ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

17 წლის დაღესტნელმა "მანჩესტერთან" კონტრაქტი გააფორმა

17 წლის დაღესტნელმა "მანჩესტერთან" კონტრაქტი გააფორმა

17 წლის გარემარბმა ამირ იბრაგიმოვმა „მანჩესტერთან“ თავისი პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა.
„ხელშეკრულების გაფორმებით გახარებული ვარ. არაფერი არ იცვლება, მძიმე შრომა გრძელდება. დიდება ალაჰს“, - დაწერა ამირმა სოციალურ ქსელში.
იბრაგიმოვი დაღესტანშია დაბადებული, 11 წლის იყო, როდესაც ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ბრიტანეთში გადაბარგდა, 2019-2021 წლებში „შეფილდ იუნაიტედის“ აკადემიაში ვარჯიშობდა, შემდეგ კი „მანჩესტერში“ გადავიდა. მან პრემიერლიგის 18-წლამდელთა მიმდინარე ჩემპიონატზე 16 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა და რამდენჯერმე პირველ გუნდთან ერთადაც ივარჯიშა. ამირმა ინგლისის 15 და 16-წლამდე ნაკრებში ითამაშა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.