CBS News – აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ უსაფრთხოების ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელიც 14 თებერვალს იწყება, უკრაინის დელეგაციას ზელენსკი უხელმძღვანელებს. ღონისძიებას ჯეი დი ვენსის ესწრება.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პარასკევს თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის უახლოეს დღეებში ვაშინგტონში, შესაძლოა, უკრაინის ლიდერს შეხვდეს.
“ალბათ, მომავალ კვირას შევხვდები პრეზიდენტ ზელენსკის და ვესაუბრები პრეზიდენტ პუტინს. მინდა, რომ ეს ომი დასრულდეს“, – განაცხადა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია