არქივი17 თებერვალი, 2025, 21:06
ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი კიევს 20 თებერვალს ეწვევა – რამდენი დღე დარჩება ის უკრაინაში და ვის შეხვდება?

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთსა და უკრაინაში, კით კელოგი კიევში 20 თებერვალს ჩავა. ინფორმაციას Interfax Ukraine ავრცელებს.
“ის 2 ან მეტი დღე დარჩება აქ. მე მასთან ერთად ფრონტზე წასვლა მსურს და ისიც ჩემთან ერთად წამოვა. ვფიქრობ, უარს არ იტყვის… მე ვიცი, რომ ის სირსკისთან წავა, იქნებ, ბრიგადების მეთაურებთანაც ჩემთან ერთად. ამის შემდეგ ჩვენ დაველაპარაკებით თავდაცვის მინისტრს, სავარაუდოდ, დაზვერვასაც”. – თქვა ზელენსკიმ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.