ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

CNN: აშშ-ში დააკავეს ქალი, რომელიც კაპიტოლიუმის შენობის აფეთქებას გეგმავდა

CNN: აშშ-ში დააკავეს ქალი, რომელიც კაპიტოლიუმის შენობის აფეთქებას გეგმავდა

35 წლის ქალს ნიუ-იორკის შტატის კაპიტოლიუმზე ასაფეთქებელი მოწყობილობით თავდასხმის დაგეგმვასთან დაკავშირებით ბრალი წაუყენეს, - ამის შესახებ CNN ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.

როგორც მედია წერს, დაკავებულია ჯესიკა ბოუი.

„მას ბრალი ედება ISIS-ისთვის მატერიალური მხარდაჭერის ან რესურსების მიწოდების მცდელობაში. ბოუი გეგმავდა ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებას ნიუ-იორკის შტატის კაპიტოლიუმსა და ნიუ-იორკის შტატის სენატორებზე თავდასხმისთვის“, - განაცხადა ნიუ-იორკის ჩრდილოეთ ოლქის აშშ-ის პროკურორის პირველმა მოადგილემ ჯონ სარკონემ.

FBI-ის სპეციალური აგენტის კრეიგ ტრემაროლის განცხადებით, ქალმა ISIS-ისადმი ერთგულება რამდენიმე აუდიოჩანაწერით დაადასტურა და კაპიტოლიუმის ტერიტორიაზე სულ მცირე ხუთჯერ აწარმოებდა დაკვირვებას, რა დროსაც ათობით ფოტო გადაიღო.

მისი თქმით, ბოუიმ იარაღი „კონფიდენციალური წყაროსგან“ შეიძინა და განაცხადა, რომ აპირებდა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას „ნებისმიერი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის წინააღმდეგ, რომელიც მის შეჩერებას შეეცდებოდა“.

ამასთან, მისივე თქმით, ბოუიმ განაცხადა, რომ მას სურდა „შენობის რაც შეიძლება დიდი ნაწილის განადგურება და სენატორების მოკვლა შეხვედრის დროს“.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.