ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ეგზიტპოლის თანახმად, პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში რაფალ ტრჟასკოვსკიმ 50.3%, ხოლო კაროლ ნავროცკიმ - 49.7% მიიღო

ეგზიტპოლის თანახმად, პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში რაფალ ტრჟასკოვსკიმ 50.3%, ხოლო კაროლ ნავროცკიმ - 49.7% მიიღო

ეგზიტპოლის თანახმად, პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პრემიერ - მინისტრ დონალდ ტუსკის პარტიის კანდიდატი მცირედი უპირატესობით ლიდერობს.
ეგზიტპოლის თანახმად, ვარშავის მერი რაფალ ტრჟასკოვსკი - "სამოქალაქო პლატფორმიდან“ ლიდერობს ხმების 50.3 პროცენტით, ხოლო "ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის" დირექტორმა კაროლ ნავროცკიმ - 49.7 პროცენტი მოიპოვა.
პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მას შემდეგ დაინიშნა, რაც 18 მაისს პირველ ტურში მონაწილე 13 კანდიდატიდან ვერცერთმა ხმების ნახევარზე მეტი ვერ მიიღო.
მეორე ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი გადავიდა: ვარშავის მერი რაფალ ტრჟასკოვსკი „სამოქალაქო პლატფორმიდან“, რომელმაც ხმების 31.36% მიიღო და ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის დირექტორი კაროლ ნავროცკი, 29.54%-ით.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.