ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Facebook-ისა და Instagram-ის გათიშვის გამო მარკ ცუკერბერგმა თითქმის $3 მილიარდი დაკარგა

Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა თითქმის 3 მილიარდი დოლარის ზარალი განიცადა, კომპანიის მიერ მართული სოციალური ქსელების ერთსაათიანი გლობალური გათიშვის გამო.
India Today-ის ინფორმაციით, ცუკერბერგის ქონება 2,79 მილიარდი დოლარით შემცირდა Facebook-ისა და Instagram-ის გლობალური გათიშვის შემდეგ, და ამჯერად მისი ქონება 176 მილიარდ დოლარია.
მიუხედავად მნიშვნელოვანი ზარალისა, მილიარდერი ინარჩუნებს თავის პოზიციას, როგორც მსოფლიოში მეოთხე უმდიდრესი ადამიანი Bloomberg Billionaires Index-ში.
გათიშვამ გამოიწვია Meta-ს აქციების 1.6%-იანი ვარდნა.
Facebook-ის, Instagram-ისა და Threads-ის მომხმარებლებს, სირთულეები პლატფორმებზე ანგარიშებზე წვდომისას სამშაბათს, შეექმნათ.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.