არქივი16 აგვისტო, 2024, 11:09
ტაილანდის პარლამენტმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი აირჩია
ტაილანდის პარლამენტმა ახალ ლიდერად ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ტაქსინ შინავატრას ქალიშვილი პაეტონგტარნ შინავატრა აირჩია.
ტაილანდის თანამედროვე ისტორიაში 37 წლის პაეტონგტარნ შინავატრა ყველაზე ახალგაზრდა პრემიერი გახდა, მას 491 დეპუტატიდან 319-მა დაუჭირა მხარი, 145 წინააღმდეგი იყო.
ორი დღის წინ ტაილანდის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, სრეტა ტავისინის თანამდებობიდან გადაყენების განკარგულება გასცა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სრეტა ტავისინმა „ეთიკის წესები“ დაარღვია, როდესაც მინისტრთა კაბინეტში წარსულში ნასამართლევი ადვოკატი დანიშნა.
1tv.ge
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.