ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

cope: ქოჩორაშვილმა "სპორტინგთან" კონტრაქტი გააფორმა

cope: ქოჩორაშვილმა "სპორტინგთან" კონტრაქტი გააფორმა

cope.es-ის ცნობით, "ლევანტეს" 25 წლის ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი კარიერას "სპორტინგში" გააგრძელებს.
გამოცემა იტყობინება, რომ მხარეებმა სატრანსფერო თანხაზე, 7.5 მილიონ ევროზე შეთანხმებას მიაღწიეს და ქართველმა ლისაბონურ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.მისი გამოსასყიდი ფასი 80 მილიონი იქნება.
ქოჩორაშილი სეზონს "ლევანტეში" იჯარის წესით დაასრულებს, სპორტინგს კი ზაფხულში შეუერთება. ეს ინფორმაცია ვალენსიურმა კლუბმა დაადასტურა.
"სპორტინგი" 27 ტურის შემდეგ პრიმეირა ლიგას 65 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ "ბენფიკას" 3 ქულით უსწრებს, რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.