ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინისა და რუსეთის საკითხებში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის განცხადებით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

უკრაინისა და რუსეთის საკითხებში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის განცხადებით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

უკრაინისა და რუსეთის საკითხებში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს, - ამის შესახებ ინფორმაციას კიტ კელოგი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
„როგორც პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინისა და რუსეთის საკითხებში, მოუთმენლად ველი ვისაუბრო დონალდ ტრამპის მიზანზე - უკრაინაში სისხლიანი ომის დასრულების შესახებ. ამერიკის მოკავშირეებს შევხვდები, რომლებიც ჩვენთან მუშაობისთვის მზად არიან“, - წერს დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ 14-16 თებერვალს გასამართ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსიც მიიღებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.