ტრამპს უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება შობამდე სურს – Financial Times

ტრამპს უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება შობამდე სურს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Financial Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპელ ლიდერებს შეატყობინა, რომ შაბათს, 6 დეკემბერს, პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლებთან „რთული” საუბრის დროს მას სამშვიდობო შეთანხმებაზე სწრაფი გადაწყვეტილებისკენ მოუწოდეს.
ასევე წყაროების ცნობით, ტრამპს შობამდე სურს შეთანხმების მიღწევა. მათი ინფორმაციით, ზელენსკიმ ამერიკელ წარმომადგენლებს უთხრა, რომ ვაშინგტონის წინადადებაზე რეაგირებამდე მას დრო სჭირდება სხვა ევროპელ მოკავშირეებთან კონსულტაციებისთვის, ვინაიდან შიშობს, რომ თუ ევროპელები ჩართულები არ იქნებიან პროცესში, ეს ძირს გამოუთხრის დასავლეთის ერთიანობას

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”