ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Facebook-ი და Instagram-ი შეფერხებით მუშაობს

Facebook-ი და Instagram-ი მსოფლიოს მასშტაბით შეფერხებით მუშაობს.
DownDetector-ის თანახმად, სოციალური ქსელების მომხმარებლებს პრობლემები აქვთ Facebook Messenger-თან დაკავშირებითაც.
ბოლო მონაცემებით, “ფეისბუქზე“ 300 000-ზე მეტი ანგარიშის გათიშვის შესახებ შეტყობინება დაფიქსირდა, ხოლო “ინსტაგრამის“ გათიშივის შესახებ 47 000-ზე მეტმა მომხმარებელმა განაცხადა.
"მეტას" სერვისებზე პრობლემას გამოეხმაურნენ კომპანიაში.
"ჩვენ ვიცით, რომ ადამიანებს პრობლემა აქვთ ჩვენს სერვისებზე წვდომზე. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ", - დაწერა სოციალურ ქსელ X-ზე "მეტას" წარმომადგენელმა, ენდი სტოუნმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.