ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

CNN - აშშ-ის ტენესის შტატში, ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანაში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

CNN - აშშ-ის ტენესის შტატში, ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანაში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

აშშ-ის ტენესის შტატში, ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანაში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ადგილობრივი ოფიციალური პირების ცნობით, სამხედრო ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანაში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად, 18 ადამიანი დაიღუპა ან დაკარგულად ითვლება.
Accurate Energetic Systems-ის ქარხანაში მომხდარი აფეთქება 24 კილომეტრის მანძილზე იგრძნობოდა. ასევე, აფეთქების შედეგად ავტომობილები დაზიანდა.
ჰამფრისის ოლქის შერიფის, კრის დევისის განცხადებით, გამოძიების პროცესში სხვადასხვა სააგენტოა ჩართული, თუმცა აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.