არქივი8 ივლისი, 2024, 23:40
Forbes: უკრაინაზე განხორციელებული დღევანდელი მასიური სარაკეტო თავდასხმისთვის, რუსეთის ფედერაციამ 200-დან 250 მილიონ დოლარამდე დახარჯა
Forbes-ის შეფასებით, უკრაინაზე განხორციელებული დღევანდელი მასიური სარაკეტო თავდასხმისთვის, რუსეთის ფედერაციამ 200-დან 250 მილიონ დოლარამდე დახარჯა.
გამოცემა ჩამოგდებული რაკეტების ღირებულებას 160-200 მილიონ დოლარად აფასებს.
დღევანდელი სარაკეტო დარტყმის შედეგად, უკრაინაში უკვე 36 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა.
დაშავებულთა რაოდენობა, ამ დროისთვის, 140 ადამიანია.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.