ტრამპს უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება შობამდე სურს – Financial Times

ტრამპს უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება შობამდე სურს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Financial Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპელ ლიდერებს შეატყობინა, რომ შაბათს, 6 დეკემბერს, პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლებთან „რთული” საუბრის დროს მას სამშვიდობო შეთანხმებაზე სწრაფი გადაწყვეტილებისკენ მოუწოდეს.
ასევე წყაროების ცნობით, ტრამპს შობამდე სურს შეთანხმების მიღწევა. მათი ინფორმაციით, ზელენსკიმ ამერიკელ წარმომადგენლებს უთხრა, რომ ვაშინგტონის წინადადებაზე რეაგირებამდე მას დრო სჭირდება სხვა ევროპელ მოკავშირეებთან კონსულტაციებისთვის, ვინაიდან უკრაინა შიშობს, რომ თუ ევროპელები ჩართულები არ იქნებიან პროცესში, ეს ძირს გამოუთხრის დასავლეთის ერთიანობას.
ipn.ge

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი – 4 წელზე მეტია უკრაინის ენერგოსისტემა რუსეთის სარაკეტო და დრონებით განხორციელებული თავდასხმების პირობებში მუშაობს, ამ ფონზე ჩნდება კითხვა: ნუთუ ერთი ავარია საკმარისია, რომ ქვეყნის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს?