არქივი2 ივნისი, 2025, 07:40
Ipsos - პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კაროლ ნავროცკი ლიდერობს

Ipsos-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, კვირას პოლონეთში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კონსერვატორი კანდიდატი, კაროლ ნავროცკი 51%-ით ლიდერობს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ამავე ეგზიტპოლის თანახმად, ნავროცკის მეტოქემ, ვარშავის ლიბერალმა მერმა, რაფალ ტრჟასკოვსკის ამომრჩევლების ხმების 49% მიიღო.
განსხვავებულია ხმის მიცემის დასრულებისთანავე გამოქვეყნებული ეგზიტპოლის მონაცემები, რომლის თანახმად, ნავროცკიმ ხმების 49.7%-ი მოიპოვა, ტრჟასკოვსკიმ კი - 50.3%.
არჩევნების ოფიციალური შედეგები დღეს გახდება ცნობილი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.