ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლატვიაში დააკავეს 28 მიგრანტი, რომელიც ქვეყანაში ბელარუსიდან გათხრილი მიწისქვეშა გვირაბით შევიდა

ლატვიაში დააკავეს 28 მიგრანტი, რომელიც ქვეყანაში ბელარუსიდან გათხრილი მიწისქვეშა გვირაბით შევიდა
ლატვიაში დააკავეს 28 მიგრანტი, რომელიც ქვეყანაში ბელარუსიდან გათხრილი მიწისქვეშა გვირაბით შევიდა - ამის შესახებ Delfi ლატვიის სახელმწიფო სასაზღვრო დაცვის სამსახურზე დაყრდნობით იუწყება.
🔻 ოფიცრებმა საზღვრიდან დაახლოებით 20 მეტრში მიწისქვეშა გვირაბი აღმოაჩინეს, რომლის შესასვლელი ხავსით იყო შენიღბული. საზღვრის გადაკვეთის შემდეგ დაკავებული 28-ვე პირი ბელარუსში დააბრუნეს. ლატვიის სახელმწიფო სასაზღვრო დაცვის სამსახურის განცხადებით, ეს უკვე მეორე დაფიქსირებული შემთხვევაა, როდესაც მიგრანტებმა ქვეყანაში არალეგალურად შესვლის მიზნით მიწისქვეშა გვირაბი გამოიყენეს.
🔻 მსგავსი მიწისქვეშა გასასვლელები მეზობელი ლიეტუვისა და ბელარუსის საზღვარზეც აღმოაჩინეს. 5 აგვისტოს, ლიეტუვის სახელმწიფო სასაზღვრო დაცვის სამსახურმა განაცხადა, რომ დრუსკინინკაის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლატეჟერისის მახლობლად, სასაზღვრო ღობის ქვეშ ბელარუსიდან მომავალი დაუსრულებელი, ოთხმეტრიანი გვირაბი იპოვეს. გასასვლელი დაახლოებით 1,5 მეტრის სიღრმეზე იყო გათხრილი.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.