ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ცუკერბერგის კომპანიამ 5 მარტის ხარვეზის გამო 3 მლრდ აშშ დოლარი დაკარგა

მარკ ცუკერბერგის კომპანია Meta-მ, რომელიც Facebook-ს და Instagram-ს ფლობს, 5 მარტს მომხდარი ტექნიკური ხარვეზის გამო 3 მლრდ აშშ დოლარი დაკარგა. ამის შესახებ editorji.com იუწყება.

გლობალური ტექნიკური ხარვეზი მილიარდობით ადამიანს შეეხო, რომლებიც საკუთარ ანგარიშებზე ვერ შედიოდნენ.

ტექნიკური პრობლემები დაახლოებით საათ-ნახევრის განმავლობაში შეინიშნებოდა.

მილიარდიანი ზარალის მიუხედავად, მარკ ცუკერბერგმა მსოფლიოს მეოთხე უმდიდრესი ადამიანის პოზიცია მაინც შეინარჩუნა.

წინასწარი ინფორმაციით, ტექნიკური ხარვეზი WhatsApp Business-ის აპლიკაციაში პროგრამირების ინტერფეისის პრობლემების გამო დაფიქსირდა. ის Meta-ს კუთვნილებაში არსებულ სხვადასხვა პლატფორმას - Instagram-ს, Facebook-ს, Threads-ს და Messenger-ს შეეხო.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.