ამერიკული მედია დონალდ ტრამპს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებს შორის შეხვედრების გრაფიკს აქვეყნებს

აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ორმხრივი შეხვედრა დღეს, ვაშინგტონის დროით 13:15 საათზე (თბილისის დროით 21:15 საათზე) დაიწყება, – ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
გამოქვეყნებული გრაფიკის თანახმად, მოლაპარაკებები დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდება.
ვაშინგტონის დროით 14:15 საათზე (თბილისის დროით 22:15 საათზე) დონალდ ტრამპი ევროპელ ლიდერებს მიესალმება, რის შემდეგაც, თბილისის დროით 23:00 საათზე, აშშ-ის პრეზიდენტსა და ევროპული ქვეყნების ლიდერებს შორის მრავალმხრივი შეხვედრა გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახო სანაია: დადგება დღე, ამ სტატუსს გავიხსენებთ – ზუსტად ისე, როგორც ბევრი სტატუსი გავიხსენეთ, ყველას რომ ყველაფერი აუხდა. არა იმიტომ, რომ წინასწარმეტყველები ვართ, არამედ იმიტომ, რომ არსებობს კანონზომიერება, არც ისე რთულად განსაჭვრეტი