Deutche Welle: დიდი ბრიტანეთი და ნორვეგია უკრაინას საზღვაო ძალების გაძლიერებაში დაეხმარება

დიდი ბრიტანეთი და ნორვეგია „ზღვის პოტენციალის კოალიციას“ სათავეში ჩაუდგნენ. მისი მიზანი ზღვაზე უკრაინის გაძლიერებაა. საწყის ეტაპზე ს ორ გამნაღმველ ხომალდს, Sandown-ს გადასცემენ. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

კოალიციის მიზანია სთვის ისეთი ხომალდების და სატრანსპორტო საშუალებების გადაცემა, რომელიც ზღვაზე მის პოტენციალს გააძლიერებს. ასევე ეს ქვეყნები შესაბამის პერსონალსაც მოამზადებენ.

„პუტინის მიერ დაწესებული შავი ზღვის ბლოკადა უკრაინის ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახება. ამის გამო უკრაინას თავისი პროდუქცია ექსპორტზე დიდი ოდენობით ვერ გააქვს. თუ უკრაინას რუსულ ძალებთან, კერძოდ კი საზღვაო ნაღმებთან ბრძოლის საშუალებები ექნება, ეს უკრაინის საზღაო პოტენციალს მნიშვნელოვნად გაზრდის“ – წერს ბრიტანეთის მთავრობა ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთში სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინას 4,6 მლრდ. გირვანქა სტერლინგის, (5,4 მლრდ ევრო) დახმარება აღმოუჩინა. ასევე დიდ ბრიტანეთში 2014 წლის შემდეგ მომზადება გაიარა 52 ათასმა უკრაინელმა სამხედრომ.