B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ
მსოფლიო ჩემპიონატზე B ჯგუფში ბოლო, მესამე ტური გაიმართა.
შვეიცარიამ კანადას 2:1, ბოსნიამ კი კატარს 3:1 სძლია.
ჯგუფში 7 ქულით პირველი ადგილი შვეიცარიამ, 4 ქულით მეორე ადგილი კანადამ, ამდენივე ქულით მესამე ადგილი ბოსნიამ, 1 ქულით კი მეოთხე ადგილი კატარმა დაიკავა.
შვეიცარია და კანადა 1/16-ფინალში ითამაშებენ. პლეი-ოფში, ალბათ, ბოსნიაც გავა.
სიეტლი. „ლიუმენ ფილდი“
ბოსნია - კატარი 2:1
გოლები: 1:0 ალაიბეგოვიჩი (29), 2:0 ალ ბრაკე (34, საკ. კარში), 2:1 ალ ჰაიდოსი (42), 3:1 მაჰმიჩი (80)
ვანკუვერი. „ბი-სი პლეისი“
შვეიცარია - კანადა 3:1
გოლები: 1:0 ვარგასი (46), 2:0 მანზამბი (57), 2:1 დევიდი (76)
- მიმდინარე ტურნირზე უკვე 10 ავტოგოლი გავიდა.
- 40 წლის ჯეკომ ბოსნიის ნაკრებში 150-ე მატჩი ჩაატარა.
- 18 წლის ბოსნიელი ალაიბეგოვიჩი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატებზე გოლი საჯარიმოს გარედან გაიტანა.
- 20 წლის შვეიცარიელმა მანზამბიმ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა. მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე 3 გოლია.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ივნისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.