პოლიტიკური პარტიების რეიტინგები ISSA-ის კვლევის მიხედვით

„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ბოლო ერთ თვეში „ქართული ოცნების“ რეიტინგი (ალოკაცია) მცირედით გაზრდილია, ოპოზიციურ პარტიებს შორის კი კვლავ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერობს.
კითხვაზე, ამ შაბათს რომ იმართებოდეს საპარლამენტო , რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე გადანაწილდა:
„ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“ – 35,8%;
„კოალიცია ცვლილებისთვის“ – 18%;
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 16,6%;
„ძლიერი საქართველო“ – 9,5%;
„გახარია საქართველოსთვის“ – 10%;
„გირჩი“ – 2,3%;
„პატრიოტთა ალიანსი“ – 1,5%;
„კონსერვატორები საქართველოსთვის“ („ალტ-ინფო“) – 1,3%;
სხვა – 5,1%.
კვლევის შესახებ
„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა“ (ISSA) 2025 წლის ივნისში ჩაატარა სოციოლოგიური კვლევა, რომლის მიზანი იყო საქართველოს მოსახლეობის განწყობებისა და მოსაზრებების შესწავლა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
გამოიკითხა საქართველოს 2 ათასი სრულწლოვანი მოქალაქე პირდაპირი ინტერვიუს გზით. შერჩევის ცდომილება: ±2.2% , 95%-იანი სანდოობით გამოპასუხების წილი: 71%.
საველე სამუშაოები ჩატარდა 2025 წლის 17-29 ივნისის შუალედში. კვლევის დონორი იყო „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“, კვლევის განმახორციელებელი – “სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი” (ISSA).
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს