სააღსრულებო წარმოებათა შესახებ
თავი XVI ზოგიერთი კატეგორიის საქმეებზე აღსრულების წესები
მუხლი 90⁴. იძულებითი აღსრულება საბიუჯეტო ორგანიზაციის მიმართ
საბიუჯეტო ორგანიზაციის მიმართ იძულებითი აღსრულება თანხის გადახდევინების ნაწილში იწყება სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ინფორმირებიდან 1 თვის გასვლის შემდეგ.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438
საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5668- ვებგვერდი, 16.01.2012წ.
მუხლი 90⁵. (ამოღებულია)
ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438
საქართველოს 2014 წლის 5 მარტის კანონი №2049 – ვებგვერდი, 17.03.2014წ.
მუხლი 90⁶. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსრულება
1. ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება დადგენილებები:
ა) დაჯარიმების შესახებ;
ბ) სპეციალური უფლების ჩამორთმევის შესახებ;
გ) (ამოღებულია - 05.03.2014, №2049).
2. ჯარიმის იძულებითი აღსრულება, აგრეთვე საურავის აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები ხორციელდება ამ კანონით დადგენილი წესით.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438
საქართველოს 2014 წლის 5 მარტის კანონი №2049 – ვებგვერდი, 17.03.2014წ.
მუხლი 90⁷. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსასრულებლად მიქცევა და მისი აღსრულების წესი
1. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებას აღსასრულებლად მიაქცევს დადგენილების გამომტანი ორგანო (თანამდებობის პირი).
2. ერთი ადმინისტრაციული სახდელის სხვა ადმინისტრაციული სახდელით შეცვლის თაობაზე დადგენილება აღსრულდება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსრულებისათვის განსაზღვრული წესით.
3. ერთი პირის მიმართ ადმინისტრაციული სახდელების დადების შესახებ რამდენიმე დადგენილების გამოტანისას თითოეული დადგენილება დამოუკიდებლად აღსრულდება.
4. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებას აღასრულებს საამისოდ უფლებამოსილი პირი ამ კანონის შესაბამისად, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438
მუხლი 90⁸. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსრულების შეწყვეტა
ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების გამომტანი ორგანო (თანამდებობის პირი) დადგენილების აღსრულებას წყვეტს, თუ:
ა) გაუქმდა შესაბამისი დარღვევებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამდგენი აქტი;
ბ) გასაჩივრების საფუძველზე გაუქმდა დადგენილება;
გ) გარდაიცვალა ის პირი, რომლის მიმართაც იყო გამოტანილი დადგენილება.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438
მუხლი 90⁹. დაჯარიმების შესახებ დადგენილების იძულებითი აღსრულება
1. დამრღვევის მიერ ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში დაჯარიმების შესახებ დადგენილება იგზავნება დამრღვევის სამუშაო ადგილზე მისი ხელფასიდან ან მისი სხვა შემოსავლიდან ჯარიმის თანხის იძულებითი წესით დასაქვითავად.
2. თუ დაჯარიმებული პირი არ მუშაობს ან ჯარიმის გადახდევინება შეუძლებელია დამრღვევის ხელფასიდან ან მისი სხვა შემოსავლიდან, ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილების საფუძველზე ჯარიმა გადაიხდევინება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დამრღვევის პირად ქონებაზე გადახდევინების მიქცევის გზით, ხოლო თუ ესეც შეუძლებელია, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია მიმართოს დადგენილების გამომტან ადმინისტრაციულ ორგანოს (თანამდებობის პირს) ჯარიმის სხვა სახდელით შეცვლის თაობაზე.
3. ჯარიმის გადახდევინება არ შეიძლება მიქცეულ იქნეს ისეთ ქონებაზე, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სააღსრულებო დოკუმენტებით ასეთს არ ექვემდებარება.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438
მუხლი 90¹⁰. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ დადგენილების აღსრულების წესი
1. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ დადგენილება აღსრულდება მძღოლის მოწმობის ჩამორთმევით.
2. თუ მძღოლი, რომელსაც ჩამორთმეული აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, თავს არიდებს მძღოლის მოწმობის ჩაბარებას, აღმასრულებელი მას მძღოლის მოწმობას იძულების წესით ჩამოართმევს.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438
მუხლი 90¹¹. სასამართლოში წესრიგის დამრღვევი პირის დაჯარიმების შესახებ საქართველოს საერთო სასამართლოს თავმჯდომარის ან სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულების აღსრულება
1. სასამართლოში წესრიგის დამრღვევი პირის დაჯარიმების შემთხვევაში დამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს დაჯარიმების შესახებ საქართველოს საერთო სასამართლოს თავმჯდომარის ან სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) მიერ განკარგულების გამოცხადებიდან ან ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
2. ჯარიმის იძულებითი აღსრულება, აგრეთვე საურავის აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები ხორციელდება ამ კანონით დადგენილი წესით.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438
მუხლი 90¹². ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ნაწილში დადგენილების/ქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულების წესი და ვადები
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ნაწილში/გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესახებ აღსრულდება ამ კანონით დადგენილი წესით.
2. ქონებრივი ზიანი დამრღვევმა უნდა აანაზღაუროს მისთვის დადგენილების ჩაბარებიდან არა უგვიანეს 30 დღისა (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში – ამავე აქტით განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს), ხოლო დადგენილების/ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების შემთხვევაში – საჩივრის დაუკმაყოფილებლად დატოვების შესახებ შეტყობინების მიღებიდან არა უგვიანეს 15 დღისა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ნაწილში დადგენილების/ქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეუსრულებლობისას ეს დოკუმენტები იძულებითი აღსრულების საფუძველია.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4073- სსმ I, №76, 29.12.2010 წ., მუხ.503
მუხლი 90¹³. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII¹³ თავით გათვალისწინებული პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ მოსამართლის ბრძანების აღსრულება
1. პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის მიზნით იგი შესაბამის სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში თავსდება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII¹³ თავით გათვალისწინებული პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ მოსამართლის ბრძანების საფუძველზე.
2. პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის მიზნით მას შესაბამის სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში ათავსებს აღსრულების ეროვნული ბიურო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII¹³ თავით გათვალისწინებული პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ მოსამართლის ბრძანებაში მითითებული მონაცემების საფუძველზე.
3. თუ პაციენტი არ დაემორჩილება აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნას, აღსრულების ეროვნული ბიურო დახმარებისათვის აღსრულების პოლიციას მიმართავს.
4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII¹³ თავით გათვალისწინებული პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ მოსამართლის ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებული ცალკეული ღონისძიებები ხორციელდება ამ კანონით დადგენილი წესით.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4632 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.
მუხლი 90¹⁴. სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისა და დგომის საფასურის გადახდევინების მიზნით იძულებითი აღსრულების განხორციელების წესი
1. სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისა და დგომის საფასურის გადახდევინების მიზნით იძულებითი აღსრულება ხორციელდება ამ კანონით დადგენილი წესით, სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული, სპეციალურ დაცულ სადგომზე მდგომი სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის სარეალიზაციოდ მიქცევით. მოვალის მიმართ გამოყენებული არ იქნება ამ კანონით დადგენილი სხვა შეზღუდვები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფასური გადახდილად მიიჩნევა აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ იმავე პუნქტით დადგენილი წესით სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა აღნიშნული საფასურის გადასახდელად საკმარისი არ არის.
3. თუ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის მესაკუთრე/კანონიერი მფლობელი ვერ დგინდება, სააღსრულებო ფურცელი სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის სარეალიზაციოდ მისაქცევად გამოიცემა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონის 7¹ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის გარეშე. თუ სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა გადააჭარბებს აღსრულების საფასურის, აღსრულების ხარჯისა და სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისა და დგომის საფასურის ოდენობას, ნამეტი თანხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს გადაეცემა.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2021 წლის 9 ივნისის კანონი №616 – ვებგვერდი,14.06.2021წ.
მუხლი 91. სხვა სახელმწიფოს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება
1. საერთაშორისო კერძო სამართლის და სახელმწიფოთა შორის სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ დადებული ხელშეკრულებების შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი გადაწყვეტილება და საქართველოს კომპეტენტური სასამართლოს მიერ ამოწერილი სააღსრულებო ფურცელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით აღსასრულებლად ეგზავნება აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება ხდება ამ კანონით დადგენილი წესით.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
მუხლი 91¹. ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით განსაზღვრული პირის ქონებაზე ყადაღის დადების, ყადაღის მოხსნის ან ამ პირის პირადი მონაცემების ცვლილების თაობაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის მიმართვის აღსრულება
1. ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით განსაზღვრული პირის ქონებაზე ყადაღის დადება და ამ პირის რეესტრში რეგისტრაცია ხორციელდება „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის (შემდგომ − სამთავრობო კომისია) შესაბამისი მიმართვის საფუძველზე.
2. ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით განსაზღვრული პირის ქონებაზე ყადაღის დადებას და ამ პირის რეესტრში რეგისტრაციას ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიურო ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით განსაზღვრული პირის ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე სამთავრობო კომისიის მიმართვაში მითითებული მონაცემების საფუძველზე.
3. რეესტრში რეგისტრირებული ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით განსაზღვრული პირის პირადი მონაცემების ცვლილების რეესტრში რეგისტრაცია ხორციელდება სამთავრობო კომისიის შესაბამის მიმართვაში მითითებული განახლებული მონაცემების საფუძველზე.
4. ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით განსაზღვრული პირის მთლიან ქონებაზე ან ქონების ნაწილზე ყადაღა იხსნება სამთავრობო კომისიის შესაბამისი მიმართვის საფუძველზე. აღნიშნული პირის მთლიან ქონებაზე ყადაღის მოხსნის შემთხვევაში ეს პირი სამთავრობო კომისიის შესაბამისი მიმართვის საფუძველზე ამოირიცხება რეესტრიდან.
ცვლილებები ამ მუხლში (3)
საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №5355 - ვებგვერდი, 08.12.2011წ.
საქართველოს 2015 წლის 28 ოქტომბრის კანონი №4454 - ვებგვერდი, 11.11. 2015 წ.
საქართველოს 2021 წლის 30 მარტის კანონი №427 – ვებგვერდი, 13.04.2021წ.
თავი XVI¹ გამარტივებული წარმოება ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით
მუხლი 91². ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ გამარტივებული წარმოების ზოგადი პრინციპები
1. აღსრულების ეროვნული ბიურო ამ თავით დადგენილი წესით ახორციელებს გამარტივებულ წარმოებას ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით.
2. გამარტივებული წარმოება არ დაიშვება, თუ მოთხოვნის წამოყენება დამოკიდებულია ჯერ კიდევ შეუსრულებელ საპასუხო ვალდებულებაზე.
3. გამარტივებული წარმოება აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაიშვება მაშინაც, როდესაც მხარეებს ხელშეკრულებით განსაზღვრული ჰქონდათ დავის განხილვისა და გადაწყვეტის განსხვავებული წესები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხელშეკრულებით გათვალისწინებულია დავის არბიტრაჟის მიერ განხილვა.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012წ.
მუხლი 91³. მხარეები გამარტივებულ წარმოებაში
1. მხარეები გამარტივებულ წარმოებაში არიან აპლიკანტი და რესპონდენტი.
2. აპლიკანტი არის პირი, რომელსაც აქვს დოკუმენტურად დადასტურებული ფულადი სახის ვადამოსული მოთხოვნა და რომელიც მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით, ხოლო რესპონდენტი არის პირი, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია აპლიკანტის მოთხოვნა.
3. გამარტივებულ წარმოებაში დაიშვება მხარეთა თანამონაწილეობა და წარმომადგენლობა.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012წ.
მუხლი 91⁴. განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ
1. დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება, რომელიც გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველია, მიზნად უნდა ისახავდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას.
2. დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს:
ა) მხარეებისა და მათი წარმომადგენლების (თუ საქმეში წარმომადგენელი მონაწილეობს) დასახელებას, პირად/საიდენტიფიკაციო ნომერს, მისამართს (ფაქტობრივ საცხოვრებელ ან/და საქმიანობის ადგილს), სხვა ცნობილ საკონტაქტო მონაცემებს;
ბ) აპლიკანტის საბანკო რეკვიზიტებს;
გ) აპლიკანტის მოთხოვნას;
დ) დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელთა მეშვეობითაც აპლიკანტი ასაბუთებს თავის მოთხოვნას და რომლებიც ერთვის დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებას;
ე) მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი გამარტივებული წარმოებისას გაწეული დამატებითი ხარჯის (რომელიც შედგება სააპლიკაციო და ყადაღის დადებისათვის გათვალისწინებული საფასურებისაგან) ანაზღაურებას;
ვ) მითითებას იმის შესახებ, რომ დაყენებული მოთხოვნა არ არის დამოკიდებული აპლიკანტის მიერ რაიმე საპასუხო ვალდებულების შესრულებაზე, ან რომ მან ასეთი ვალდებულება უკვე შეასრულა;
ზ) მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებას;
თ) მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღის დადებას;
ი) აპლიკანტის ან მისი წარმომადგენლის ხელმოწერას.
3. დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებაში მითითებული მტკიცებულებების შესაბამისი დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იქნეს დედნის ან/და დამოწმებული ასლების სახით.
4. დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებას უნდა ერთოდეს წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ განცხადება წარმომადგენელს შეაქვს.
5. დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადების შეტანისას აპლიკანტი იხდის სააპლიკაციო საფასურს. აპლიკანტი სააპლიკაციო საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება ამ კანონის 38-ე მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. სააპლიკაციო საფასურის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
6. თუ აპლიკანტი ითხოვს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებას, აპლიკანტმა საგარანტიო თანხის სახით აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე უნდა შეიტანოს ამ კანონით გათვალისწინებული აღსრულების წინასწარი საფასური. აღნიშნული საფასურის გადახდაზე არ ვრცელდება ამ კანონის 38-ე მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევები.
7. თუ აპლიკანტი ითხოვს მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღის დადებას, მან უნდა მიუთითოს რესპონდენტის ქონება, ქონების საიდენტიფიკაციო მაჩვენებლები და გადაიხადოს ასეთი ღონისძიებისათვის განსაზღვრული საფასური.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012წ.
მუხლი 91⁵. ხარვეზის დადგენა
1. დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში აღსრულების ეროვნული ბიურო ამოწმებს განცხადების და თანდართული დოკუმენტების ფორმალურ და შინაარსობრივ მხარეს და უფლებამოსილია ხარვეზის გამოსასწორებლად აპლიკანტს დაუდგინოს ვადა არა უმეტეს 10 კალენდარული დღისა, თუ, ხარვეზის შინაარსიდან გამომდინარე, შესაძლებელია მისი გამოსწორება.
2. დამატებითი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარდგენამდე გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების ვადის დინება ჩერდება. იგი განახლდება შესაბამისი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარდგენისთანავე.
3. აღსრულების ეროვნული ბიურო აპლიკანტის მოთხოვნის უფლების შემოწმებისას ეყრდნობა მხოლოდ დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებასა და თანდართულ წერილობით მტკიცებულებებში არსებულ მონაცემებს.
4. აპლიკანტის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებაში მითითებული მოთხოვნის ოდენობა მიიჩნევა დავალიანების იმ ოდენობად, რომლის რესპონდენტისათვის გადახდევინებასაც ითხოვს აპლიკანტი.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012წ.
მუხლი 91⁶. დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადების დაბრუნება
1. აღსრულების ეროვნული ბიურო დაუბრუნებს აპლიკანტს დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებას, თუ:
ა) სასამართლოს წარმოებაშია საქმე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;
ბ) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება იმავე საქმესთან დაკავშირებით, ასევე გადაწყვეტილება ან განჩინება მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ;
გ) არსებობს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ ან მორიგების პირობების დამტკიცების თაობაზე ან გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე იმავე საქმესთან დაკავშირებით;
დ) აპლიკანტმა დადგენილ ვადაში არ გამოასწორა ხარვეზი;
ე) განცხადება შეიტანა არაუფლებამოსილმა პირმა;
ვ) (ამოღებულია - 20.03.2015, №3383).
2. განცხადების აპლიკანტისათვის დაბრუნება იწვევს გამარტივებული წარმოების დასრულებას.
3. განცხადების დაბრუნების შემთხვევაში აპლიკანტს დაუბრუნდება მის მიერ საგარანტიო თანხის სახით შეტანილი აღსრულების წინასწარი საფასური და ყადაღის დადებისათვის გადახდილი საფასური.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების, ასევე ხარვეზის შემდგომ გამოსწორების შემთხვევაში აპლიკანტი უფლებამოსილია ამ თავით დადგენილი წესით აღსრულების ეროვნულ ბიუროში ხელახლა შეიტანოს განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012წ.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3383 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
მუხლი 91⁷. შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ
1. აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ატყობინებს რესპონდენტს მის წინააღმდეგ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ.
2. გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს:
ა) გამარტივებული წარმოების ნომერს;
ბ) აპლიკანტის დასახელებას, დაყენებულ მოთხოვნას და მოთხოვნის საფუძველს;
გ) მითითებას იმის შესახებ, რომ რესპონდენტი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სრულად დაფაროს დავალიანება, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს, ან განახორციელოს ქვემოთ ჩამოთვლილ მოქმედებათაგან ერთ-ერთი:
გ.ა) დაფაროს დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს;
გ.ბ) განაცხადოს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმება მოთხოვნას;
გ.გ) წერილობით აღიაროს მოთხოვნა სრულად, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს;
გ.დ) წერილობით აღიაროს მოთხოვნის ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს;
გ.ე) წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ;
დ) განმარტებას იმის შესახებ, თუ რა სამართლებრივი შედეგი მოჰყვება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას;
ე) გამარტივებული წარმოების საფასურის ოდენობას, ანგარიშსწორების წესს და აღსრულების ეროვნული ბიუროს საბანკო რეკვიზიტებს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად რესპონდენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტები უნდა შეიცავდეს:
ა) რესპონდენტის დასახელებას, პირად/საიდენტიფიკაციო ნომერს, მისამართს;
ბ) გამარტივებული წარმოების ნომერს, აპლიკანტის დასახელებას;
გ) პროტესტის შემთხვევაში – მოთხოვნის სრულ უარყოფას (თუ რესპონდენტის წინააღმდეგ მიმართულია რამდენიმე აპლიკანტის მოთხოვნა − აღნიშვნას იმის შესახებ, თუ რომელ მოთხოვნას უარყოფს რესპონდენტი); მოთხოვნის სრულად აღიარების შემთხვევაში – მითითებას მოთხოვნის სრულად ცნობის შესახებ; მოთხოვნის ნაწილის აღიარების შემთხვევაში – მითითებას იმის შესახებ, თუ მოთხოვნის რომელ ნაწილს ცნობს რესპონდენტი;
დ) რესპონდენტის (უფლებამოსილი პირის) ხელმოწერას.
4. აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებას შემდეგ შემთხვევებში:
ა) თუ რესპონდენტი არ განახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ არც ერთ მოქმედებას – დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის სრულ ოდენობაზე;
ბ) თუ რესპონდენტი სრულად აღიარებს მოთხოვნას – დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის სრულ ოდენობაზე;
გ) თუ რესპონდენტი აღიარებს მოთხოვნის ნაწილს – დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის აღიარებულ ნაწილზე;
დ) მხარეთა მორიგების პირობების დარღვევის შემთხვევაში − მორიგების პირობებში აღნიშნული და რესპონდენტის მიერ დაუფარავი დავალიანების ოდენობაზე.
5. დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებით აპლიკანტის ძირითად მოთხოვნასთან ერთად რესპონდენტს დაეკისრება ასევე გამარტივებული წარმოებისას აპლიკანტის მიერ გაწეული დამატებითი ხარჯის გადახდა, რომელიც შედგება სააპლიკაციო და ყადაღის დადებისათვის გადახდილი საფასურებისაგან. რესპონდენტს დამატებითი ხარჯის გადახდა დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტს მოთხოვნილი ჰქონდა ასეთი ხარჯის ანაზღაურება.
6. აღსრულების ეროვნული ბიურო იღებს გადაწყვეტილებას დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე:
ა) თუ რესპონდენტი წარადგენს პროტესტს მოთხოვნაზე – გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე მიიღება მოთხოვნის სრულ ოდენობაზე;
ბ) თუ რესპონდენტი დაფარავს დავალიანების ნაწილს – გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე მიიღება მოთხოვნის დარჩენილ ნაწილთან მიმართებით;
გ) თუ რესპონდენტი აღიარებს მოთხოვნის ნაწილს – გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე მიიღება მოთხოვნის დარჩენილ ნაწილთან მიმართებით.
7. დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება ეცნობება აპლიკანტს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
8. დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება შემდგომ გამორიცხავს გამარტივებულ წარმოებას აღსრულების ეროვნულ ბიუროში იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.
9. აღსრულების ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე არ ართმევს აპლიკანტს უფლებას, რესპონდენტის წინააღმდეგ აღძრას სარჩელი სასამართლოში საერთო წესით.
10. გამარტივებული წარმოებისას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაჰბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. დაუშვებელია რესპონდენტისათვის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების საჯარო გამოცხადების გზით ცნობება.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012წ.
მუხლი 91⁸. განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ
1. რესპონდენტი უფლებამოსილია გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ. რესპონდენტის მხრიდან მორიგების შეთავაზებად ითვლება შემთხვევა, როდესაც რესპონდენტი მართებულად მიიჩნევს დავალიანების ოდენობას ან მის ნაწილს, მაგრამ ითხოვს დავალიანების ან მისი ნაწილის დაფარვის ვადის გაზრდას ან განაწილვადებას.
2. მორიგების შეთავაზების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს რესპონდენტის დასახელებას, პირად/საიდენტიფიკაციო ნომერს, აპლიკანტის დასახელებას, გამარტივებული წარმოების ნომერს, აპლიკანტის მიერ დაყენებული მოთხოვნის სრულ ოდენობას, დავალიანების იმ ოდენობას, რომელსაც ეთანხმება რესპონდენტი, მისი დაფარვის ვადას, ხოლო განაწილვადების მოთხოვნის შემთხვევაში − გადახდის გრაფიკს.
3. აღსრულების ეროვნული ბიურო რესპონდენტის განცხადებას მორიგების შეთავაზების შესახებ უგზავნის აპლიკანტს და განუსაზღვრავს ვადას, რათა მან მორიგებაზე თანხმობა ან უარი განაცხადოს. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია, აპლიკანტის თხოვნით, განსაზღვრული ვადა არა უმეტეს 30 დღით გაზარდოს. მხარეთა შორის შეთანხმების მიუღწევლობა იწვევს რესპონდენტის პროტესტის შემთხვევაში გათვალისწინებულ სამართლებრივ შედეგს. რესპონდენტის თანხმობის შემთხვევაში დასაშვებია დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემა დავალიანების იმ ოდენობაზე, რომელსაც ცნობს რესპონდენტი, ხოლო მოთხოვნის ნაწილზე, რომელიც რესპონდენტმა არ აღიარა, მიიღება გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე, რაც არ ართმევს აპლიკანტს სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ვადის განმავლობაში მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ დავალიანების სხვა ოდენობაზე და მისი დაფარვის პირობებზე. მხარეთა შეთანხმება წერილობით ფორმდება.
5. დავალიანების ოდენობისა და მისი დაფარვის პირობების შესახებ მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე აღსრულების ეროვნული ბიურო ამტკიცებს მხარეთა მორიგების პირობებს. მორიგება არ უნდა შეიცავდეს აპლიკანტის მიერ რაიმე საპასუხო ვალდებულების შესრულების პირობას.
6. რესპონდენტის მიერ მორიგების პირობების დარღვევის შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიურო აპლიკანტის განცხადების საფუძველზე გამოსცემს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებას მორიგების პირობებში აღნიშნული და რესპონდენტის მიერ დაუფარავი დავალიანების ოდენობაზე.
7. მორიგების პირობების დარღვევის გამო დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემის შემთხვევაში აპლიკანტს დაუბრუნდება საგარანტიო თანხის სახით შეტანილი აღსრულების წინასწარი საფასურის ის ნაწილი, რომელიც აღემატება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებაში აღნიშნულ დავალიანების ოდენობას. თუ რესპონდენტი ჯეროვნად შეასრულებს მორიგების პირობებს, რაც გამორიცხავს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას, აპლიკანტს დაუბრუნდება საგარანტიო თანხის სახით შეტანილი აღსრულების წინასწარი საფასური.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012წ.
მუხლი 91⁹. დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება
1. დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება უნდა შეიცავდეს:
ა) ბრძანების ნომერს და გამოცემის ადგილს;
ბ) გამარტივებული წარმოების ნომერს;
გ) ბრძანების გამოცემის თარიღს;
დ) მხარეების დასახელებას, პირად/საიდენტიფიკაციო ნომერს, მისამართს (ფაქტობრივ საცხოვრებელ ან/და საქმიანობის ადგილს), სხვა ცნობილ საკონტაქტო მონაცემებს;
ე) დავალიანების ოდენობას;
ვ) აპლიკანტის მიერ გამარტივებული წარმოებისას გაწეული ხარჯის ოდენობას;
ზ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერას.
2. აპლიკანტის მიერ გაწეული ხარჯის ოდენობა დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებაში მიეთითება და გადაიხდევინება იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტს მოთხოვნილი ჰქონდა ასეთი ხარჯის ანაზღაურება.
3. დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გასაჩივრება დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ არსებითად დარღვეულია გამარტივებული წარმოების ამ თავით დადგენილი პროცედურა.
4. დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება ძალაშია გამოცემის დღიდან. იგი მიექცევა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ აპლიკანტი ითხოვს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებას და საგარანტიო თანხის სახით შეტანილი აქვს აღსრულების წინასწარი საფასური. დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების ასლი ეგზავნება აპლიკანტსა და რესპონდენტს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
5. თუ აპლიკანტი არ ითხოვს დაუყოვნებლივ აღსრულებას, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება მოთხოვნის შემთხვევაში გადაეცემა აპლიკანტს. მისი აღსასრულებლად წარდგენის ვადაა გამოცემიდან 5 წელი.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012წ.
მუხლი 91¹⁰. მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიება
1. აპლიკანტის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით აღსრულების ეროვნული ბიურო მარეგისტრირებელ ორგანოში რესპონდენტის დარეგისტრირებულ ქონებას დაადებს ყადაღას ქვემოთ ჩამოთვლილი გარემოებების ერთდროულად არსებობის შემთხვევაში:
ა) აპლიკანტი ითხოვს მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით რესპონდენტის ქონებაზე ყადაღის დადებას;
ბ) აპლიკანტი ითხოვს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებას და საგარანტიო თანხის სახით შეტანილი თანხა აკმაყოფილებს აღსრულების წინასწარი საფასურისათვის გათვალისწინებულ ოდენობას;
გ) აპლიკანტი თავად მიუთითებს, თუ რესპონდენტის რომელ ქონებაზე უნდა იქნეს გამოყენებული მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება;
დ) აპლიკანტს გადახდილი აქვს ყადაღის დადებისათვის გათვალისწინებული საფასური.
2. მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ქონებაზე ყადაღის დადებისათვის საფასურის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
3. ყადაღა გაუქმდება, თუ:
ა) აპლიკანტს დაუბრუნდება განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ;
ბ) აპლიკანტი გაიხმობს განცხადებას დავალიანების გადახდევინების შესახებ;
გ) აპლიკანტი მოითხოვს ყადაღის გაუქმებას;
დ) რესპონდენტი სრულად დაფარავს დავალიანებას ამ თავით დადგენილი წესით.
4. თუ რესპონდენტი დადგენილ ვადაში წარადგენს პროტესტს აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ ან დაფარავს დავალიანების ნაწილს, გამარტივებული წარმოებისას რესპონდენტის ქონებაზე დადებული ყადაღა გაუქმდება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილების აპლიკანტისათვის ჩაბარებიდან 1 თვის შემდეგ, თუ აღსრულების ეროვნულ ბიუროს არ ეცნობა იმავე საქმესთან დაკავშირებით სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დაწყების შესახებ. სასამართლო უფლებამოსილია გააუქმოს ან შეცვალოს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.
5. მხარეთა მორიგების პირობების დამტკიცების შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიურო გააუქმებს ყადაღას, თუ ამას აპლიკანტი მოითხოვს.
6. აპლიკანტი პასუხისმგებელია რესპონდენტისთვის მიყენებული ზიანისათვის, თუ მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ყადაღა გაუმართლებელი გამოდგა.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012წ.
მუხლი 91¹¹. გამარტივებული წარმოების საფასური
1. გამარტივებული წარმოების საფასური არის გამარტივებული წარმოებისას აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაწეული მომსახურების საფასური, რომელიც გადაიხდევინება დავალიანების სრულად ან ნაწილობრივ დაფარვის შემთხვევაში. გამარტივებული წარმოების საფასურის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
2. გამარტივებული წარმოების საფასურს იხდის რესპონდენტი მის მიერ დავალიანების ან დავალიანების ნაწილის დაფარვის დროს.
3. გამარტივებული წარმოებისას მხარეებს შორის ანგარიშსწორება განხორციელებულად ჩაითვლება, თუ იგი აღსრულების ეროვნული ბიუროს მეშვეობით წარმოებს.
4. აღსრულების ეროვნული ბიურო მის ანგარიშზე რესპონდენტის მიერ შეტანილ თანხას წარმართავს აპლიკანტის საბანკო ანგარიშზე, გამარტივებული წარმოების საფასურის გამოკლებით. პერიოდულად შეტანილ თანხას გამარტივებული წარმოების საფასურის ოდენობა პროპორციულად გამოაკლდება.
5. რესპონდენტის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე თანხის შეტანის დღე ითვლება მის მიერ აპლიკანტისათვის გადახდის დღედ.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012წ.
მუხლი 91¹². განცხადების გახმობა
1. დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემამდე, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე ან მორიგების პირობების დამტკიცებამდე აპლიკანტს უფლება აქვს, გაიხმოს თავისი განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენილი განცხადებით.
2. რესპონდენტისათვის შეტყობინების ჩაბარების შემდეგ განცხადების გახმობის შემთხვევაში აპლიკანტს დაუბრუნდება წინასწარ შეტანილი საგარანტიო თანხის ნახევარი, ხოლო რესპონდენტისათვის შეტყობინების ჩაბარებამდე განცხადების გახმობის შემთხვევაში აპლიკანტს სრულად დაუბრუნდება წინასწარ შეტანილი საგარანტიო თანხა.
3. განცხადების გახმობის შემთხვევაში აპლიკანტს დაუბრუნდება ყადაღის დადებისათვის გადახდილი საფასური, თუ ამ დროისათვის მარეგისტრირებელ ორგანოში არ განხორციელებულა ყადაღის რეგისტრაცია.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012წ.
თავი XVI² ფაქტების კონსტატაცია
მუხლი 91¹³. ფაქტების კონსტატაციის ზოგადი პრინციპები
1. აღსრულების ეროვნული ბიურო ახორციელებს ფაქტების კონსტატაციას დაინტერესებული მხარის მიმართვის ან სასამართლო დავალების საფუძველზე.
2. ფაქტების კონსტატაცია გულისხმობს ფაქტობრივი გარემოებების შესახებ არსებული მდგომარეობის ასახვას ამ თავით დადგენილი წესით.
3. ფაქტების კონსტატაცია გამოიყენება ისეთ გარემოებებთან მიმართებით, რომელთა აღქმა და აღწერა შესაძლებელია.
4. ფაქტების კონსტატაცია დასაშვებია დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში.
5. ფაქტების კონსტატაციასთან დაკავშირებული აღმასრულებლის ქმედება არ საჩივრდება.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012წ.
მუხლი 91¹⁴. ფაქტების კონსტატაციის საფუძველი
1. ფაქტების კონსტატაციის საფუძველია ფაქტების კონსტატაციის მოთხოვნით დაინტერესებული მხარის მიმართვა.
2. დაინტერესებული მხარე, რომლის მიმართვის საფუძველზედაც აღსრულების ეროვნული ბიურო ახორციელებს ფაქტების კონსტატაციას, შეიძლება იყოს ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, პირთა გაერთიანება, ადმინისტრაციული ორგანო.
3. დაინტერესებული მხარის მიმართვა უნდა შეიცავდეს ინფორმაციას დაინტერესებული მხარის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მისამართის, დასადგენი გარემოების, ადგილმდებარეობის, სადაც უნდა განხორციელდეს ფაქტების კონსტატაცია, ქონების მფლობელის, რომლის საკუთრებაში ან/და მფლობელობაში უნდა განხორციელდეს ფაქტების კონსტატაცია, შესახებ.
4. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია დაინტერესებულ მხარეს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ან/და ხელს შეუწყობს ფაქტების კონსტატაციას. ინფორმაციის მიუწოდებლობა ფაქტების კონსტატაციაზე უარის თქმის საფუძველია.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012წ.
მუხლი 91¹⁵. ფაქტების კონსტატაციის ხელის შემშლელი გარემოებები
1. ფაქტების კონსტატაციის ხელის შემშლელი გარემოებებია ისეთი გარემოებები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შეუძლებელია მტკიცებულებების შეგროვება.
2. ფაქტების კონსტატაცია იმ პირის საკუთრებაში ან/და კანონიერ მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე, რომელიც არ არის დაინტერესებული მხარე, დაიშვება მისი თანხმობით. თანხმობა შესაძლებელია იყოს წერილობითი ან აღბეჭდილი ტექნიკური საშუალებით.
3. თუ პირი უარს აცხადებს თავის საკუთრებაში ან/და კანონიერ მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე ფაქტების კონსტატაციის მიზნით აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლის დაშვებაზე, გამოიყენება ამ კანონის 91¹⁷ მუხლის მე-2 პუნქტი.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012წ.
მუხლი 91¹⁶. ფაქტების კონსტატაცია საჯარო ადგილებში
აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია თანხმობის გარეშე განახორციელოს ფაქტების კონსტატაცია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან/და კანონიერ მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე, ასევე კერძო საკუთრებაში ან/და კანონიერ მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე, რომელიც საჯარო მოხმარების ობიექტია.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6981 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
მუხლი 91¹⁷. ოქმი ფაქტების კონსტატაციის შესახებ
1. ფაქტების კონსტატაციის შესახებ ოქმი უნდა შეიცავდეს:
ა) ოქმის შედგენის თარიღსა და დროს;
ბ) ფაქტების კონსტატაციის საფუძველს;
გ) დაინტერესებული მხარის მიმართვის შემთხვევაში − დაინტერესებული მხარის დასახელებას, საიდენტიფიკაციო ნომერს, მისამართს;
დ) მითითებას ადგილმდებარეობაზე, სადაც განხორციელდა ფაქტების კონსტატაცია, ხოლო კერძო საკუთრების ან/და კანონიერი მფლობელობის შემთხვევაში − პირის დასახელებას, რომლის საკუთრებაში ან/და კანონიერ მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზედაც განხორციელდა ფაქტების კონსტატაცია;
ე) მითითებას გარემოებაზე, რომლის დადგენაც იყო მოთხოვნილი;
ვ) ფაქტობრივი გარემოების ზუსტ აღწერას;
ზ) მითითებას ტექნიკურ მოწყობილობებზე, რომლებიც იქნა გამოყენებული, და თანდართული მასალების ჩამონათვალს;
თ) აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლის, რომელმაც განახორციელა ფაქტების კონსტატაცია, ვინაობასა და ხელმოწერას.
2. ფაქტების კონსტატაციის შეუძლებლობის შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი ადგენს ოქმს და მიუთითებს გარემოებებზე, რომლებმაც ხელი შეუშალა ფაქტების კონსტატაციას.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012წ.
მუხლი 91¹⁸. ანაზღაურება
1. ფაქტების კონსტატაცია არის აღსრულების ეროვნული ბიუროს ანაზღაურებადი საქმიანობა.
2. აღსრულების ეროვნული ბიურო დაინტერესებული მხარის ან სასამართლოს თხოვნით უზრუნველყოფს ფაქტების კონსტატაციის შედეგად მიღებული მტკიცებულებების შენახვას.
3. ფაქტების კონსტატაციის საფასურის ოდენობა და გადახდის პირობები, ასევე ფაქტების კონსტატაციის შედეგად მიღებული მტკიცებულებების შენახვის ვადა, საფასურის ოდენობა და გადახდის პირობები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012წ.
თავი XVI³ სესხის ხელშეკრულების რეგისტრაცია და გადახდის ვალდებულების შესრულების კონტროლი
მუხლი 91¹⁹. სესხის ხელშეკრულების რეგისტრაცია
1. აღსრულების ეროვნული ბიურო მხარეთა შეთანხმების საფუძველზე არეგისტრირებს სესხის (მათ შორის, საბანკო კრედიტის) ხელშეკრულებას, რომელიც გირავნობით ან/და იპოთეკით არ არის უზრუნველყოფილი (შემდგომ − სესხის ხელშეკრულება), და აკონტროლებს მსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის ვალდებულების შესრულებას. სესხის ხელშეკრულების რეგისტრაციისა და გადახდის ვალდებულების შესრულების კონტროლის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
2. აღსრულების ეროვნული ბიურო არ დაარეგისტრირებს სესხის ხელშეკრულებას, თუ იგი არ შეიცავს სესხის ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელ ძირითად პირობებს, მხარეებისა (გამსესხებლისა და მსესხებლის) და მათი წარმომადგენლების (თუ სესხის ხელშეკრულება იდება წარმომადგენლის მეშვეობით) დასახელებას, პირად/საიდენტიფიკაციო ნომერს, მისამართს, გამსესხებლის საბანკო რეკვიზიტებს.
3. თუ სესხის ხელშეკრულება წარმომადგენლის მეშვეობით იდება, წარდგენილი უნდა იქნეს წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
4. დარეგისტრირებულ სესხის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა ან ამ ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტა ხორციელდება ასევე აღსრულების ეროვნულ ბიუროში რეგისტრაციით.
5. აღსრულების ეროვნული ბიურო აწარმოებს სესხის ხელშეკრულებების რეესტრს. რეესტრის მონაცემების გამჟღავნება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, დაუშვებელია შესაბამისი სესხის ხელშეკრულების მხარეთა თანხმობის გარეშე. სესხის ხელშეკრულებების რეესტრის წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6433 – ვებგვერდი, 25.06.2012წ.
მუხლი 91²⁰. გადახდის ვალდებულების შესრულების წესი
მსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის ვალდებულების შესრულებისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ამ ვალდებულების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6433 – ვებგვერდი, 25.06.2012წ.
მუხლი 91²¹. აღსრულების შესახებ ბრძანება
1. მსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებას აღსრულების შესახებ.
2. აღსრულების შესახებ ბრძანება გამოიცემა მსესხებლის მიერ გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობიდან ან არაჯეროვნად შესრულებიდან 15 დღის შემდეგ, თუ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ არის უფრო ხანგრძლივი ვადა ან გამსესხებელი არ მოითხოვს აღნიშნული ვადის გაზრდას.
3. აღსრულების შესახებ ბრძანება უნდა შეიცავდეს:
ა) ბრძანების ნომერსა და გამოცემის ადგილს;
ბ) ბრძანების გამოცემის თარიღს;
გ) სესხის ხელშეკრულების ნომერს;
დ) გამსესხებლის (კრედიტორის) დასახელებას, პირად/საიდენტიფიკაციო ნომერს, მისამართს;
ე) მსესხებლის (მოვალის) დასახელებას, პირად/საიდენტიფიკაციო ნომერს, მისამართს;
ვ) დავალიანების ოდენობას;
ზ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერას.
4. აღსრულების შესახებ ბრძანება მოქმედებს გამოცემის დღიდან. იგი მიექცევა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ გამსესხებელი აღსრულების შესახებ ბრძანების გამოცემამდე არ განაცხადებს უარს მის დაუყოვნებლივ აღსრულებაზე. აღსრულების შესახებ ბრძანების აღსასრულებლად წარდგენის ვადაა მისი გამოცემიდან 5 წელი. აღსრულების შესახებ ბრძანების ასლები ეგზავნება გამსესხებელსა და მსესხებელს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6433 – ვებგვერდი, 25.06.2012წ.
მუხლი 91²². სესხის ხელშეკრულების რეგისტრაციისათვის და გადახდის ვალდებულების შესრულების კონტროლისათვის დადგენილი საფასური
აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სესხის ხელშეკრულების რეგისტრაციისათვის და გადახდის ვალდებულების შესრულების კონტროლისათვის საფასურის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6433 – ვებგვერდი, 25.06.2012წ.
მუხლი 92. (ამოღებულია)
მუხლი 92¹. (ამოღებულია)
ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).
ცვლილებები ამ მუხლში (5)
საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №485 – სსმ I, №30, 27.07.2000 წ., მუხ.95
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2797 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.84
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438
მუხლი 95. (ამოღებული
მუხლი 96. (ამოღებულია)
ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3167 - სსმ I, №34, 09.07.2010წ., მუხ.203
მუხლი 97. (ამოღებულია)
ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438
მუხლი 98. (ამოღებულია)
ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438
მუხლი 99. (ამოღებულია)
ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438
მუხლი 100. (ამოღებულია)
ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438
მუხლი 101. (ამოღებულია)
ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438
მუხლი 102. (ამოღებულია)
ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438
მუხლი 103. (ამოღებულია)
ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438
მუხლი 104. (ამოღებულია)
ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438
მუხლი 105. (ამოღებულია)
ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438
მუხლი 106. (ამოღებულია)
ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438
მუხლი 107. (ამოღებულია)
ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438
მუხლი 108. (ამოღებულია)
ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438
მუხლი 109. (ამოღებულია)
ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3648 - სსმ I, №44, 27.11.2006წ., მუხ.296
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438
თავი XVIII¹
მუხლი 109¹. (ამოღებულია)
ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2963 - სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.111
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438
მუხლი 109². (ამოღებულია)
ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2963 - სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.111
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438
მუხლი 109³. (ამოღებულია)
ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2963 - სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.111
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438
მუხლი 109⁴. (ამოღებულია)
ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).
ცვლილებები ამ მუხლში (3)
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2963 - სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.111
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438
მუხლი 109⁵. (ამოღებულია)
ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2963 - სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.111
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438
მუხლი 109⁶. (ამოღებულია)
ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).
ცვლილებები ამ მუხლში (3)
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2963 - სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.111
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438
თავი XVIII²
მუხლი 109⁷. (ამოღებულია)
ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4210 - სსმ I, 12.01.2007წ., №4, მუხ.52
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438
თავი XIX
მუხლი 110. (ამოღებულია)
ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438
მუხლი 111. (ამოღებულია)
ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438
თავი XX (ამოღებულია)
მუხლი 112. (ამოღებულია)
ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2001 წლის 19 ივნისის კანონი №940 – სსმ I, №20, 03.07.2001 წ., მუხ.67
თავი XXI გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
მუხლი 113. გარდამავალი დებულებანი
1. ამ კანონის ამოქმედებამდე გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ხდება მხოლოდ ამ კანონით დადგენილი წესით.
2. ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული სანოტარო ორგანოების სააღსრულებო წარწერების აღსრულება ხდება ამ კანონით დადგენილი წესით.
3. ამ კანონით განსაზღვრულ სასამართლო აღმასრულებელთა მომზადება და საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარება განხორციელდეს 1999 წლის 1 სექტემბრამდე.
4. ამ კანონით განსაზღვრული ნორმატიული აქტების მიღება მოხდეს 1999 წლის 15 მაისამდე.
5. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ კანონის მიღებისთანავე უზრუნველყოს სააღსრულებო სამსახურების შექმნა და სასამართლო აღმასრულებელთა სწავლების ორგანიზაცია.
6. სააღსრულებო ბიუროები განთავსდნენ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში.
7. (ამოღებულია).
8. (ამოღებულია).
9. 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში აღსრულების ფონდის მოცულობის განსაზღვრის უზრუნველსაყოფად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო სამსახურმა ფინანსთა სამინისტროს 2000 წლის 15 აგვისტომდე წარუდგინოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით აღსასრულებელ გადაწყვეტილებათა ჩამონათვალი.
10. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის უფლებამონაცვლე. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის და იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – სააღსრულებო ბიუროების წარმოებაში არსებული საქმეების აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები.
11. საქართველოს მთავრობამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს შექმნასთან დაკავშირებით უზრუნველყოს:
ა) სათანადო ცვლილებების განხორციელება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებაში;
ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის საბიუჯეტო ასიგნებათა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის;
გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ქონების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის.
12. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უზრუნველყოს:
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცება;
ბ) სააღსრულებო წარმოებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცება;
გ) აღმასრულებლის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულების დამტკიცება;
დ) აღსრულების პოლიციელის სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცება;
ე) აღსრულების ხარჯების სახეობების დადგენა;
ვ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს შექმნასთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება;
ზ) კერძო აღმასრულებლის სამუშაო ადგილის მოწყობის წესის დამტკიცება 2009 წლის 1 ივლისამდე;
თ) კერძო აღმასრულებლის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ოდენობისა და პირობების დადგენა 2009 წლის 1 ივლისამდე;
ი) კერძო აღმასრულებელთა რეესტრის წარმოების წესის დამტკიცება 2009 წლის 1 ივლისამდე;
კ) სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის ფორმის დამტკიცება 2009 წლის 1 ივლისამდე;
ლ) კერძო აღმასრულებლისათვის აღსრულების პოლიციის სამმართველოს მიერ სააღსრულებო მოქმედებათა კატეგორიების მიხედვით გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობის დადგენა 2009 წლის 1 ივლისამდე;
მ) იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმებისა და წესის დამტკიცება 2010 წლის 1 აგვისტომდე;
ნ) ამ კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობებისა და გადახდის წესის დამტკიცება 2010 წლის 1 აგვისტომდე.
13. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ უზრუნველყოს აღსრულების პოლიციის სამმართველოს დებულების დამტკიცება.
14. 2008 წლის 1 ოქტომბრამდე მოვალისათვის დაკისრებული სააღსრულებო მოსაკრებელი ამოიღება აღსასრულებელ მოთხოვნასთან ერთად აღსრულების საფასურის სახით, საიდანაც ანაზღაურდება 2008 წლის 1 ოქტომბრამდე კრედიტორის მიერ გაწეული წინასწარი ხარჯები, ხოლო საფასურის დარჩენილი ნაწილი მიემართება აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე.
15. ამ კანონის 38-ე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ საქმეებზე, რომლებიც წარმოებაში იყო 2008 წლის 1 ოქტომბრამდე, აღსრულების საფასური არ გადაიხდევინება.
16. 2009 წლის 1 ივლისამდე წარმოებაში არსებული სააღსრულებო საქმეები, რომლებზედაც დანიშნულია იძულებითი აუქციონი, დასრულდეს 2009 წლის 1 ივლისამდე არსებული წესით.
17. (მოქმედების ვადა დასრულებულია).
18. 2009 წლის 2 ივლისამდე ყადაღადადებულ მოძრავ ნივთზე აღსრულების რიგითობა განისაზღვრება ყადაღის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღის მიხედვით.
19. 2009 წლის 1 სექტემბრამდე სააღსრულებო ბიუროების მიერ წარმოებაში მიღებულ საქმეებზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გადაწყვეტილებების, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესებით დაკისრებული ჯარიმების აღსრულების საფასურია აღსასრულებელი ფულადი მოთხოვნის 2%, რომელიც ეკისრება მოვალეს.
20. სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ იმ საქმეებზე, რომლებზედაც ამ კანონის 2009 წლის 1 ივლისამდე არსებული წესით ჩატარდა პირველი და განმეორებითი უშედეგო აუქციონები და არ განხორციელებულა კრედიტორისათვის ქონების ნატურით გადაცემა, შესაძლებელია კრედიტორის განცხადების საფუძველზე, ამ კანონით დადგენილი წესით ჩატარდეს აუქციონი (პირველი, განმეორებითი), ხოლო თუ ამ აუქციონზე არ მოხდება ნივთის რეალიზაცია – განხორციელდეს კრედიტორისათვის ნივთის ნატურით გადაცემა.
21. მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ საბანკო ანგარიშის გახსნის თაობაზე ელექტრონული შეტყობინების მიწოდების პირობების განსაზღვრის მიზნით საქართველოში მოქმედმა საბანკო დაწესებულებებმა უზრუნველყონ აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან შესაბამისი ხელშეკრულების დადება 2010 წლის 1 მარტამდე.
22. 2010 წლის 1 აპრილამდე სააღსრულებო ბიუროს მიერ წარმოებაში მიღებულ შესაბამის საქმეზე მოვალე საბიუჯეტო ორგანიზაციას სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებისთვის ეძლევა სამი თვის ვადა.
23. 2011 წლის 1 იანვრამდე იარაღის სახელმწიფო კადასტრის, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო მონაცემთა ბაზის, სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრის, საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრის, ფასიანი ქაღალდების რეესტრისა და საჯარო რეესტრის მწარმოებელმა ორგანოებმა (პირებმა) უზრუნველყონ საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის – აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის შესაბამისი მონაცემთა ბაზის ხელმისაწვდომობა.
24. 2010 წლის 1 აგვისტომდე სააღსრულებო ბიუროების მიერ წარმოებაში მიღებულ საქმეებზე უზრუნველყოფილი კრედიტორების მიერ აღსრულების საფასურის წინასწარ გადასახდელი ნაწილის გადახდა, აგრეთვე უზრუნველყოფილი კრედიტორებისათვის ნივთის ნატურით გადაცემა განხორციელდეს 2010 წლის 1 აგვისტომდე არსებული წესით.
25. 2010 წლის 1 აგვისტომდე სააღსრულებო ბიუროების მიერ წარმოებაში მიღებული სააღსრულებო საქმეები, რომლებზედაც დანიშნულია იძულებითი აუქციონი, დასრულდეს 2010 წლის 1 აგვისტომდე არსებული წესით.
26. სასამართლოს ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ (გადახდის ბრძანება), სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი, განჩინება, დადგენილება და ბრძანება ქონებრივი გადახდევინების ნაწილში აღასრულოს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ამ კანონით დადგენილი წესით.
ცვლილებები ამ მუხლში (13)
საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232
საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №485 – სსმ I, №30, 27.07.2000 წ., მუხ.95
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300
საქართველოს 2009 წლის 10 მარტის კანონი №1028 - სსმ I, №5, 24.03.2009წ., მუხ.18
საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1321 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.57
საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1323 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.58
საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1542 - სსმ I, №21, 03.08.2009წ., მუხ.125
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371
საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2797 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.84
საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3167 - სსმ I, №34, 09.07.2010წ., მუხ.203
საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4628 - ვებგვერდი, 29.12.2015წ.
მუხლი 113¹. (ამოღებულია)
ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).
ცვლილებები ამ მუხლში (3)
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2005 წლის 7 ივლისის კანონი №1865 – სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.261
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
მუხლი 113². სააღსრულებო სამსახურების ლიკვიდაცია
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ამ კანონის მიღებისთანავე უზრუნველყოს სააღსრულებო სამსახურების ლიკვიდაციისათვის საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება და ამ კანონით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
მუხლი 113³. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირება გარდამავალ პერიოდში
1. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე არ განიხილავს საჩივარს, თუ საჩივარი 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილმა პირმა შეიტანა, სანამ მისი ინდივიდუალური შეფასება არ მოხდება.
2. აღსრულების ეროვნული ბიურო დაუბრუნებს აპლიკანტს დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებას, თუ განცხადება 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილმა პირმა შეიტანა, სანამ მისი ინდივიდუალური შეფასება არ მოხდება.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3383 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
მუხლი 114. კანონის ამოქმედება
1. ეს კანონი ამოქმედდეს 1999 წლის 15 მაისიდან.
2. ამ კანონის 19 ² მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2010 წლის 1 მარტიდან.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1999 წლის 16 აპრილი.
№1908-IIს
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371
წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.