არქივი18 აგვისტო, 2025, 11:37
ამერიკული მედია დონალდ ტრამპს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებს შორის შეხვედრების გრაფიკს აქვეყნებს

აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ორმხრივი შეხვედრა დღეს, ვაშინგტონის დროით 13:15 საათზე (თბილისის დროით 21:15 საათზე) დაიწყება, - ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
გამოქვეყნებული გრაფიკის თანახმად, მოლაპარაკებები დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდება.
ვაშინგტონის დროით 14:15 საათზე (თბილისის დროით 22:15 საათზე) დონალდ ტრამპი ევროპელ ლიდერებს მიესალმება, რის შემდეგაც, თბილისის დროით 23:00 საათზე, აშშ-ის პრეზიდენტსა და ევროპული ქვეყნების ლიდერებს შორის მრავალმხრივი შეხვედრა გაიმართება.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.