ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

CNN - უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი კიევს მომავალ კვირას ეწვევა

CNN - უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი კიევს მომავალ კვირას ეწვევა

უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი კიევს მომავალ კვირას ეწვევა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი უკრაინის მთავრობის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
CNN-ის ცნობით, უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი, სავარაუდოდ, უკრაინაში 20 თებერვალს ჩავა.
მანამდე, კიტ კელოგს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ესაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ უკრაინაში კელოგის ვიზიტი თებერვლის ბოლოს იყო დაგეგმილი.
ცნობისთვის, კიტ კელოგი 14-16 თებერვალს გასამართ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.