Financial Times – ამერიკელი და უკრაინელი ოფიციალური პირები სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში 2027 წლისთვის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს განიხილავენ

ამერიკელი და უკრაინელი ოფიციალური პირები სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში 2027 წლისთვის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს განიხილავენ, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Financial Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სამშვიდობო მოლაპარაკებების უახლეს პროექტში აღნიშნულია, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი 2027 წლის 1-ელ იანვრამდე უნდა გახდეს.
ერთ-ერთი წყაროს თქმით, მსგავსი ნაბიჯი ორგანიზაციაში გაწევრიანების პროცედურების შეცვლას გამოიწვევს და ევროკავშირს აიძულებს, რომ პროცესს სრულად გადახედოს.
გამოცემას წყაროებმა განუცხადეს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პუნქტის სამშვიდობო შეთანხმებაში დამატება უკრაინისთვის ფაქტობრივად წევრობის აღმნიშვნელი ფაქტი იქნება, რადგან ბრიუსელი გაწევრიანების დაჩქარებული პროცესისთვის წინააღმდეგობის გაწევით სამშვიდობო მოლაპარაკებებს ვერ შეაფერხებს.
ასევე, გამოცემა წერს, რომ მსგავსი შეთანხმებების ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს მოუწოდებს, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს ვეტო მოხსნას.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე – 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციას ჩაუტარა ჭადრაკის პარტია და თავი რომ რაღაც ეგონათ, აჩვენა, ვინ იყო ნამდვილი გროსმაისტერი – 2012 წლის შემდეგ მიიღეს კიდევ 9 დამატებითი ჭადრაკის პარტია და ასე გაგრძელდება