გერმანიის საგარეო უწყების პრესსპიკერი – დაკარგავს თუ არა საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების შანსს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირის ქვეყნებთან კონსულტაციების შედეგად გადაწყდება

დაკარგავს თუ არა საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების შანსს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირის სახელმწიფოებთან კონსულტაციების შედეგად გადაწყდება, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, სებასტიან ფიშერმა განაცხადა.
„გასულ წელს, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ათიათასობით წარმომადგენლის მიერ ამ კანონპროექტის გაპროტესტების შედეგად, იგი დღის წესრიგიდან ამოიღეს. პრესისა და მედიის თავისუფლება ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველია და ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
საქართველოში, რომელმაც გასული წლის ბოლოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და გაწევრიანების ისტორიული შანსი მიიღო, მათ ამის შესახებ იციან“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, სებასტიან ფიშერმა.
კითხვაზე, დაკარგავს თუ არა საქართველო ამ შანსს, თუ კანონის მიღება მოხდება, ფიშერმა აღნიშნა, რომ ეს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან კონსულტაციების შედეგად გადაწყდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ