ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ფუმიო კიშიდა იაპონიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს

ფუმიო კიშიდა იაპონიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს.
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერის პოზიციაზე ხელახლა კენჭისყრას აღარ აპირებს და შესაბამისად, სექტემბერში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობასაც დატოვებს.
„პოლიტიკას საზოგადოების ნდობის გარეშე ფუნქციონირება არ შეუძლია. ახლა ყურადღებას პარტიის ახლად არჩეული ლიდერის მხარდაჭერას დავუთმობ, როგორც პარტიის რიგითი წევრი“, - განაცხადა ფუმიო კიშიდამ.
შეგახსენებთ, ფუმიო კიშიდა იაპონიის „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერისა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2021 წლიდან იკავებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.