების პოლიციელს შეიძლება დაეკისროს მოვალეობის დროებით შესრულება.
6. კადრების განკარგულებაში აყვანილი აღსრულების პოლიციელი კადრების განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო შეწყვეტის შესახებ გაფრთხილებულად.
7. სამსახურიდან გათავისუფლებული აღსრულების პოლიციელი ვალდებულია დააბრუნოს მისთვის სამსახურებრივი სარგებლობისთვის გადაცემული ქონება (მატერიალური ფასეულობები).
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2026 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1879/1 – ვებგვერდი, 16.10.2026წ.
მუხლი 14³⁷. აღსრულების პოლიციაში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლა
აღსრულების პოლიციაში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესი მტკიცდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2026 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1879/1 – ვებგვერდი, 16.10.2026წ.
თავი IV სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირები
მუხლი 15. სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირები
სააღსრულებო წარმოებაში მონაწილეობენ:
ა) კრედიტორი და მოვალე (შემდგომში ასევე – სააღსრულებო წარმოების მხარეები);
ბ) აღმასრულებელი;
გ) კერძო აღმასრულებელი;
დ) სხვა პირები, რომლებიც მონაწილეობენ სააღსრულებო წარმოების პროცესში.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438
მუხლი 15¹. სააღსრულებო წარმოების მხარეები
1. სააღსრულებო წარმოებაში კრედიტორს წარმოადგენს ფიზიკური და იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, პირთა გაერთიანება იურიდიული პირის შეუქმნელად, სახელმწიფო ორგანოები და მუნიციპალიტეტები/მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოები, რომელთა სასარგებლოდ ან/და ინტერესებისათვის მიღებულია ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილება.
2. სააღსრულებო წარმოებაში მოვალეა ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, პირთა გაერთიანება იურიდიული პირის შეუქმნელად, სახელმწიფო ორგანო და მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტის ორგანო, რომლებსაც ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილება ავალდებულებს, შეასრულონ განსაზღვრული მოქმედებები ან თავი შეიკავონ განსაზღვრული მოქმედებების შესრულებისაგან.
ცვლილებები ამ მუხლში (3)
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438
საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4628 - ვებგვერდი, 29.12.2015წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6981 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
მუხლი 15². აღმასრულებლის აცილების საფუძველი, აცილების წესი და თვითაცილება
1. აღმასრულებლის აცილება დასაშვებია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებით. აღმასრულებლის აცილების ან თვითაცილების საკითხი შეიძლება დააყენონ სააღსრულებო წარმოების მხარეებმა ან/და თავად აღმასრულებელმა.
2. სამოქმედო ტერიტორიაზე აღმასრულებლის აცილების ან თვითაცილების საკითხს განიხილავს და წყვეტს სააღსრულებო ბიუროს უფროსი, ხოლო ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აღსრულების ეროვნულ ბიუროში დასაქმებული პირის აცილების ან თვითაცილების საკითხს – აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებათ სააღსრულებო წარმოების მხარეებს.
3. სააღსრულებო ბიუროს უფროსის გადაწყვეტილება აცილების ან თვითაცილების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოს წესით.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438
მუხლი 16. (ამოღებულია)
ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).
ცვლილებები ამ მუხლში (3)
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438
მუხლი 17. აღმასრულებლის უფლება-მოვალეობანი
1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული აღმასრულებლის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, მიუხედავად მათი დაქვემდებარებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა.
2. ყველა ადმინისტრაციული ორგანო, საბანკო დაწესებულება, მოვალესთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს მას ინფორმაცია მოვალის ქონებრივი მდგომარეობის, შემოსავლების, საბანკო ანგარიშების, ანგარიშებზე არსებული ნაშთებისა და თანხის ბრუნვის შესახებ.
3. აღმასრულებელი ვალდებულია დაიცვას ინფორმაციის კონფიდენციალობა და იგი მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისთვის გამოიყენოს. ამ მოთხოვნის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. აღმასრულებელს სააღსრულებო მოქმედებათა განხორციელებისას უფლება აქვს, შევიდეს მოვალის ბინაში, დაათვალიეროს ყველა სათავსი და მოვალის ქონება. დათვალიერება ფორმდება ოქმით.
5. იძულებითი აღსრულების პირობებში აღმასრულებელი უფლებამოსილია განახორციელოს:
ა) გადახდევინება:
ა.ა) მოვალის ქონებიდან მასზე ყადაღის დადებით და ქონების გაყიდვით, ხოლო თუ საკითხი სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ქონებას ეხება, ამის შესახებ აცნობოს შესაბამის სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოს;
ა.ბ) მოვალის ხელფასიდან, პენსიიდან (მათ შორის, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე პენსიის მიმღებისა და გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის მიერ ერთიანი გადახდით მიღებული თანხიდან), სტიპენდიიდან და სხვა შემოსავლებიდან;
ა.გ) სხვა პირებთან არსებული მოვალის ფულადი თანხებიდან და ქონებიდან, აგრეთვე საინკასო დავალებების საფუძველზე მოვალის საბანკო ანგარიშებიდან;
ბ) მოვალისთვის იმ საგნების ჩამორთმევა, რომლებიც სასამართლო გადაწყვეტილებით კრედიტორს უნდა გადაეცეს;
გ) კანონის შესაბამისად აღსასრულებელ გადაწყვეტილებაში მითითებული სხვა ღონისძიებები.
6. (ამოღებულია).
7. აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში.
8. თუ მოვალე არ დაუშვებს აღმასრულებელს, განახორციელოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება, აღმასრულებელს შეუძლია დასახმარებლად მიმართოს აღსრულების პოლიციას ან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს, რომელიც ვალდებულია აღმოუჩინოს მას საჭირო დახმარება.
9. აღმასრულებლისათვის წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ან თუ მოვალის ბინაში განსახორციელებელ სააღსრულებო მოქმედებას არც მოვალე ესწრება და არც მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრი, აღმასრულებელი ადგენს აქტს და აგრძელებს სააღსრულებო მოქმედებას მუნიციპალიტეტის ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლის თანდასწრებით.
10. აღსრულების მსვ ლელობისას აღმასრულებელი უფლებამოსილია გამოიძახოს სააღსრულებო წარმოების მხარეები სააღსრულებო დოკუმენტების გასაცნობად, სააღსრულებო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, მიიღოს ზეპირი და წერილობითი ინფორმაცია, თუ ეს აუცილებელია აღსრულების მიზნებისათვის.
11. აღმასრულებელს თავისი ქვემდებარე სააღსრულებო საქმის წარმოებისას მოძრავ ქონებაზე და საბანკო ანგარიშებზე უფლება აქვს, სააღსრულებო მოქმედება განახორციელოს სხვა სააღსრულებო ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაზედაც.
12. აღმასრულებელს უფლება აქვს, სააღსრულებო მოქმედება განახორციელოს ნებისმიერ დროს, მათ შორის, არასამუშაო დროს და უქმე დღეს, თუ ეს აუცილებელია კონკრეტული სააღსრულებო წარმოების ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე.
ცვლილებები ამ მუხლში (11)
საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3648 - სსმ I, №44, 27.11.2006წ., მუხ.296
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1321 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.57
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438
საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4827 - ვებგვერდი, 28.06.2011წ.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3307 – ვებგვერდი, 06.08.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6981 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3603 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.
მუხლი 17¹. (ამოღებულია)
ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).
ცვლილებები ამ მუხლში (8)
საქართველოს 2001 წლის 19 ივნისის კანონი №941 – სსმ I, 03.07.2001 წ., №20, მუხ.68
საქართველოს 2002 წლის 25 ივნისის კანონი №1596 – სსმ I, 13.07.2002 წ., №22, მუხ.103
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4230 - სსმ I, №50, 30.12.2006წ., მუხ.381
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371
საქართველოს 2010 წლის 17 სექტემბრის კანონი №3598- სსმ I, №54, 12.10.2010 წ., მუხ.350
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438
საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3970- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.434
მუხლი 18. კრედიტორისა და მოვალის უფლებამოსილებანი
1. კრედიტორსა და მოვალეს უფლება აქვთ:
ა) დაესწრონ აღსრულების მიმდინარეობას, გაეცნონ სააღსრულებო მასალებს, მიიღონ აუცილებელი ცნობები, გარდა კომერციული (საგადასახადო და საბანკო) საიდუმლოების შემცველი და სხვა კონფიდენციალური ინფორმაციისა, რომლებიც შეეხება აღსრულებას;
ბ) მორიგდნენ;
გ) იდავონ ქონების კუთვნილებაზე ან მის ფასზე;
დ) აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგინონ რეალიზაციას დაქვემდებარებული ქონების შეძენით დაინტერესებული პირები;
ე) გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ან პირდაპირ სასამართლოში − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 1 თვის ვადაში;
ვ) გაასაჩივრონ საჩივართან დაკავშირებით მიღებული აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში.
2. კრედიტორი და მოვალე აღსრულების პროცესში მორიგების შემთხვევაში აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადასცემენ მორიგების შესახებ წერილობით შეთანხმებას, რომელსაც იგი 3 დღის ვადაში სააღსრულებო წარმოების მხარეთა მორიგების დამტკიცების საკითხის გადასაწყვეტად უგზავნის იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც მიმდინარეობს აღსრულება, ხოლო თუ აღსრულება ერთდროულად მიმდინარეობს ერთზე მეტი სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიებზე – ერთ-ერთ სასამართლოს.
3. კრედიტორს და მოვალეს უფლება აქვთ, აღსრულების გადადების, განწილვადების შესახებ ან აღსრულებასთან დაკავშირებული სხვა მოქმედებების თაობაზე მიმართონ სასამართლოს.
4. ქონების საბაზრო ღირებულებასთან დაკავშირებულ დავაზე დაუშვებელია ამ ქონების შეფასების და მის საფუძველზე განხორციელებული სააღსრულებო მოქმედების, ასევე აუქციონის შედეგის გაუქმება, თუ პირველ აუქციონზე გამოცხადებული ქონების საწყისი ფასი არ აღემატება ამ ქონების საბაზრო ღირებულებას.
ცვლილებები ამ მუხლში (8)
საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300
საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1321 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.57
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438
საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4827 - ვებგვერდი, 28.06.2011წ.
მუხლი 18¹. მხარეთა წარმომადგენლობა სააღსრულებო წარმოების პროცესში
1. მხარეთა წარმომადგენლობა სააღსრულებო წარმოების პროცესში განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
2. თუ გადაწყვეტილებაში კრედიტორად მითითებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, მისი აღსრულებისას სახელმწიფოს, ავტონომიურ რესპუბლიკას ან მუნიციპალიტეტს წარმოადგენს ის სახელმწიფო ორგანო/პირი, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზედაც წარმოებს აღსრულება ან/და რომლის მიმართვის საფუძველზედაც გამოიტანა სასამართლომ აღსასრულებელი გადაწყვეტილება. ასეთი გადაწყვეტილების აღსრულებისას, აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და ამ პუნქტით განსაზღვრულ სახელმწიფო ორგანოს/პირს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია წარმოადგინოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან მუნიციპალიტეტი/ მუნიციპალიტეტის ორგანო.
ცვლილებები ამ მუხლში (6)
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438
საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4827 - ვებგვერდი, 28.06.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5171 - ვებგვერდი, 07.11.2011წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6981 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
მუხლი 18². დასრულებულ სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შენახვა
დასრულებულ სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შენახვა სავალდებულოა. მისი შენახვის წესი, პირობები და ამგვარი დოკუმენტაციის ასლის მიღებისათვის გადასახდელის ოდენობა დგინდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300
საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2797 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.84
მუხლი 18³. აღმასრულებლის მოქმედების გასაჩივრება აღსრულების ეროვნულ ბიუროში
1. სააღსრულებო წარმოების მხარესა და დაინტერესებულ პირს, რომელთა კანონიერ ინტერესზედაც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს აღმასრულებლის ქმედება, უფლება აქვთ, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან ერთჯერადად გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. ასეთი გასაჩივრება ავტომატურად ვერ შეაჩერებს გასაჩივრებულ სააღსრულებო ქმედებას. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია თავისი ინიციატივით ან სააღსრულებო წარმოების მხარის/დაინტერესებული პირის შუამდგომლობით შეაჩეროს გასაჩივრებული სააღსრულებო ქმედება.
2. საჩივარი შეიტანება აღსრულების ეროვნულ ბიუროში. მასში უნდა აღინიშნოს:
ა) საჩივრის შემტანის ვინაობა/დასახელება, საიდენტიფიკაციო მონაცემები, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, საკონტაქტო ინფორმაცია;
ბ) სააღსრულებო წარმოების საქმის რეკვიზიტები: სააღსრულებო საქმის ნომერი, სააღსრულებო ფურცელი/აღსასრულებელი გადაწყვეტილება, სააღსრულებო წარმოების მხარეები;
გ) იმ აღმასრულებლის ვინაობა, რომლის მოქმედებაც საჩივრდება;
დ) გასაჩივრებული მოქმედების შინაარსი;
ე) საჩივრის შემტანის მოთხოვნა, მისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები;
ვ) საჩივარზე დართული დოკუმენტების ჩამონათვალი, თუ საჩივარს დაერთვის რაიმე დოკუმენტი;
ზ) საჩივრის შეტანის თარიღი და უფლებამოსილი პირის ხელმოწერა.
2¹. საჩივარი შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით, როგორც წესი, ნაბეჭდი სახით, უნდა უპასუხებდეს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს.
3. საჩივარს უნდა დაერთოს მტკიცებულებები, მათი არსებობის შემთხვევაში.
4. აღსრულების ეროვნული ბიურო არ მიიღებს საჩივარს, თუ იგი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტებითა და 2¹ პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.
5. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე არ განიხილავს საჩივარს, თუ:
ა) იგი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება იმავე დავის საგანზე მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის ან სააღსრულებო წარმოების მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ;
გ) სასამართლო წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;
დ) არსებობს სასამართლოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილება ამავე საკითხზე;
ე) (ამოღებულია - 20.03.2015, №3383);
ვ) (ამოღებულია – 08.05.2012, №6145);
ზ) გასულია საჩივრის შეტანის ამ კანონით დადგენილი ვადა.
6. თუ საჩივარი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“–„დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით, ასევე მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს ან იგი შეიტანა არაუფლებამოსილმა პირმა, ამის თაობაზე 7 კალენდარული დღის ვადაში ეცნობება საჩივრის შემტანს და განესაზღვრება ვადა, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია.
7. დამატებითი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარდგენამდე საჩივრის განხილვის ვადის დინება ჩერდება. იგი განახლდება შესაბამისი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარდგენისთანავე.
8. დადგენილ ვადაში საჩივრის შემტანის მიერ შესაბამისი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში საჩივარი არ განიხილება.
9. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე საჩივარს განიხილავს მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში და საჩივრის შემტანს აცნობებს საჩივრის დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია, საქმის სირთულიდან გამომდინარე, არა უმეტეს 15 კალენდარული დღით გააგრძელოს საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების ვადა, რის შესახებაც იგი ატყობინებს საჩივრის შემტანს. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე დასაბუთებული უნდა იყოს. საჩივრის შემტანი უფლებამოსილია საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი ამ კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების ვადის დარღვევა ჩაითვლება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად.
10. სააღსრულებო წარმოებისას ქონების შემძენისათვის საკუთრების უფლების მინიჭების შესახებ განკარგულება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და იგი გასაჩივრდება სასამართლოში.
11. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია თავისი ინიციატივით გააუქმოს აღმასრულებლის მიერ განხორციელებული სააღსრულებო მოქმედება.
ცვლილებები ამ მუხლში (5)
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438
საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4827 - ვებგვერდი, 28.06.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5171 - ვებგვერდი, 07.11.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012წ.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3383 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
მუხლი 18⁴. მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების განწილვადება
აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიიღოს გადაწყვეტილება მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების 12 თვემდე ვადით განწილვადების შესახებ: სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სასარგებლოდ აღსასრულებელ საქმეზე – თავისი ინიციატივით, ხოლო სხვა საქმეზე – კრედიტორის თანხმობით. განწილვადების პირობების დარღვევის შემთხვევაში სააღსრულებო საქმის წარმოება განახლდება.
ცვლილებები ამ მუხლში (3)
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438
საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4827 - ვებგვერდი, 28.06.2011წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6981 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
მუხლი 19. სააღსრულებო საქმის მასალების გაცნობა და მათი ასლების გადაცემა
სააღსრულებო წარმოების მხარეს უფლება აქვს, გაეცნოს სააღსრულებო საქმის მასალებს და მიიღოს მათი ასლები, გარდა კომერციული (საგადასახადო და საბანკო) საიდუმლოების შემცველი და სხვა კონფიდენციალური დოკუმენტებისა და მათი ასლებისა, ხოლო სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირს უფლება აქვს, გაეცნოს იმ სააღსრულებო საქმის მასალებს და მიიღოს მათი ასლები, რომლებიც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მის უფლებაზე ან/და კანონიერ ინტერესზე, გარდა კომერციული (საგადასახადო და საბანკო) საიდუმლოების შემცველი და სხვა კონფიდენციალური დოკუმენტებისა.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300
საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4827 - ვებგვერდი, 28.06.2011წ.
თავი IV¹ მოვალეთა რეესტრი
მუხლი 19¹. მოვალეთა რეესტრის წარმოება
1. მოვალეთა რეესტრი არის ფულადი მოთხოვნის აღსრულების უზრუნველყოფამდე წარმოებული საშუალება – სისტემატიზებული ელექტრონული ერთობლიობა მონაცემებისა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა და სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნთა შესახებ, რომელთა მიმართაც აღსრულება დაიწყო 2010 წლის 1 იანვრიდან, გარდა სახელმწიფო ორგანოებისა, მუნიციპალიტეტების/მუნიციპალიტეტების ორგანოებისა და უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოვალისა. პირი მოვალეთა რეესტრში შეიტანება დაუყოვნებლივ, მას შემდეგ, რაც მის წინააღმდეგ დაიწყება სააღსრულებო წარმოება.
1¹. იმ პირის მოვალეთა რეესტრში რეგისტრაცია, რომლის მიმართაც აღსრულება დაიწყო 2010 წლის 1 იანვრამდე, შესაძლებელია განხორციელდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს ინიციატივით.
2. მოვალეთა რეესტრს (შემდგომში – რეესტრი) აწარმოებს აღსრულების ეროვნული ბიურო. რეესტრის წარმოების წესს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
3. რეესტრში რეგისტრაცია არ ათავისუფლებს პირს ფულადი გადახდევინების აღსრულებისაგან.
4. რეესტრის მონაცემები საჯაროა და აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს რეესტრის მონაცემების ხელმისაწვდომობას ამ კანონის 19 ² მუხლში მითითებული ორგანოებისათვის, აგრეთვე მონაცემების მუდმივ განახლებას.
5. აღსრულების ეროვნული ბიუროს და სააღსრულებო ბიუროების საამისოდ უფლებამოსილი პირები რეესტრის მონაცემების საფუძველზე უზრუნველყოფენ შესაბამისი ცნობებისა და ამონაწერების გაცემას ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა. რეესტრიდან შესაბამისი ცნობა და ამონაწერი გაიცემა დადგენილი საფასურის წინასწარ გადახდისა და დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.
6. რეესტრიდან შესაბამისი ცნობისა და ამონაწერის მისაღებად საფასურის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
ცვლილებები ამ მუხლში (7)
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2461 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.373
საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2797 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.84
საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3167 - სსმ I, №34, 09.07.2010წ., მუხ.203
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438
საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4827 - ვებგვერდი, 28.06.2011წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6981 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
მუხლი 19². რეესტრიდან გამომდინარე სახელმწიფო, საბანკო და სხვა დაწესებულებების ვალდებულებები
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა ორგანოებმა რეესტრში რეგისტრირებული პირის სახელზე სატრანსპორტო საშუალებისა და სამოქალაქო იარაღის რეგისტრაციისას ამის თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ აღსრულების ეროვნულ ბიუროს/კერძო აღმასრულებელს მის მიერ წარმოებულ საქმეზე და უნდა შეაჩერონ მოვალის ქონების შემდგომი განკარგვის რეგისტრაცია პირის რეესტრიდან ამორიცხვამდე, გარდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ამ ქონების იძულებით განკარგვისა და ამ კანონის 19⁴მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ ქონებაზე საკუთრების ან სხვა უფლების რეგისტრაციისთანავე, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ აღსრულების ეროვნულ ბიუროს/კერძო აღმასრულებელს მის მიერ წარმოებულ საქმეზე და უნდა შეაჩეროს მოვალის ქონების შემდგომი განკარგვის რეგისტრაცია პირის რეესტრიდან ამორიცხვამდე, გარდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ამ ქონების იძულებით განკარგვისა და ამ კანონის 19⁴მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3. საბანკო დაწესებულება ვალდებულია პირის რეესტრში რეგისტრაციის დღიდან არა უგვიანეს მომდევნო საბანკო დღისა აცნობოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს/კერძო აღმასრულებელს მის მიერ წარმოებულ საქმეზე რეესტრში რეგისტრირებული პირის ანგარიშების და მათზე არსებული ნაშთების შესახებ. ამასთანავე, საბანკო დაწესებულება ამ პირის ანგარიშზე (ანგარიშებზე) ავრცელებს ყადაღას აღსასრულებელი მოთხოვნის ფარგლებში. საბანკო დაწესებულება დაუყოვნებლივ აცნობებს აღსრულების ეროვნულ ბიუროს რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ ახალი საბანკო ანგარიშის (ანგარიშების) გახსნისა და განხორციელებული ოპერაციების შესახებ და ვალდებულია გაავრცელოს ყადაღა ასევე ამ ანგარიშზე (ანგარიშებზე), თუ ანგარიშზე (ანგარიშებზე) მანამდე განხორციელებული ყადაღის დადებით ვერ იქნა უზრუნველყოფილი ყადაღის გავრცელება აღსასრულებელი მოთხოვნის სრული მოცულობის ფარგლებში.
4. აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და ამ მუხლში მითითებულ დაწესებულებებს შორის მიმოწერა ხორციელდება მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით. ასეთი მიმოწერის წესი და პირობები განისაზღვრება აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და ამ მუხლში მითითებულ დაწესებულებებს შორის დადებული ხელშეკრულებით.
ცვლილებები ამ მუხლში (6)
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2461 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.373
საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2797 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.84
საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3167 - სსმ I, №34, 09.07.2010წ., მუხ.203
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438
საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4827 - ვებგვერდი, 28.06.2011წ.
მუხლი 19³. რეესტრში რეგისტრირებული პირის უფლების შეზღუდვა
რეესტრში რეგისტრაციისთანავე პირს ეზღუდება შესაბამის რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი და მოძრავი ქონების და სხვა არამატერიალური ქონებრივი სიკეთის განკარგვის (უფლებრივად დატვირთვის) უფლება, გარდა ამ კანონის 19⁴ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
ცვლილებები ამ მუხლში (4)
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2461 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.373
საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2797 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.84
საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4827 - ვებგვერდი, 28.06.2011წ.
მუხლი 19⁴. რეესტრში რეგისტრირებული პირის მიმართ დაწესებული შეზღუდვების მოხსნა და რეესტრიდან ამორიცხვა
1. რეესტრში რეგისტრირებულ პირზე დაწესებული შეზღუდვები მთლიანად იხსნება რეესტრიდან მისი ამორიცხვისთანავე.
2. პირის რეესტრიდან ამორიცხვის საფუძველია:
ა) ფულადი გადახდევინების სრულად აღსრულება;
ბ) დაკისრებული ჯარიმის სხვა სახდელით შეცვლა;
გ) ამ კანონის 34-ე და 35-ე მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევები;
დ) სასამართლოს გადაწყვეტილება;
ე) (ამოღებულია – 17.06.2011, №4827);
ვ) „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის შესაბამისი მიმართვა.
3. სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების სასარგებლოდ აღსასრულებელ საქმეებზე აღსრულების ეროვნული ბიუროს თანხმობის, ხოლო სხვა საქმეებზე − აგრეთვე კრედიტორის თანხმობის არსებობის შემთხვევაში რეესტრში რეგისტრირებულ პირს უფლება აქვს, მოახდინოს რეესტრში რეგისტრაციის შედეგად შეზღუდული ქონების განკარგვა.
ცვლილებები ამ მუხლში (5)
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2797 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.84
საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4827 - ვებგვერდი, 28.06.2011წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6981 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2021 წლის 30 მარტის კანონი №427 – ვებგვერდი, 13.04.2021წ.
თავი V აღსრულება
მუხლი 20. სააღსრულებო ფურცელი
1. სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის (დედნის) გარეშე, გარდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 258¹ მუხლით გათვალისწინებული გირავნობის მოწმობის, იმავე კოდექსის 580⁸ მუხლით გათვალისწინებული ლიზინგის მოწმობის, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების, აღსრულების შესახებ ბრძანებისა და თავდაცვის კოდექსის 35-ე მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებასთან დაკავშირებული საქმეებისა.
2. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა კრედიტორზე.
3. სასამართლოს განჩინება, რომელიც მიიღება სააღსრულებო წარმოების პროცესში და ექვემდებარება აღსრულებას, აღსრულდება სააღსრულებო ფურცლის გარეშე, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინების ან ისეთი განჩინების საფუძველზე, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
4. აღსრულების შეწყვეტა სააღსრულებო ფურცლის გარეშე შესაძლებელია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე.
ცვლილებები ამ მუხლში (11)
საქართველოს 2005 წლის 7 ივლისის კანონი №1865 – სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.261
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3384 - სსმ I, №24, 29.06.2006წ., მუხ.192
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1542 - სსმ I, №21, 03.08.2009წ., მუხ.125
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6433 – ვებგვერდი, 25.06.2012წ.
საქართველოს 2014 წლის 5 მარტის კანონი №2049 – ვებგვერდი, 17.03.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4628 - ვებგვერდი, 29.12.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1198 - ვებგვერდი, 14.07.2017წ.
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3514 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.
მუხლი 21. სააღსრულებო ფურცლის რეკვიზიტები
1. (ამოღებულია).
2. სააღსრულებო ფურცელს გადაწყვეტილების გამომტანი ორგანო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გადასცემს კრედიტორს, გარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი დაუყოვნებლივი აღსრულების შემთხვევებისა, როდესაც სააღსრულებო ფურცელი გაიცემა გადაწყვეტილების გამოტანისთანავე.
3. სააღსრულებო ფურცელში უნდა აღინიშნოს:
ა) სააღსრულებო ფურცლის გამცემი სასამართლოს ან იმ ორგანოს დასახელება, რომელმაც მიიღო აღსასრულებელი გადაწყვეტილება;
ბ) საქმე, რომლის გამოც გაცემულია სააღსრულებო ფურცელი;
გ) გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი;
დ) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი;
ე) სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი;
ვ) კრედიტორისა და მოვალის დასახელებები და რეკვიზიტები, მათ შორის, პირადი ნომრები ან გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრები, ასევე სააღსრულებო ფურცლის გამცემი ორგანოსთვის ცნობილი სხვა საკონტაქტო მონაცემები. ეს წესი არ გამოიყენება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სხვა სახელმწიფოს სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებისას.
3¹. ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულის გარდა, უნდა აღინიშნოს:
ა) სააღსრულებო ფურცლის გამცემი ნოტარიუსის სახელი, გვარი და სანოტარო ბიუროს მისამართი;
ბ) ვალდებულების წარმოშობის საფუძველი;
გ) ვალდებულების შესრულების დრო;
დ) აღსასრულებელი ვალდებულების სახე და მოცულობა;
ე) სანოტარო მოქმედებათა რეესტრში სააღსრულებო ფურცლის რეგისტრაციის ნომერი.
3². საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულის გარდა, უნდა აღინიშნოს:
ა) სესხის გაცემის საფუძველი (განკარგულების მიმღები და მიღების თარიღი);
ბ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და სააღსრულებო ფურცლის ამოწერის თარიღი;
გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილი, აღსრულების წესისა და საშუალების მითითებით.
3³. ამ კანონის 90¹⁴ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ გამოცემულ სააღსრულებო ფურცელში, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რეკვიზიტების გარდა, უნდა აღინიშნოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სპეციალურ დაცულ სადგომზე მდგომი სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის:
ა) მარკა;
ბ) მოდელი;
გ) რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი);
დ) საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN);
ე) ფერი;
ვ) გამოშვების წელი.
4. სააღსრულებო ფურცელი დამოწმებული უნდა იქნეს აღსასრულებელი გადაწყვეტილების მიმღები პირის ხელმოწერითა და ბეჭდით, გარდა საარბიტრაჟო გადაწყვეტილებისა, სამედიაციო მორიგებისა და საერთაშორისო სამედიაციო მორიგებისა, როდესაც სააღსრულებო ფურცელი დამოწმებული უნდა იქნეს მისი გამცემი სასამართლოს მიერ.
5. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გადაწყვეტილების გამოტანიდან ორი კვირის ვადაში გამოსცემს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
6.(ამოღებულია - 05.03.2014, №2049).
ცვლილებები ამ მუხლში (18)
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1828 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.285
საქართველოს 2005 წლის 7 ივლისის კანონი №1865 – სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.261
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3384 - სსმ I, №24, 29.06.2006წ., მუხ.192
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300
საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1321 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.57
საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1282 - სსმ I, №13, 02.07.2009წ., მუხ.65
საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2183 - სსმ I, №38, 01.12.2009წ., მუხ.283
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371
საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2797 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.84
საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3167 - სსმ I, №34, 09.07.2010წ., მუხ.203
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438
საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4827 - ვებგვერდი, 28.06.2011წ.
საქართველოს 2014 წლის 5 მარტის კანონი №2049 – ვებგვერდი, 17.03.2014წ.
საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №652 - ვებგვერდი, 10.05.2017წ.
საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის კანონი №4962 – ვებგვერდი, 27.09.2019წ.
საქართველოს 2021 წლის 9 ივნისის კანონი №616 – ვებგვერდი,14.06.2021წ.
საქართველოს 2021 წლის 22 ივნისის კანონი №670 – ვებგვერდი, 24.06.2021წ.
მუხლი 22. ერთ გადაწყვეტილებაზე რამდენიმე სააღსრულებო ფურცლის გაცემა
თუ აღსრულება უნდა მოხდეს სხვადასხვა ადგილზე, ან თუ გადაწყვეტილება გამოტანილია რამდენიმე მოსარჩელის სასარგებლოდ ან რამდენიმე მოპასუხის წინააღმდეგ, მაშინ სასამართლოს შეუძლია რამდენიმე სააღსრულებო ფურცლის გაცემა აღსრულების ადგილის და გადაწყვეტილების იმ ნაწილის ზუსტი აღნიშვნით, რომელიც ამ ფურცლით უნდა აღსრულდეს.
მუხლი 23. სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემა
სააღსრულებო ფურცლის დაკარგვის შემთხვევაში ორგანოს, რომელმაც გასცა პირველი ეგზემპლარი, შეუძლია გასცეს დუბლიკატი.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4827 - ვებგვერდი, 28.06.2011წ.
მუხლი 24. სააღსრულებო ფურცლის გაცემა უფლებამონაცვლე პირთა სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ
სააღსრულებო ფურცელი შეიძლება გაცემულ იქნეს გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირის სასარგებლოდ ან მოვალის უფლებამონაცვლე პირის საწინააღმდეგოდ, თუ უფლებამონაცვლეობა ნათელია ან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი შეადგინა სათანადოდ უფლებამოსილმა ორგანომ ან დაამოწმა ნოტარიუსმა. თუ საჭირო დადასტურება ვერ ხერხდება სათანადოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ შედგენილი ან ნოტარიუსის მიერ დამოწმებული დოკუმენტის საშუალებით, მაშინ კრედიტორმა ან მისმა უფლებამონაცვლე პირმა უფლებამონაცვლეობის დადგენის და სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე უნდა მიმართოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438
მუხლი 25. აღსრულების დაწყება
1. აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით – საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 258¹ მუხლით გათვალისწინებული გირავნობის მოწმობის აღსრულებასთან დაკავშირებით – გირავნობის მოწმობის მფლობელი მოგირავნის განცხადებისა და გირავნობის მოწმობის საფუძველზე, იმავე კოდექსის 580⁸ მუხლით გათვალისწინებული ლიზინგის მოწმობის აღსრულებასთან დაკავშირებით − ლიზინგის მოწმობის მფლობელი ლიზინგის გამცემის განცხადებისა და ლიზინგის მოწმობის საფუძველზე, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებით − დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებისა და კრედიტორის განცხადების საფუძველზე, აღსრულების შესახებ ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებით – აღსრულების შესახებ ბრძანებისა და კრედიტორის განცხადების საფუძველზე, აგრეთვე ამ კანონის მე-2 მუხლის „წ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წერილობითი განცხადების საფუძველზე. თუ ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების თაობაზე მოთხოვნებთან დაკავშირებით გამარტივებული წარმოებისას წინასწარ მოთხოვნილი იყო დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულება, კრედიტორი აღარ წარადგენს განცხადებას აღსრულების დაწყების მოთხოვნით. აღსრულების დაწყების თაობაზე კრედიტორის განცხადების წარდგენა აგრეთვე არ მოითხოვება, თუ აღსრულების შესახებ ბრძანება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად უნდა მიექცეს. ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული იმ გადაწყვეტილების აღსრულებისას, რომელზედაც აუცილებელია სააღსრულებო ფურცლის არსებობა, აღსრულება შეიძლება დაიწყოს მხოლოდ მაშინ, თუ პირები, რომელთა სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ უნდა მოხდეს აღსრულება, კონკრეტულად არიან დასახელებული სააღსრულებო ფურცელში. თუ კრედიტორის მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით ან რეგისტრირებული გირავნობით, იძულებითი აღსრულება წარმოებს მაშინაც, როდესაც უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული ქონების მესაკუთრე არ არის სააღსრულებო ფურცელში მოხსენიებული მოვალე. ასეთ შემთხვევაში ქონების რეგისტრირებული მესაკუთრის მიმართ მოქმედებს მოვალის უფლებამონაცვლედ ყოფნის პრეზუმფცია, სანამ სხვა რამ არ დამტკიცდება. თუ გადაწყვეტილება სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა აღსრულდეს, სასამართლო სააღსრულებო ფურცელს უგზავნის აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიულ ორგანოს მოვალის ადგილსამყოფლის მიხედვით.
2. იმ გადაწყვეტილების აღსრულებისას, რომლითაც გათვალისწინებულია კრედიტორის მოთხოვნის ზრდა ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვის შედეგად, სააღსრულებო წარმოების დაწყების დღიდან შეწყდება კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა, გარდა საგადასახადო მოთხოვნის შემთხვევისა და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მიუღებელი სარგებლისა, რომელიც ერიცხება საპენსიო შენატანის იმ ოდენობას, რომელიც არ განხორციელებულა ან შესაბამისი ვადის დარღვევით განხორციელდა. კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე სათანადო სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა გაგრძელდება იმ დღიდან, როდესაც აღსრულების ეროვნული ბიურო ამ კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად დაუბრუნებს კრედიტორს სააღსრულებო ფურცელს.
3. სააღსრულებო ფურცელი ან/და აღსასრულებელი გადაწყვეტილება წარედგინება აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიულ ორგანოს მოვალის ან მისი ქონების ადგილსამყოფლის მიხედვით, ხოლო ამ კანონის III²თავით განსაზღვრულ შემთხვევებში – კერძო აღმასრულებელს. აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის სააღსრულებო წარმოების დაწყების მოთხოვნით მიმართვისას ტერიტორიულობის პრინციპის დაცვა სავალდებულო არ არის, თუ კრედიტორია ფიზიკური პირი, კერძო სამართლის იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება იურიდიული პირის შეუქმნელად. სააღსრულებო ფურცელს უნდა დაერთოს აღსასრულებელი გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი.
4. სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან ქონების გამოთხოვისას სააღსრულებო ფურცელთან ან ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული გირავნობის მოწმობის მფლობელი მოგირავნის განცხადებასთან ან ლიზინგის მოწმობის მფლობელი ლიზინგის გამცემის განცხადებასთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს ქონების საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც კომპეტენტურმა პირმა ან ორგანომ გასცა. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია არ დაეყრდნოს ქონების შეფასებისთვის წარმოდგენილ დოკუმენტს და თავად შეაფასოს ქონება. თუ ქონების შეფასებისას აღმოჩნდება, რომ მისი ღირებულება უფრო მეტია, ვიდრე დაფიქსირებულია პირის მიერ წარმოდგენილ განცხადებაში, ამასთანავე, დაწყებულია სააღსრულებო წარმოება, აღსრულების ეროვნული ბიურო კრედიტორს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც იგი ვალდებულია მის მიერ გადახდილი საფასურის თანხა სრულ ოდენობამდე შეავსოს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს კრედიტორისათვის სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების აღუსრულებლად დაბრუნებას.
4¹. იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომელსაც სურს აღსასრულებლად წარადგინოს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სააღსრულებო ფურცელი/აღსასრულებელი გადაწყვეტილება, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული მომსახურების საფასურის შესაბამისად დადგენილი საფასურის სანაცვლოდ, შეაფასოს ქონება. ასეთ შემთხვევაში სააღსრულებო წარმოება შეიძლება დაიწყოს ქონების საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გარეშეც. აღსრულების ეროვნული ბიურო მის მიერ ქონების შეფასების შემდეგ კრედიტორს განუსაზღვრავს ვადას დადგენილი წინასწარი საფასურის გადახდისათვის. ამ ვადაში კრედიტორის მიერ აღნიშნული საფასურის გადაუხდელობა გამოიწვევს მისთვის სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების აღუსრულებლად დაბრუნებას.
5. (ამოღებულია - 11.12.2015, №4628).
6. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით.
7. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. მოვალეს ეცნობება:
ა) ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში − აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ;
ბ) ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი უფლებები;
გ) სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები;
დ) იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები;
ე) აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები;
ვ) „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მისი გენეტიკური პროფილის განსაზღვრისა და დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გამოცხადების ვალდებულების შესახებ.
7¹. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება ვრცელდება იმ მოვალეზე, რომელსაც სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის სახით ჯარიმა დაეკისრა.
8. მოვალეს იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება.
9. თანხის გადახდევინების, უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის, ქონების გადაცემის ან სხვა ისეთი კატეგორიის საქმეებზე, როდესაც აღსრულება უნდა განხორციელდეს მოვალის ქონებაზე ან ამ ქონების ხარჯზე, წინადადების ჩაბარებასთან ერთად (ან თუ წინადადების ჩაბარება დროულად ვერ ხდება) აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების მოძიებას, აღწერას და მასზე ყადაღის დადებას ამ კანონით დადგენილი წესით.
10. ამ კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების აღსრულებისას აღსრულების ეროვნული ბიურო მოვალის (გადასახადის გადამხდელის) ქონებას ყადაღას არ დაადებს, თუ აღნიშნულ ქონებას ყადაღა დაედო ამ კანონის მე-3 მუხლის 1¹ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში.
10¹. ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებისას მოვალის ქონებას აღსრულების ეროვნული ბიურო ყადაღას განმეორებით არ დაადებს, თუ აღნიშნულ ქონებას ყადაღა დაედო ამ კანონის XVI¹ თავით გათვალისწინებული ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით გამარტივებული წარმოებისას.
11. თუ გადაწყვეტილება ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას, მოვალეს ეგზავნება შეტყობინება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ და ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე.
12. ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაგზავნილი შეტყობინებები, წინადადებები, გადაწყვეტილებები და სხვა დოკუმენტები სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირებს ჩაჰბარდებათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
13. აღსრულების ეროვნული ბიურო სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე კრედიტორის განცხადების მიღებისთანავე უზრუნველყოფს მოვალე შესაბამისი ორგანოს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმირებას ბიუჯეტის სახსრებით გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ.
ცვლილებები ამ მუხლში (18)
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300
საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1321 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.57
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438
საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4827 - ვებგვერდი, 28.06.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5668- ვებგვერდი, 16.01.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6433 – ვებგვერდი, 25.06.2012წ.
საქართველოს 2014 წლის 5 მარტის კანონი №2049 – ვებგვერდი, 17.03.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4628 - ვებგვერდი, 29.12.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №652 - ვებგვერდი, 10.05.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1198 - ვებგვერდი, 14.07.2017წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6981 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3514 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 4 მარტის კანონი №340 – ვებგვერდი, 06.03.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №833 – ვებგვერდი, 30.06.2025წ.
საქართველოს 2026 წლის 16 სექტემბრის კანონი №1861/4 – ვებგვერდი, 17.09.2026წ.
მუხლი 25¹. სააღსრულებო წარმოების ეტაპები
თანხის გადახდევინების საქმეებზე სააღსრულებო წარმოების ეტაპებია:
ა) აღსრულების დაწყება;
ბ) ქონებაზე ყადაღის დადება;
გ) აუქციონის ჩატარება;
დ) კრედიტორისათვის თანხის გადაცემა.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5668- ვებგვერდი, 16.01.2012წ.
მუხლი 25². საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააღსრულებო ფურცელი
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 177¹⁶და 177¹⁷ მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის სააღსრულებო ფურცელს გამოსცემს ელექტრონულად, მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით. აღნიშნული სააღსრულებო ფურცელი უნდა აკმაყოფილებდეს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს.
2. სააღსრულებო ფურცელი აღსრულების ეროვნულ ბიუროს ელექტრონულად ეგზავნება, რაც სააღსრულებო წარმოების დაწყების საფუძველია.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №883 – ვებგვერდი, 04.08.2021წ.
მუხლი 26. (ამოღებულია)
ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).
ცვლილებები ამ მუხლში (5)
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2005 წლის 7 ივლისის კანონი №1865 – სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.261
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438
მუხლი 27. აღსასრულებელი გადაწყვეტილების განმარტება
აღსასრულებელი გადაწყვეტილების განმარტება ხდება სააღსრულებო წარმოების მხარეთა განცხადების ან აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
ცვლილებები ამ მუხლში (3)
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438
მუხლი 28. (ამოღებულია)
ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).
ცვლილებები ამ მუხლში (8)
საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №485 – სსმ I, №30, 27.07.2000 წ., მუხ.95
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1321 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.57
საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3167 - სსმ I, №34, 09.07.2010წ., მუხ.203
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438
საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4827 - ვებგვერდი, 28.06.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5171 - ვებგვერდი, 07.11.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5668- ვებგვერდი, 16.01.2012წ.
მუხლი 28¹. აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შემთხვევაში განაჩენით დაკისრებული ჯარიმის აღსრულების წესი
აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია სააღსრულებო ფურცლის სააღსრულებო ბიუროში წარდგენიდან 10 დღის ვადაში, მსჯავრდებულისა და გირაოს შემტანის წერილობითი თანხმობის საფუძველზე (ხოლო თუ გირაოს შემტანი თავად მსჯავრდებულია ან გირაო შეტანილია მსჯავრდებულის სახელით – მისი თანხმობის გარეშე) მოახდინოს აღსრულება გირაოს სახით აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილ ფულად თანხაზე ამ კანონით დადგენილი წესით.
ცვლილებები ამ მუხლში (5)
საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3167 - სსმ I, №34, 09.07.2010წ., მუხ.203
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2939 - სსმ I, №14, 15.05.2006წ., მუხ.91
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2797 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.84
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438
მუხლი 28². სისხლის სამართლის საქმეზე გირაოს სახით შეტანილ უძრავ ქონებაზე აღსრულების მიქცევა
1. გირაოს უძრავი ქონებით უზრუნველყოფის შემთხვევაში ამ ქონების მესაკუთრე (დაინტერესებული პირი) ვალდებულია აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში გირაოს სახით განსაზღვრული თანხა შეიტანოს აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე, რის შემდეგაც აღნიშნული ქონება თავისუფლდება ყადაღისაგან.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, უძრავი ქონება გირაოს სახით განსაზღვრული თანხის იძულებით ამოღების მიზნით სარეალიზაციოდ მიიქცევა ამ კანონის XIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად.
3. (ამოღებულია).
ცვლილებები ამ მუხლში (4)
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300
საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1321 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.57
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438
საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5668- ვებგვერდი, 16.01.2012წ.
წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.