დიდი ბრიტანეთი რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის მცდელობაში ადანაშაულებს

დიდი ბრიტანეთი რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის მცდელობაში ადანაშაულებს.
ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
„დღეს შემიძლია დავადასტურო, რომ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური ჩვენს დემოკრატიულ პროცესებში ჩარევის მცდელობების უკან დგას. მათ სამიზნეებს პოლიტიკოსები, საჯარო მოხელეები, ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები წარმოადგენდნენ. მათ მიზანს მოპოვებული ინფორმაციის გამოყენებით დიდი ბრიტანეთის პოლიტიკაში ჩარევა წარმოადგენდა“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლეო დოხერტიმ.
ლეო დოხერტიმ თემთა პალატას განუცხადა, რომ სანქციები „Star Blizzard“-ის ჰაკერების ჯგუფის ორი ადამიანის წინააღმდეგ დაწესდა, მათგან ერთ-ერთი რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მოქმედი ოფიცერია. გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი, ანდრეი კელინი უკვე დაიბარეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო