არქივი28 ნოემბერი, 2025, 20:41
Human Rights Watch-ი რუსეთში "არასასურველ ორგანიზაციად" გამოცხადდა

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ე.წ. არასასურველი ორგანიზაციების სიაში შეიყვანა საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ი.
Human Rights Watch-ი მუშაობს 1978 წლიდან და 70-ზე მეტ ქვეყანაში უწევს მეთვალყურეობას ადამიანის უფლებების დარღვევებს.
რუსეთში ორგანიზაციის ვებსაიტი 2022 წელს დაბლოკეს - უკრაინაში მოსკოვის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
რუსეთის ფედერაციაში "არასასურველ ორგანიზაციებთან" თანამშრომლობისთვის გათვალისწინებულია ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.