ISSA – კითხვაზე, „ამ შაბათს რომ საპარლამენტო იმართებოდეს, ვის მისცემდით ხმას“, „ქართული ოცნება“ – 35.8%; „კოალიცია ცვლილებებისთვის“ – 18%; „ერთიანობა – ენმ“ – 16.6%; „ძლიერი საქართველო“ – 9.5%; „გახარია საქართველოსთვის“ – 10%

„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ (ISSA) კვლევის თანახმად, კითხვაზე „ამ შაბათს რომ საპარლამენტო იმართებოდეს რომელ პარტიას/პოლიტიკურ ძალას მისცემდით ხმას“ შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:
„ქართული ოცნება“ – ივნისის მონაცემებით – 35.8%, ხოლო მაისის მონაცემებით – 35.2%;
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ – ივნისი – 18%; მაისი – 16,9%;
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – ივნისი – 16.6%; მაისი – 14.6%;
„ძლიერი საქართველო“ – ივნისი – 9.5%; მაისი – 13.4%;
„გახარია საქართველოსთვის“ – ივნისი – 10%; მაისი – 12.4%.
ამავე კვლევის თანახმად, თბილისის მოსახლეობაში „ქართული ოცნების“ რეიტინგი ივნისის მონაცემებით 23%-ია, ხოლო მაისის 24.6%.
„კოალიცია ცვლილებისთვის – ივნისი – 21.0%, მაისი – 10,6%;
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – ივნისი – 16,5%; მაისი – 13,9%;
„ძლიერი საქართველო“ – ივნისი – 10,6%; მაისი – 14,2%;
„გახარია საქართველოსთვის – ივნისი – 15,7%; მაისი 17,2%.
რაც შეეხება რეგიონებს, შედეგები ასეთია:
„ქართული ოცნება“ – ივნისი 41,4%; მაისი – 39,7%;
„კოალიცია ცვლილებისთვის – ივნისი – 16,7%, მაისი – 15,4%;
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – ივნისი – 16,6%; მაისი – 15,0%;
„ძლიერი საქართველო“ – ივნისი – 9,1%; მაისი – 13,1%;
„გახარია საქართველოსთვის – ივნისი – 7,5%; მაისი 10,4%.
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) 2025 წლის ივნისში ჩაატარა სოციოლოგიური კვლევა, რომლის მიზანი იყო საქართველოს მოსახლეობის განწყობებისა და მოსაზრებების შესწავლა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. კვლევის ტიპი – რაოდენობრივი კვლევა. სამიზნე ჯგუფი: საქართველოს სრულწლოვანი (18+) მოსახლეობა; შერჩევით ერთობლიობა: 2000 რესპონდენტი; მეთოდი: პირისპირ ინტერვიუ; შერჩევა: ალბათური; კერძოდ, კლასტერული შერჩევა წინასწარი სტრატიფიკაციით. შერჩევის ცდომილება: ±2.2% მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით; გამოპასუხების წილი: 71%; საველე სამუშაოები ჩატარდა 2025 წლის 17-29 ივნისის შუალედში; კვლევის დონორი: სამოქალაქო საზოგადოების ფონდი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს