ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

CNN- ტაილანდის საკონსტიტუციო სასამართლომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო

ტაილანდის საკონსტიტუციო სასამართლომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა, სრეტა ტავისინმა კონსტიტუცია დაარღვია, როდესაც თავის კაბინეტში თანამდებობაზე წარსულში ნასამართლევი ყოფილი ადვოკატი დანიშნა.
პრემიერ-მინისტრისა და მისი მთავრობის კაბინეტის გადაყენებას მხარი საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრა მოსამართლიდან ხუთმა დაუჭირა.
ცნობისთვის, გასულ კვირას ტაილანდის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის პოპულარული პროგრესული პარტია „წინსვლა“ დაშალა, რომელმაც გასულ წელს გამართულ არჩევნებში ყველაზე მეტი მანდატი მოიპოვა და მის ლიდერებს 10 წლით პოლიტიკური საქმიანობა აუკრძალა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.