ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი პერტაიამ ჰონგ-კონგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა

გიორგი პერტაიამ ჰონგ-კონგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა

საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ, ჰონგ-კონგში გამართულ აზიის ლოგისტიკური, საზღვაო და საავიაციო რიგით მე-14 კონფერენციაში "მიწოდების ჯაჭვი: მედეგობა და მდგრადობა“ მიიღო მონაწილეობა, რომელიც ჰონგ-კონგის ვაჭრობის განვითარების საბჭოს ორგანიზებით ჩატარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სავაჭრო პალატა ავრცელებს.
მათი ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, პალატის პრეზიდენტმა ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული მთავრობის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების, ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული მთავრობის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, სავაჭრო განვითარების საბჭოსა და საავიაციო სატვირთო ტერმინალის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.
„შეხვედრისას, გიორგი პერტაიამ ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრა. მან შეხვედრის მონაწილეებს საქართველოში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობები გააცნო. ამასთან, ხაზი ქვეყნის სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების პოტენციალსა და მის მნიშვნელობას გაუსვა.
ღონისძიების ფარგლებში მხარეებმა მიწოდების ჯაჭვის დივერსიფიცირებასთან, მდგრადობასთან, მწვანე ენერგიასთან, ინოვაციებსა და ტექნოლოგიებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
კონფერენციაში 30 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.