ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტენესის ერთ-ერთ ქარხანაში აფეთქებას 16 ადამიანი ემსხვერპლა

ტენესის ერთ-ერთ ქარხანაში აფეთქებას 16 ადამიანი ემსხვერპლა

ბოლო მონაცემებით, ტენესის შტატში მომხდარ ძლიერ აფეთქებას 16 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაცია შტატის შერიფმა ჰამფრის დევისმა გაავრცელა.
ინციდენტი ასაფეთქებელი ნივთიერებების მწარმოებელ ქარხანაში მოხდა, რომელიც ქალაქ ნეშვილიდან 90 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია 18 დაკარგულის შესახებ, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ 2 ადამიანი, რომელიც ინციდენტის დროს ქარხანაში ეგონათ, აფეთქებისას სხვაგან იმყოფებოდნენ.
აფეთქების გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.