ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კაროლ ნავროცკიმ გაიმარჯვა

პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კაროლ ნავროცკიმ გაიმარჯვა

პოლონეთის ეროვნულმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო უბნების 100%-ის დათვლის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში „ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის" დირექტორმა, კონსერვატორმა კაროლ ნავროცკიმ გაიმარჯვა, - ინფორმაციას Onet.pl და Gazeta wyborcza ავრცელებენ.
შედეგების თანახმად, ნავროცკიმ არჩევნებში ამომრჩევლების ხმების 50.89%-ი მიიღო, მისმა მეტოქემ, პრემიერ - მინისტრ დონალდ ტუსკის პარტიის კანდიდატმა, ვარშავის მერმა რაფალ ტრჟასკოვსკიმ კი ხმების 49.11%-ი.
არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 71.6 პროცენტი შეადგინა.
მეორე ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი გადავიდა: ვარშავის მერი რაფალ ტრჟასკოვსკი „სამოქალაქო პლატფორმიდან“, რომელმაც ხმების 31.36% მიიღო და "ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის დირექტორი" კაროლ ნავროცკი, 29.54%-ით.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.