GCCA-ის სასწავლო კვლევითი ცენტრის ორგანიზებით სკოლის მოსწავლეებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) სასწავლო კვლევითი ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ნოემბრის თვეში, სკოლის მოსწავლეებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა. ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრას GCCA-ის წარმომადგენლები უძღვებოდნენ.
„საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები ქ. თბილისის 45-ე, 177-ე და 150-ე საჯარო სკოლაში შედგა, სადაც მოსწავლეებმა მათთვის საჭირო, აქტუალურ საკითხებზე დეტალური პასუხები მიიღეს. კერძოდ, რა მნიშვნელოვანი დეტალები უნდა გაითვალისწინონ ადგილზე და ონლაინ ყიდვის დროს, როგორ დაიცვან საკუთარი უფლებები და დარღვევის შემთხვევაში ვის უნდა მიმართონ. აქტიური დიალოგის, კითხვა-პასუხის რეჟიმში განხილული იქნა პრაქტიკული მაგალითები.
მომხმარებლის უფლებების დაცვისა და კანონის ეფექტიანად აღსრულების მიზნით, სააგენტო უწყვეტ რეჟიმში ზრუნავს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე და მათი უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. შესაბამისად, მიმდინარე წელს და ასევე 2025 წელს დაგეგმილია საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრების ორგანიზება როგორც თბილისის, ასევე რეგიონების სკოლებში,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა