არქივი19 აგვისტო, 2025, 03:07
CNN - თეთრ სახლში დონალდ ტრამპს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებს შორის შეხვედრები დასრულდა

თეთრ სახლში დასრულდა შეხვედრები პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და რამდენიმე ევროპელ ლიდერს შორის.
როგორც CNN-ი წერს, ტრამპი დღის ბოლომდე კამერების წინაშე არ გამოჩნდება.
ამავე ცნობებით, ზოგიერთი ევროპელი ლიდერი ოვალურ კაბინეტში ტრამპთან შეხვედრის შემდეგ გასასვლელისკენ მიემართება.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ოვალური კაბინეტის დატოვებისას მოკლე კომენტარი გააკეთა.
CNN-ის კითხვაზე, თუ რაზე შეთანხმდნენ, სტარმერმა უპასუხა: „საკმაოდ ბევრზე“.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.