DW: ბერლინი აცხადებს, რომ საქართველო EU-ის წევრობის შანსს რისკავს
გერმანიის მთავრობა წუხს, რომ მიუხედავად უარყოფითი საზოგადოების რეაქციისა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, „ქართული ოცნება“ კვლავ აპირებს უცხოური გავლენის შესახებ საკამათო კანონპროექტის მიღებას, — ამის შესახებ გერმანიის კანცლერის ოფიციალური წარმომადგენლის მოადგილემ, კრისტიან ჰოფმანმა „დოიჩე ველეს“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ჰოფმანმა გაიხსენა, რომ „საქართველოს მთავრობა გასულ წელს დაჰპირდა ამ კანონპროექტის დღის წესრიგიდან უპირობოდ მოხსნას“.
„ჩვენ ვიცით, რომ საქართველო მიჰყვება რეფორმების გზას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და ამით აცხადებს ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულებას“.
DW-ის ცნობით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა სებასტიან ფიშერმა კი თქვა, რომ პრესისა და მედიის თავისუფლება ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველი და ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. საქართველოში, რომელმაც გასული წლის ბოლოს მიიღო ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი და ამით გაწევრიანების „ისტორიული შანსი“, ფიშერის თქმით, ამის შესახებ იციან. დაკარგავს თუ არა საქართველო ამ შანსს, თუ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონს მიიღებს, მისი თქმით, ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან კონსულტაციებით გადაწყდება.
გამოცემა წერს, რომ ეს თემა, სხვა საკითხებთან ერთად, სავარაუდოდ განიხილება 12 აპრილს, გერმანიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტისას განიხილება. ბერლინში დაგეგმილია მისი შეხვედრა ფედერალურ პრეზიდენტთან ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან და მოლაპარაკება კანცლერ ოლაფ შოლცთან სამუშაო ლანჩის ფარგლებში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.