არქივი28 ნოემბერი, 2025, 11:54
რუსეთში ნავალნის ანტიკორუფციული ფონდი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადდა

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციული ფონდი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.
ფონდი შეერთებულ შტატებშია რეგისტრირებული. მან 2022 წლიდან ჩაანაცვლა მანამდე არსებული კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდი, რომელიც 2021 წელს “არასასურველ ორგანიზაციად” გამოცხადდა.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ ოლეგ ნეფიოდოვმა საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადებისას აღნიშნა, რომ ფონდი “მიზნად ისახავს ტერორიზმის ხელშეწყობას, გამართლებასა და მხარდაჭერას”.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.