ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთში Human Rights Watch "არასასურველ ორგანიზაციად" გამოაცხადეს

რუსეთში Human Rights Watch "არასასურველ ორგანიზაციად" გამოაცხადეს

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ადამიანის უფლებათა დამცველ საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch "არასასურველი ორგანიზაციების" რეესტრში შეიყვანა.
რუსეთში "არასასურველ ორგანიზაციებს" მუშაობა ეკრძალებათ, მათთან თანამშრომლობა და მათი მასალის გავრცელება კი ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის სასჯელს ითვალისწინებს.
მიმდინარე წლის იანვარში HRW-მ საკუთარ ანგარიშში აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლება საპირისპირო აზრის დევნას აძლიერებს, რეპრესიული კანონები მიიღო და მოქალაქეებისგან ომის მხარდაჭერას ითხოვს.
2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთის გენპროკურატურის მოთხოვნით რუსეთის ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მასმედიის ზედამხედველობის ფედერალური სამსახურმა (როსკომნადზორი) HRW-ის ვებგვერდი დაბლოკა. როსკომნადზორის მტკიცებით, ორგანიზაცია ომის შესახებ "არასანდო" ინფორმაციას ავრცელებდა.
tabula.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.