GCCA-მა შპს „ორბი ჯგუფი “ მოთხოვნილი ინფორმაციის არასრულად მიწოდებისთვის დააჯარიმა

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „ორბი ჯგუფი “ სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის არასრულად მიწოდებისათვის 500 ლარით დააჯარიმა.სააგენტოში წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე, რომელიც კომპანიის უსამართლო კომერციულ საქმიანობას შეეხებოდა, GCCA-მა დაიწყო საქმის შესწავლა – შპს „ორბი ჯგუფი ბათუმის“ მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტზე.საქმის სრულყოფილად გამოკვლევისა და განცხადებაში მითითებული გარემოებების გადამოწმების მიზნით, სააგენტომ კომპანიისაგან რამდენჯერმე გამოითხოვა კონკრეტული ინფორმაცია, თუმცა შპს „ორბი ჯგუფი ბათუმმა“, სააგენტოში წარმოდგენილი წერილებით, უარი განაცხადა თანამშრომლობასა და მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდებაზე.კანონმდებლობის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია, საქმის შესწავლის მიზნით მოვაჭრისგან გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაცია) და განსაზღვროს ამ ინფორმაციის მიწოდების გონივრული ვადა. მოთხოვნილი ინფორმაციის დადგენილ ვადაში სააგენტოსთვის მიუწოდებლობის ან არასრულად მიწოდების შემთხვევაში, მოვაჭრე 500 ლარით ჯარიმდება.ჯარიმის დაკისრება კომპანიას მოთხოვნილი ინფორმაციის სააგენტოსათვის მიწოდების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს.ინფორმაციას GCCA ავრცელებს.