ალექსანდრე წულაძემ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ სსიპ „სამეცნიერო კვლევითი ერთეულებისა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის“ წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
განათლების სამინისტროს ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა თავიანთ კვლევით დაწესებულებებში მიმდინარე კვლევებზე და მათი კომერციალიზაციის შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
„მხარეებმა სამეცნიერო-კვლევით სფეროში არსებულ გამოწვევებზეც იმსჯელეს და მათი დაძლევის კუთხით სამომავლო გეგმები განიხილეს.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებმა რიგი საკითხების დეტალურად განხილვის მიზნით სამომავლო შეხვედრები დაგეგმეს.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, ანა მღებრიშვილმა, სსიპ სამეცნიერო კვლევითი ერთეულებისა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელებმა და სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეებმა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სიმონია: 201 000 ლარის 3 მანქანას, 152 700 ლარის 6 მოტოს, 10 000 ლარის წყლის ტრანსპორტს ფლობს სამეგრელოს მილიონერი დელეგატი, ილია ინჯია. ანდრია ზუგდიდიდან კი, ნათხოვარ ეტლში ჯდომისგან უკვე დიდი ხანია იტანჯება