დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში ქარიშხალს მსხვერპლი მოჰყვა

დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში ქარიშხალს მსხვერპლი მოჰყვა, – ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ქარიშხალი „ემის“ შედეგად გამოწვეული ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში ასობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ირლანდიის პოლიციის განცხადებით, დონეგალის საგრაფოს ქალაქ ლეტერკენში 40 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა.
შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში ძლიერი ქარის შედეგად შენობა ჩამოინგრა, ასევე ფრენები და მატარებლების რეისები გაუქმდა. ძლიერმა ქარმა ირლანდიაში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა.
ქარიშხალი „ემის“ გამო ლონდონში ყველა სამეფო პარკი დაიხურა.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი