ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კალაძემ ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციის დასასრულებლად კონტრაქტი ბელარუსულ კომპანიას გაუფორმა

კალაძემ ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციის დასასრულებლად კონტრაქტი ბელარუსულ კომპანიას გაუფორმა

თბილისის მერიამ ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციის დასასრულებლად კონტრაქტი ბელარუსულ კომპანიას გაუფორმა.
კახა კალაძე ამტკიცებს, რომ ვარკეთილის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოები მთლიანად სექტემბერში დასრულდება.
“პროცესის გაჭიანურების მთავარ მიზეზს წარმოადგენს მიწისქვეშა ტრანსპორტის სფეროში როგორც ადგილობრივი საპროექტო და სამშენებლო, ისე საექსპერტო კომპანიების არასაკმარისი გამოცდილება და კვალიფიკაცია. მეტროსადგურ ვარკეთილის სარეაბილიტაციო სამუშაოების მოკლე ვადაში დასასრულებლად, ხელშეკრულება ბელარუსულ კომპანიასთან, PRObuild expert-თან გავაფორმეთ. სამუშაოები მთლიანად შემოდგომაზე, სექტემბერში დასრულდება”. – თქვა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
მერიამ ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია 2016 წელს დაიწყო და 2017 წლის სექტემბერში გაიხსნა.
პრეზენტაციიდან რამდენიმე თვეში, 2018 წლის 30 იანვარს შეკიდული ჭერი ჩამოიშალა და 14 ადამიანი დაშავდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.